მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის“ ამოცანა
ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის“ ამოცანა

"არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა ევ­რო­პა­ში დიდი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია უკუს­ვლის გამო და ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა შე­სას­წავ­ლია, გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლია და ტექ­ნი­კუ­რი მი­სი­ის ამო­ცა­ნაც ეს არის - ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, ჯო­ზეფ ბო­რელ­მა ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • ასე­ვე, ჯო­ზეფ ბო­რელ­მა კი­თხვას უპა­სუ­ხა იმის შე­სა­ხებ თუ რა­ტომ თვლის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას არ ასა­ხავს.

"რო­გორც უკვე ვთქვი სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­სი­ის გაგ­ზავ­ნას ვა­პი­რებთ, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­სი­ის, რათა მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი შე­ვის­წავ­ლოთ. ჩვენ შე­ვა­ჩე­რეთ მხარ­და­ჭე­რა ევ­რო­პის მშვი­დო­ბის ფონ­დი­დან, ქარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის 120 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა შე­ვა­ჩე­რეთ, რო­მე­ლიც პირ­და­პირ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, ახლა კი იმ პროგ­რა­მე­ბის­თვის გა­მო­ი­ყო­ფა, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ქარ­თველ ხალ­ხს სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს. ყვე­ლა დარ­ღვე­ვას შე­ვის­წავ­ლით და ოდი­რის სა­არ­ჩევ­ნო დე­ლე­გა­ცი­ის ლი­დერს მო­ვიწ­ვევთ, რათა ახ­სნას თუ რა ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

  • მან გან­მარ­ტა თუ რა იქ­ნე­ბა ტექ­ნი­კუ­რი მი­სი­ის მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა.

"შე­ა­ფა­სებს რა მოხ­და ამ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაც ეჭვქვეშ დგას, თა­ვად პრე­ზი­დენ­ტის მიერ. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა ევ­რო­პა­ში დიდი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია უკუს­ვლის გამო და ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა შე­სას­წავ­ლია, გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლია და ტექ­ნი­კუ­რი მი­სი­ის ამო­ცა­ნაც ეს არის. სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მოწ­ვე­უ­ლია, მას­ზე უკეთ არა­ვის შე­უძ­ლია თქვას რა მოხ­და ად­გილ­ზე. ასე რომ, სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ვის­წავ­ლით, ყვე­ლა ბრალ­დე­ბას გა­დავ­ხე­დავთ, ამა­ზე მე­ტის თქმა არ შე­მიძ­ლია. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს და ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბას ნა­თე­ლი უნდა მოვ­ფი­ნოთ, მაგ­რამ მი­სი­ის შე­დეგს წი­ნას­წარ ვერ ვი­ტყვი“, - აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის“ ამოცანა

ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის“ ამოცანა

"არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის - ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ასევე, ჯოზეფ ბორელმა კითხვას უპასუხა იმის შესახებ თუ რატომ თვლის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

"როგორც უკვე ვთქვი საქართველოში მისიის გაგზავნას ვაპირებთ, პოლიტიკური მისიის, რათა მომხდარი მოვლენები შევისწავლოთ. ჩვენ შევაჩერეთ მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან, ქართული შეიარაღებული ძალების, ასევე, საქართველოს მთავრობისთვის 120 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა შევაჩერეთ, რომელიც პირდაპირ საქართველოს მთავრობისთვის იყო გამოყოფილი, ახლა კი იმ პროგრამებისთვის გამოიყოფა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს. ყველა დარღვევას შევისწავლით და ოდირის საარჩევნო დელეგაციის ლიდერს მოვიწვევთ, რათა ახსნას თუ რა ხდება“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

  • მან განმარტა თუ რა იქნება ტექნიკური მისიის მიზანი, რომელიც საქართველოში გაიგზავნება.

"შეაფასებს რა მოხდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის სამართლიანობაც ეჭვქვეშ დგას, თავად პრეზიდენტის მიერ. არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოწვეულია, მასზე უკეთ არავის შეუძლია თქვას რა მოხდა ადგილზე. ასე რომ, სიტუაციას შევისწავლით, ყველა ბრალდებას გადავხედავთ, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს და ყველა გარემოებას ნათელი უნდა მოვფინოთ, მაგრამ მისიის შედეგს წინასწარ ვერ ვიტყვი“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.