პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა" - ჯოზეფ ბორელი
"საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა" - ჯოზეფ ბორელი

"ჩვენ ყვე­ლას გვინ­და ერთი რამ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ გზას და­უბ­რუნ­დეს და ამას ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­დე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, ჯო­ზეფ ბო­რელ­მა ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მან ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე, რა­მაც მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლა და­ა­დას­ტუ­რა. ბო­რე­ლის თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი ქვე­ყა­ნა­ში მი­სი­ას გაგ­ზავ­ნის, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბი გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი უნდა იყოს, მთავ­რო­ბამ კი გა­დამ­წყვე­ტი ცვლი­ლე­ბე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძლი­ე­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში წინსვლას ვერ შეძ­ლებს და ევ­რო­პულ გზა­ზე წინ ვერ წავა.

"გა­სულ თვე­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქვეშ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლა და­ა­დას­ტუ­რა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებ­მა ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის გზას და­ა­შო­რეს, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბებს, რომ ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე იდ­გეს. ჩვენ ყვე­ლას გვინ­და ერთი რამ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ გზას და­უბ­რუნ­დეს და ამას ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­დე­ბა. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­სი­ას გავ­გზავ­ნით, გან­ვი­ხი­ლავთ დარ­ღვე­ვებს და არ­ჩევ­ნე­ბი გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი უნდა იყოს, მთავ­რო­ბამ კი გა­დამ­წყვე­ტი ცვლი­ლე­ბე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. სა­ქარ­თვე­ლო ძლი­ე­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში წინსვლას ვერ შეძ­ლებს და ევ­რო­პულ გზა­ზე წინ ვერ წავა“, - გა­ნა­ცხა­და ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

  • მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნებ­ზე ოდი­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელს მი­იწ­ვევს, რათა მან წევრ ქვეყ­ნებს დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი შე­ფა­სე­ბე­ბი წა­რუდ­გი­ნოს.

"ქარ­თველ ხალ­ხს, მინ­და გა­ვი­მე­ო­რო ის, რაც შარ­შან ვთქვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს: სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კარი ღია დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კურ­სი როცა საქ­მე კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს ეხე­ბა, მათ შო­რის იმას, თუ რო­გორ ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას აშო­რებს“, - აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა" - ჯოზეფ ბორელი

"საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა" - ჯოზეფ ბორელი

"ჩვენ ყველას გვინდა ერთი რამ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს და ამას ძალისხმევა დასჭირდება", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მან ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, რამაც მისივე შეფასებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა. ბორელის თქმით, ევროკავშირი ქვეყანაში მისიას გაგზავნის, რადგან არჩევნები გამოძიებული უნდა იყოს, მთავრობამ კი გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით უნდა განახორციელოს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველო ძლიერი ცვლილებების გარეშე ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს და ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა.

"გასულ თვეში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ მოქმედი ხელისუფლების ქვეშ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირის გზას დააშორეს, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე იდგეს. ჩვენ ყველას გვინდა ერთი რამ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს და ამას ძალისხმევა დასჭირდება. ჩვენ საქართველოში მისიას გავგზავნით, განვიხილავთ დარღვევებს და არჩევნები გამოძიებული უნდა იყოს, მთავრობამ კი გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით უნდა განახორციელოს. საქართველო ძლიერი ცვლილებების გარეშე ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს და ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

  • მისივე თქმით, საქართველოში არჩევნებზე ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მიიწვევს, რათა მან წევრ ქვეყნებს დარღვევების შესახებ საკუთარი შეფასებები წარუდგინოს.

"ქართველ ხალხს, მინდა გავიმეორო ის, რაც შარშან ვთქვი საქართველოში ვიზიტის დროს: საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია დარჩება, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი როცა საქმე კანონის უზენაესობის პატივისცემასა და ფუნდამენტურ პრინციპებს ეხება, მათ შორის იმას, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აშორებს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.