ჯო დი მეიო მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც სახის და ხელების ტრანსპლანტაცია გაიკეთა. ის წლების შემდეგაც კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია, ამჯერად თავისი სიყვარულის ისტორიით.
2018 წელს 20 წლის ჯოს, რომელიც ნიუ-ჯერსიში ცხოვრობდა, ღამის ცვლის შემდეგ საჭესთან ჩაეძინა. მანქანა გზიდან გადავიდა და შეჯახების შედეგად ცეცხლი მოეკიდა. ჯოს გადარჩენა ორი გამვლელის ძალისხმევით მოხერხდა, რომლებმაც ის ძლიერი ხანძრიდან გამოიყვანეს.
ორი თვის განმავლობაში ჯოს მედიკამენტოზურ კომაში ამყოფებდნენ, რის შემდეგაც დაიწყო გამოჯანმრთელების ხანგრძლივი პროცესი. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ექიმებმა შესაფერისი დონორი იპოვეს და ბიჭს სახისა და ხელების ტრანსპლანტაცია გაუკეთეს.
ოპერაცია შემთხვევიდან ორი წლის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში ჩატარდა და 23 საათს გაგრძელდა. წარმატების შანსი მხოლოდ 6%-ს შეადგენდა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა..
ჯესიკა კობი ჯოს ტრაგიკული ამბით შთაგონებული გულშემატკივარი იყო. ბიჭს პირველად Instagram-ზე მესიჯი თავად გაუგზავნა. ყოველდღიური მიმოწერა შეხვედრებითა და შემდეგ ნიშნობით გაგრძელდა.
ჯოს ტრანსპლანტაციის ოპერაცია არა მხოლოდ საოცრებად იქცა მისი ოჯახისთვის, არამედ მედიცინისთვისაც. ის მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც წარმატებით მიიღო დონორის სახე და ხელები.
ამგვარი ოპერაციები ხშირად წარუმატებლად მთავრდება. ჯოს შემთხვევა გამონაკლისია – ის უკვე დამოუკიდებლად მართავს მანქანას.
"ავარიამ მასწავლა, ვინ არიან ჩემი ნამდვილი მეგობრები," – ამბობს ჯო. მიუხედავად ყველაფრისა, ის კვლავ ინარჩუნებს პოზიტიურობას, ხოლო ჯესიკა აღნიშნავს, რომ მომავალი ქმარი მისთვის ძლიერი, კეთილი და დაუჯერებლად მამაცი ადამიანია.
ეს ისტორია შთაგონებად იქცა არამხოლოდ მათთვის, ვინც მსგავს გამოწვევებს ებრძვის, არამედ ყველასთვის, ვინც ცხოვრებისეულ სირთულეებს პოზიტიურად უყურებს.