რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას 9 მაისს მოსკოვში იწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების“ პროექტი "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამავალა, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც 2025 წლის 9 მაისს გაიმართება, მოწვევის ტექსტი გადმოგცეთ“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია“.