ჰოლივუდის ვარსკვლავის ნიკოლ კიდმანის თქმით, ბოლო დროს ხშირად ტირის და ღამით ხშირად ეღვიძება სიკვდილზე ფიქრით. ამ თემაზე მან The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"სიკვდილი. მშობლების დაკარგვა, შვილების აღზრდა, ქორწინება და ყველაფერი, რაც ხელს უწყობს შენს სრულყოფილ ადამიანად ქცევას - ამაზე ყოველთვის მეფიქრება. ასაკის მატებასთან ერთად ასეთ თემებზე სულ უფრო ხშირად ვფიქრობ და ყველაფერი ძალიან სევდიანია", - ამბობს ნიკოლ კიდმანი, რომელიც 57 წლისაა.
მსახიობის თქმით, ის ხშირად ტირის, მაგრამ ცდილობს, რომ "ამას თავი დააღწიოს". ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რის გამო იტირა ბოლოს, რაზეც ნიკოლის პასუხი ასეთი იყო:
"რაც უფორო იზრდები, აცნობიერებ, რომ სულ აქ, შენს შვილებთან ყოფნა გინდა. გსურს, რომ მათ გვერდით იყო, ყველაფერს უყურო..."
ნიკოლმა დედის გარდაცვალების ამბავი იტალიაში, ვენეციის ფესტივალზე ჩასვლიდან რამდენიმე საათში გაიგო.
მსახიობი კინოფესტივალზე ახალ ფილმს, Babygirl-ს წარადგენდა, სადაც საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა, მაგრამ კიდმანის ნაცვლად პრიზი რეჟისორმა ჰალინა რეინმა მიიღო და მსახიობის განცხადება წაიკითხა:
ნახეთ ასევე:
ტირი იმიტომ რომ სიკვდილის გეშინია,(მისი ყველას ეშინია) ტირი იმიტომ, რომ ღმერთის გეშინია , კარგია რომ ტირი, ღმერთმა იცის რა გაუკუღმართებული ცხოვრება გამოიარე და ტირი, ისე ცოდვებზე თუ ტირი ძალიან კარგია, იქნებ უზენაესმა შეგიწყალოს, იქნებ...
Ქალბატონო ქიდმან, თქვენ გეუბნებით(რომელიც არასდროს მოისმენთ ამას), მაგრამ სხვების გასაგონად ვამბობ: იესო ქრისტეშია ის, რაც გაკლიათ და ეძებთ. Იესო ქრისტეში და არა ფარისევლების შექმნილ რელიგიებში. Ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის!