მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიღბიანი ქურდები უინძორის სასახლის ტერიტორიაზე იმ დროს შეიპარნენ, როდესაც პრინც უილიამს, ქეითსა და მათ შვილებს ახლომდებარე კოტეჯში ეძინათ
ნიღბიანი ქურდები უინძორის სასახლის ტერიტორიაზე იმ დროს შეიპარნენ, როდესაც პრინც უილიამს, ქეითსა და მათ შვილებს ახლომდებარე კოტეჯში ეძინათ

ნიღ­ბი­ა­ნი მძარ­ცვე­ლე­ბი უინ­ძო­რის სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­შინ შე­ი­პარ­ნენ, რო­დე­საც პრინც უი­ლი­ამს, ქე­ით­სა და მათ შვი­ლებს - 11 წლის ჯორჯს, 9 წლის შარ­ლო­ტა­სა და 6 წლის ლუის, თა­ვი­ანთ კო­ტე­ჯში მშვი­დად ეძი­ნათ. ეს ინ­ფორ­მა­ცია ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, შემ­თხვე­ვა 13 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და.

ქურ­დე­ბი თით­ქმის 2-მეტ­რი­ან ღო­ბე­ზე გა­დაძ­ვრნენ. შემ­დეგ კი, სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ი­დან მო­პა­რუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით გა­ა­ნად­გუ­რეს უსაფრ­თხო­ე­ბის ჭიშ­კა­რი, ასე­ვე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მან­ქა­ნე­ბი მო­ი­პა­რეს ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე­ვე არ­სე­ბუ­ლი ფა­რე­ხი­დან, ად­გი­ლი კი ასე­ვე მო­პა­რუ­ლი პი­კა­პი­თა და კვად­რო­ციკ­ლით და­ტო­ვეს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც სა­მე­ფო ოჯა­ხი მხო­ლოდ 5 წუ­თის სა­ვალ მან­ძილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

ახლა უკვე დან­გრე­უ­ლი ჭიშ­კა­რი ადე­ლა­ი­დის კო­ტეჯ­თან მდე­ბა­რე ყვე­ლა­ზე ახლო გა­სას­ვლე­ლია და ამ გზით მა­ვალ ოჯახს ხში­რად ხე­და­ვენ.

ამ ცოტა ხნის წინ უინ­ძო­რის სა­სახ­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­სას­ვლე­ლე­ბი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ოფიც­რე­ბი მოხ­სნეს, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი კვლავ იმ­ყო­ფე­ბი­ან და პატ­რუ­ლი­რე­ბენ.

წყა­როს თქმით, ნიღ­ბი­ა­ნი ქურ­დე­ბი "სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ სა­სახ­ლეს".

ამ შემ­თხვე­ვი­სას მეფე ჩარლ­ზი შოტ­ლან­დი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და კა­მი­ლა კი - ინ­დო­ეთ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა მომ­ხდა­რის გამო ჯერ არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

სა­მე­ფო ოჯა­ხი კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლი­დან 2022 წლის ზა­ფხულ­ში გა­და­ვი­და ადე­ლა­ი­დის კო­ტე­ჯში, რო­მე­ლიც უინ­ძო­რის დიდ პარკში მდე­ბა­რე­ობს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ნიღბიანი ქურდები უინძორის სასახლის ტერიტორიაზე იმ დროს შეიპარნენ, როდესაც პრინც უილიამს, ქეითსა და მათ შვილებს ახლომდებარე კოტეჯში ეძინათ

ნიღბიანი ქურდები უინძორის სასახლის ტერიტორიაზე იმ დროს შეიპარნენ, როდესაც პრინც უილიამს, ქეითსა და მათ შვილებს ახლომდებარე კოტეჯში ეძინათ

ნიღბიანი მძარცველები უინძორის სასახლის ტერიტორიაზე მაშინ შეიპარნენ, როდესაც პრინც უილიამს, ქეითსა და მათ შვილებს - 11 წლის ჯორჯს, 9 წლის შარლოტასა და 6 წლის ლუის, თავიანთ კოტეჯში მშვიდად ეძინათ. ეს ინფორმაცია ახლახან გავრცელდა, თუმცა, როგორც ირკვევა, შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა.

ქურდები თითქმის 2-მეტრიან ღობეზე გადაძვრნენ. შემდეგ კი, სასახლის ტერიტორიიდან მოპარული სატვირთო მანქანით გაანადგურეს უსაფრთხოების ჭიშკარი, ასევე სასოფლო-სამეურნეო მანქანები მოიპარეს ამ ტერიტორიაზევე არსებული ფარეხიდან, ადგილი კი ასევე მოპარული პიკაპითა და კვადროციკლით დატოვეს.

მედიის ინფორმაციით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც სამეფო ოჯახი მხოლოდ 5 წუთის სავალ მანძილზე იმყოფებოდა.

ახლა უკვე დანგრეული ჭიშკარი ადელაიდის კოტეჯთან მდებარე ყველაზე ახლო გასასვლელია და ამ გზით მავალ ოჯახს ხშირად ხედავენ.

ამ ცოტა ხნის წინ უინძორის სასახლის საზოგადოებრივი შესასვლელებიდან შეიარაღებული ოფიცრები მოხსნეს, თუმცა, სავარაუდოდ, სასახლის ტერიტორიაზე სამართალდამცავები კვლავ იმყოფებიან და პატრულირებენ.

წყაროს თქმით, ნიღბიანი ქურდები "სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ სასახლეს".

ამ შემთხვევისას მეფე ჩარლზი შოტლანდიაში იმყოფებოდა და კამილა კი - ინდოეთში.

გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მომხდარის გამო ჯერ არავინ დაუკავებიათ.

სამეფო ოჯახი კენსინგტონის სასახლიდან 2022 წლის ზაფხულში გადავიდა ადელაიდის კოტეჯში, რომელიც უინძორის დიდ პარკში მდებარეობს.

წყარო