პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იცით, რატომ არის ბუასილი განვითარებული ქვეყნების დაავადება? - პროქტოლოგი მამუკა გრიგალაშვილი
იცით, რატომ არის ბუასილი განვითარებული ქვეყნების დაავადება? - პროქტოლოგი მამუკა გრიგალაშვილი

იცო­დით, რომ ჰე­მო­რო­ი­დულ და­ა­ვა­დე­ბას ანუ ბუ­ა­სილს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბას უწო­დე­ბენ? ზო­გა­დად, რაც უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა, მით უფრო მა­ღალ დო­ნე­ზეა მე­დი­ცი­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა/გარ­თუ­ლე­ბის რის­კე­ბი და­ბა­ლია. თუმ­ცა ბუ­ა­სი­ლი ცალ­სა­ხად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბაა, რად­გან ის პირ­და­პირ კავ­შირ­შია მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წეს­სა და სწრაფ კვე­ბას­თან, რაც აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებს ახა­სი­ა­თებს.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ქი­რურ­გი, პრო­ქ­ტო­ლო­გი მა­მუ­კა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ და­ა­ვა­დე­ბის სიხ­ში­რის ზრდას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბაც. თუ წლე­ბის წინ და­ა­ვა­დე­ბა ძი­რი­თა­დად 50+ ასაკ­ში იჩენ­და თავს, ახლა ხში­რად თი­ნე­ი­ჯე­რი პა­ცი­ენ­ტე­ბიც კი მი­მარ­თა­ვენ. ბუ­ა­სი­ლი­სა და მისი მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გზე­ბის შე­სა­ხებ მა­მუ­კა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რას მო­ი­ცავს ჰე­მო­რო­უ­დუ­ლი კომ­პლექ­სი და რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს მას?

ჰე­მო­რო­დი­უ­ლი კვან­ძე­ბი მდე­ბა­რე­ობს ანა­ლურ არხში. ჩვე­უ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მათი ფუნ­ქცია არ­ხის ჰერ­მე­ტი­ზა­ცი­აა. ის გვეხ­მა­რე­ბა, რომ არ მოხ­დეს უნებ­ლიე მოქ­მე­დე­ბა დე­ფე­კა­ცი­ის სა­ხით ან არ შეგ­ვა­წუ­ხოს აი­რე­ბის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბამ.

რა მოს­დის ჰე­მო­რო­ი­დულ კვან­ძებს და­ავ­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დროს?

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­კვე­უ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ხარ­ჯზე, მენ­ჯის ღრუ­ში ხდე­ბა წნე­ვის გაზ­რდა, რაც კვან­ძებ­ში სის­ხლის შე­გუ­ბე­ბას იწ­ვევს. შე­გუ­ბე­ბის შე­დე­გად კი კვან­ძი იზ­რდე­ბა მო­ცუ­ლო­ბა­ში და კარ­გავს ელას­ტი­უ­რო­ბას. ამი­ტომ, ის ად­ვი­ლად გა­მა­ვა­ლი ხდე­ბა სის­ხლის­თვის და იწყე­ბა სის­ხლდე­ნა. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პა­ცი­ენ­ტი არ იწყებს მკურ­ნა­ლო­ბას, კვან­ძი კი­დევ უფრო იმა­ტებს ზო­მა­ში და ხდე­ბა მისი გა­რეთ გა­მოს­ვლა ჯერ დე­ფე­კა­ცი­ის, შემ­დეგ კი უკვე სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვის ან უბ­რა­ლოდ სი­ა­რუ­ლის დრო­საც.

რო­გო­რია და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი?

ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი რისკ-ფაქ­ტო­რი გახ­ლავთ არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა, რო­მე­ლიც კუ­ჭის მოქ­მე­დე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ას არ­ღვევს. ამ დროს იმა­ტებს ყაბ­ზო­ბი­სა და დი­ა­რე­ის შემ­თხვე­ვე­ბი, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია კვან­ძის ფუნ­ქცი­ე­ბის დარ­ღვე­ვას­თან.

ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჰე­მო­რო­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბაა. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში სამ­სა­ხუ­რე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა მჯდო­მა­რე ტი­პი­საა და ადა­მი­ა­ნებს ნაკ­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა უწევთ. ეს გახ­ლავთ კვან­ძებ­ში სის­ხლის შე­გუ­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რისკ-ფაქ­ტო­რი.

რისკ-ფაქ­ტო­რე­ბია ჭარ­ბი წონა და სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვა, ასე­ვე, ქა­ლებ­ში - ორ­სუ­ლო­ბა და კა­ცებ­ში - პროს­ტა­ტის ადე­ნო­მა.

ხში­რად კი და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი გახ­ლავთ გე­ნე­ტი­კა.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჰე­მო­რო­ი­დულ­მა და­ა­ვა­დე­ბამ, თუ მას პა­ცი­ენ­ტი დრო­უ­ლად არ მი­აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას? ასე­ვე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დის უნდა მი­მარ­თოს მან ექიმს?

და­ა­ვა­დე­ბის ძი­რი­თა­დი გარ­თუ­ლე­ბა არის სის­ხლდე­ნა. თუ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ხლი­ა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი ხდე­ბა ინ­ტე­სი­უ­რი და ხში­რი (10-15 ჯერ თვე­ში), ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ ახერ­ხებს სის­ხლდე­ნის კომ­პე­სი­რე­ბას და მა­შინ ყა­ლიბ­დე­ბა მე­ო­რა­დი ანე­მია, რაც თა­ვის­თა­ვად არა­ერ­თი პრობ­ლე­მის მი­ზე­ზია.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რომ ბუ­ა­სი­ლი გა­დაგ­ვარ­დეს სიმ­სივ­ნედ არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ პა­ცი­ენ­ტმა მას ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­აქ­ცი­ოს,ის საკ­მა­ოდ შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და პა­ცი­ენ­ტის ფსი­ქო-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტმა ექიმს უნდა მი­მარ­თოს პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე. თვით­მკურ­ნა­ლო­ბა ხში­რად არა­ე­ფექ­ტი­ა­ნია და ამ დროს შე­იძ­ლე­ბა სხვა, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა გა­მორ­ჩეს პა­ცი­ენტს.

რო­გორ ხდე­ბა ბუ­ა­სი­ლის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ხდე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, ხე­ლით გა­სინ­ჯვი­თა და პრო­ქ­ტოს­კო­პით. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ექი­მი ნიშ­ნავს კოლ­ნოს­კო­პი­ას, რომ­ლის დრო­საც ხდე­ბა მთე­ლი მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის სრუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა .

რა შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და რო­დის არის ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა სა­ჭი­რო?

ჰე­მო­რო­დი­ულ და­ა­ვა­დე­ბას 4 სტა­დია აქვს. პირ­ველ და მე­ო­რე სტა­დი­ა­ზე, რო­დე­საც არ ხდე­ბა კვან­ძე­ბის გა­მო­ვარ­დნა, კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ვე­ნო­ტო­ნუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, სან­თლე­ბი­სა და მა­ლა­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ეფექ­ტი­ა­ნია. ხოლო, რო­დე­საც იწყე­ბა კვან­ძე­ბის გა­მო­ვარ­დნა, სა­სურ­ვე­ლია მოხ­დეს ჩა­რე­ვა მცი­რე­ინ­ვა­ზი­უ­რი ან რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დით.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბია და­ნერ­გი­ლი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს პა­ცი­ენტს მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი შევ­თა­ვა­ზოთ. ეს გახ­ლავთ HAL-RAR-ის მე­თო­დი და ლა­ზე­რუ­ლი ჰე­მო­რო­ი­დოპ­ლას­ტი­კა (LHP).

HAL-RAR-ის მე­თო­დი გუ­ლის­ხმობს ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი არ­ტე­რი­ის ლი­გი­რე­ბას. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ეს ნიშ­ნავს მკვე­ბა­ვი სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­დაკ­ვანძვას. შე­დე­გად, აღარ ხდე­ბა კვან­ძე­ბის კვე­ბა და იწყე­ბა მათი გან­ლე­ვა.

ლა­ზე­რუ­ლი ჰე­მო­რო­ი­დოპ­ლას­ტი­კის დროს ხდე­ბა კვან­ძე­ბის ლორ­წქვე­შა მოწ­ვა დი­ო­დუ­რი ლა­ზე­რის დახ­მა­რე­ბით

თი­თო­ე­უ­ლი ეს მე­თო­დი პა­ცი­ენ­ტის­თვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია, რად­გან არ აქვს ღია ჭრი­ლო­ბა.

გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (რო­დე­საც ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი კვან­ძე­ბის გა­მო­ვარ­დნას აქვს მუდ­მი­ვი ხა­სი­ა­თი) მივ­მარ­თავთ ოპე­რა­ცი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით.

რო­გო­რია პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ო­დი?

ტრა­დი­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბი 1.5-2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი მხო­ლოდ 5-7 დღე. სწო­რედ ეს გახ­ლავთ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის ძი­რი­თა­დი უპი­რა­ტე­სო­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი ცხოვ­რე­ბის რე­ჟიმს სრუ­ლად უბ­რუნ­დე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
3

რაც ნაკლებად მიეკარები ექიმებს უკეთესია, მტერი ჩავარდა მაგათ ხელში

დავითი
3

კეთილშობილი ადამიანია და საუკეთესო პროფესიონალი. საკუთარი გამოცდილებით ვადასტურებ

ავტორი:

იცით, რატომ არის ბუასილი განვითარებული ქვეყნების დაავადება? - პროქტოლოგი მამუკა გრიგალაშვილი

იცით, რატომ არის ბუასილი განვითარებული ქვეყნების დაავადება? - პროქტოლოგი მამუკა გრიგალაშვილი

იცოდით, რომ ჰემოროიდულ დაავადებას ანუ ბუასილს განვითარებული ქვეყნების დაავადებას უწოდებენ? ზოგადად, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალ დონეზეა მედიცინა და შესაბამისად, სხვადასხვა დაავადების განვითარება/გართულების რისკები დაბალია. თუმცა ბუასილი ცალსახად განვითარებული ქვეყნების დაავადებაა, რადგან ის პირდაპირ კავშირშია მჯდომარე ცხოვრების წესსა და სწრაფ კვებასთან, რაც აღნიშნულ ქვეყნებს ახასიათებს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ქირურგი, პროქტოლოგი მამუკა გრიგალაშვილი განმარტავს, რომ დაავადების სიხშირის ზრდასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მისი გაახალგაზრდავებაც. თუ წლების წინ დაავადება ძირითადად 50+ ასაკში იჩენდა თავს, ახლა ხშირად თინეიჯერი პაციენტებიც კი მიმართავენ. ბუასილისა და მისი მკურნალობის თანამედროვე გზების შესახებ მამუკა გრიგალაშვილი გვესაუბრება.

რას მოიცავს ჰემოროუდული კომპლექსი და რა დანიშნულება აქვს მას?

ჰემოროდიული კვანძები მდებარეობს ანალურ არხში. ჩვეულებრივ მდგომარეობაში მათი ფუნქცია არხის ჰერმეტიზაციაა. ის გვეხმარება, რომ არ მოხდეს უნებლიე მოქმედება დეფეკაციის სახით ან არ შეგვაწუხოს აირების შეუკავებლობამ.

რა მოსდის ჰემოროიდულ კვანძებს დაავდების განვითარების დროს?

დროთა განმავლობაში, გარკვეული ფაქტორების ზემოქმედების ხარჯზე, მენჯის ღრუში ხდება წნევის გაზრდა, რაც კვანძებში სისხლის შეგუბებას იწვევს. შეგუბების შედეგად კი კვანძი იზრდება მოცულობაში და კარგავს ელასტიურობას. ამიტომ, ის ადვილად გამავალი ხდება სისხლისთვის და იწყება სისხლდენა. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი არ იწყებს მკურნალობას, კვანძი კიდევ უფრო იმატებს ზომაში და ხდება მისი გარეთ გამოსვლა ჯერ დეფეკაციის, შემდეგ კი უკვე სიმძიმეების აწევის ან უბრალოდ სიარულის დროსაც.

როგორია დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები?

ჰემოროიდული დაავადების განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი გახლავთ არაჯანსაღი კვება, რომელიც კუჭის მოქმედების რეგულაციას არღვევს. ამ დროს იმატებს ყაბზობისა და დიარეის შემთხვევები, რაც პირდაპირ კავშირშია კვანძის ფუნქციების დარღვევასთან.

ხშირად აღნიშნავენ, რომ ჰემოროდული დაავადება განვითარებული ქვეყნების დაავადებაა. განვითარებულ ქვეყნებში სამსახურების დიდი უმრავლესობა მჯდომარე ტიპისაა და ადამიანებს ნაკლები ფიზიკური აქტივობა უწევთ. ეს გახლავთ კვანძებში სისხლის შეგუბების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი.

რისკ-ფაქტორებია ჭარბი წონა და სიმძიმეების აწევა, ასევე, ქალებში - ორსულობა და კაცებში - პროსტატის ადენომა.

ხშირად კი დაავადების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახლავთ გენეტიკა.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ჰემოროიდულმა დაავადებამ, თუ მას პაციენტი დროულად არ მიაქცევს ყურადღებას? ასევე, საინტერესოა, როდის უნდა მიმართოს მან ექიმს?

დაავადების ძირითადი გართულება არის სისხლდენა. თუ დროთა განმავლობაში სისხლიანი გამონადენი ხდება ინტესიური და ხშირი (10-15 ჯერ თვეში), ორგანიზმი ვეღარ ახერხებს სისხლდენის კომპესირებას და მაშინ ყალიბდება მეორადი ანემია, რაც თავისთავად არაერთი პრობლემის მიზეზია.

სტატისტიკური მაჩვენებელი რომ ბუასილი გადაგვარდეს სიმსივნედ არ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტმა მას ყურადღება არ უნდა მიაქციოს,ის საკმაოდ შემაწუხებელი დაავადებაა და პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამიტომ პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე. თვითმკურნალობა ხშირად არაეფექტიანია და ამ დროს შეიძლება სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დაავადება გამორჩეს პაციენტს.

როგორ ხდება ბუასილის დიაგნოსტირება?

დიაგნოსტირება ხდება ვიზუალური დათვალიერებით, ხელით გასინჯვითა და პროქტოსკოპით. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი ნიშნავს კოლნოსკოპიას, რომლის დროსაც ხდება მთელი მსხვილი ნაწლავის სრული დათვალიერება .

რა შემთხვევაში ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა და როდის არის ოპერაციის ჩატარება საჭირო?

ჰემოროდიულ დაავადებას 4 სტადია აქვს. პირველ და მეორე სტადიაზე, როდესაც არ ხდება კვანძების გამოვარდნა, კონსერვატიული მკურნალობა ვენოტონური მედიკამენტებით, სანთლებისა და მალამოების საშუალებით ეფექტიანია. ხოლო, როდესაც იწყება კვანძების გამოვარდნა, სასურველია მოხდეს ჩარევა მცირეინვაზიური ან რადიკალური მეთოდით.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებია დანერგილი, რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტს მაქსიმალურად მარტივი გამოსავალი შევთავაზოთ. ეს გახლავთ HAL-RAR-ის მეთოდი და ლაზერული ჰემოროიდოპლასტიკა (LHP).

HAL-RAR-ის მეთოდი გულისხმობს ჰემოროიდული არტერიის ლიგირებას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს მკვებავი სისხლძარღვების გადაკვანძვას. შედეგად, აღარ ხდება კვანძების კვება და იწყება მათი განლევა.

ლაზერული ჰემოროიდოპლასტიკის დროს ხდება კვანძების ლორწქვეშა მოწვა დიოდური ლაზერის დახმარებით

თითოეული ეს მეთოდი პაციენტისთვის ძალიან კომფორტულია, რადგან არ აქვს ღია ჭრილობა.

გართულებული ფორმების შემთხვევაში (როდესაც ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნას აქვს მუდმივი ხასიათი) მივმართავთ ოპერაციულ მკურნალობას ტრადიციული მეთოდით.

როგორია პოსტოპერაციული, სარეაბილიტაციო პერიოდი?

ტრადიციული ოპერაციის შემდეგ, პაციენტისთვის შეზღუდვები 1.5-2 თვის განმავლობაში რჩება, თანამედროვე მეთოდების გამოყენების შემთხვევაში კი მხოლოდ 5-7 დღე. სწორედ ეს გახლავთ თანამედროვე მეთოდების ძირითადი უპირატესობა. რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტი ცხოვრების რეჟიმს სრულად უბრუნდება.

R