Faceამბები
მსოფლიო

30

დეკემბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 10:31-ზე, მთვარე თხის რქას ესტუმრება 08:35-ზე ეს დღე მთვარის კალენდრით ყოველთვის არ დგება. ეს ჰარმონიის, სიყვარულის, მონანიებისა და პატიების დღეა. დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. სიზმრები სასიხარულოდ ცხადდება. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის; სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად; დასვენებისთვის, ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. აკონტროლეთ ემოციები. სასარგებლოა მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები. ნიშნობა და ქორწინება დღეს არ დაგეგმოთ. არ გადატვირთოთ კუჭი, მოერიდეთ ხორცეულს. უარი თქვით სმასა და სიგარეტზე. თმის შეჭრას არ გირჩევთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარვები ისევ გაშლილია, პოლიტიკოსები პროტესტანტებს მიმართავენ -  რა ხდება ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე?
კარვები ისევ გაშლილია, პოლიტიკოსები პროტესტანტებს მიმართავენ -  რა ხდება ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე?

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად ღამე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ გაშ­ლილ კარ­ვებ­ში გა­ა­თე­ნეს და აქამ­დე იქ რჩე­ბი­ან.

protesti

ად­გილ­ზე 20-ზე მეტი კა­რა­ვია გაშ­ლი­ლი, რის გა­მოც გა­და­ად­გი­ლე­ბა ამ დრომ­დე შე­ფერ­ხე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით: მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი, ვა­რა­ზის­ხე­ვი, კე­კე­ლი­ძის ქუჩა და ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი.

opoziciis_liderebi

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე ცე­ცხლი ჰქონ­დათ დან­თე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ნაგ­ვის ურ­ნე­ბი­სა და სკა­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გზა ჰქონ­დათ ჩა­ხერ­გი­ლი.

protesti

მო­მი­ტინ­გე­ებს აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მთე­ლი ღა­მით ამა­რა­გებ­დნენ საკ­ვე­ბით, ცხე­ლი ჩაით, ყა­ვი­თა და თბი­ლი პლე­დე­ბით.

მისი თქმით, წინ ხან­გრძლი­ვი და და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლაა.

nika_gvaramia

"მე­გობ­რე­ბო, წუ­ხან­დე­ლი ღამე შედ­გა, რო­გორც პრო­ტეს­ტის ერთ-ერთი, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღამე ბოლო წლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. კვლავ დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის. არ არის მარ­ტი­ვი ღა­მის­თე­ვა ამ სი­ცი­ვე­ში. ჩვენ გვჭირ­დე­ბა რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­თმა­ნე­თის შეც­ვლა, რომ არ და­ვი­ღა­ლოთ. წინ ხან­გრძლი­ვი და და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლაა. ბრძო­ლა იმის­თვის, რომ და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო. ბრძო­ლა იმის­თვის, რა­საც ჩვენ ამ­დე­ნი წელი, ამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნეა და­უ­ღა­ლა­ვად ვა­კე­თებთ. ჩვენ მივ­დი­ვართ ევ­რო­პა­ში, ამი­ტომ ჯერ მო­ვი­დეთ აქ, ერ­თმა­ნეთს და­ვეხ­მა­როთ. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, რომ მო­ი­ტა­ნეს თბი­ლი სას­მე­ლე­ბი, საჭ­მე­ლი. ყვე­ლა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც ერ­თად დგო­მა და ერ­თმა­ნე­თის გამ­ხნე­ვე­ბაა. გე­ლო­დე­ბით აქ. შე­ვიც­ვლე­ბით. ლი­დე­რე­ბი აქ ვიქ­ნე­ბით, ზო­გი­ერ­თი წავა, ზოგი მოვა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის აქ ვიქ­ნე­ბით და რაც მთა­ვა­რია, ჩვენ მე­გობ­რე­ბო, არ უნდა და­ვი­შა­ლოთ,“ - ასე მი­მარ­თა "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც ღამე კარ­ვებ­ში გა­ა­თე­ნეს.

nika_gvaramia

“ჩვენ გვჯე­რა, დღე­ვან­დე­ლი დღე, დღე­ვან­დე­ლი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი საპ­რო­ტეს­ტო შეკ­რე­ბა იქ­ნე­ბა, ალ­ბათ, ერთ-ერთ ის­ტო­რი­უ­ლი შეკ­რე­ბა, რო­მე­ლიც და­სა­ბა­მი გახ­დე­ბა იმ ინ­ტენ­სი­უ­რი, შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი, მძლავ­რი, მზარ­დი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბი­სა, რო­მე­ლიც დას­რულ­დე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ჩა­მონ­გრე­ვით. ჩვენ უნდა ვარ­ყი­ოთ ის, სა­ნამ არ ჩა­მო­ვან­გრევთ და ქუჩა, გამ­ზი­რი არის ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი ახლა ჩვენს ხელთ და ეს პრო­ცე­სი აღარ შე­ჩერ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა გან­მარ­ჯვე­ბით, იმი­ტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას რო­გორც წარ­სუ­ლის, ასე­ვე, აწ­მყოს და მო­მავ­ლის წი­ნა­შე. ცივა? მერე რა! გაწ­ვიმ­დე­ბა?! მერე რა! აცივ­დე­ბა?! მერე რა! შე­ფერ­ხე­ბა შე­ვუქ­მე­ნით ერ­თმა­ნეთს?! თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი გა­და­ი­კე­ტე­ბა?! გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ იმა­ზე დიდი შე­ფერ­ხე­ბა, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ქმნის, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ვერ ექ­ნე­ბა. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია ახლა გავ­წვალ­დეთ, ახლა შე­ვუქ­მნათ ერ­თმა­ნეთს შე­ფერ­ხე­ბა, ვიდ­რე ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო იყოს სტაგ­ნა­ცი­ა­ში. მა­შა­სა­და­მე, გე­ლო­დე­ბით მე­გობ­რე­ბო, ყვე­ლას ამ ლო­კა­ცი­ა­ზე. გულ­ზე მჯი­ღის ცე­მის დრო წა­ვი­და, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის დრო მო­ვი­და. ამ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის დღე დღეს იყო, მაგ­რამ ეს დღე პირ­ვე­ლი დღეა და არა უკა­ნას­კნე­ლი, “ - ეს კი ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს
ავტორი:

კარვები ისევ გაშლილია, პოლიტიკოსები პროტესტანტებს მიმართავენ -  რა ხდება ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე?

კარვები ისევ გაშლილია, პოლიტიკოსები პროტესტანტებს მიმართავენ -  რა ხდება ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე?

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს და აქამდე იქ რჩებიან.

protesti

ადგილზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

opoziciis_liderebi

აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. ამასთანავე, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებისა და სკამების საშუალებით გზა ჰქონდათ ჩახერგილი.

protesti

მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით ამარაგებდნენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.

მისი თქმით, წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა.

nika_gvaramia

"მეგობრებო, წუხანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში. კვლავ დიდი მადლობა ამისთვის. არ არის მარტივი ღამისთევა ამ სიცივეში. ჩვენ გვჭირდება რაღაცნაირად ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ. წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა. ბრძოლა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო. ბრძოლა იმისთვის, რასაც ჩვენ ამდენი წელი, ამდენი საუკუნეა დაუღალავად ვაკეთებთ. ჩვენ მივდივართ ევროპაში, ამიტომ ჯერ მოვიდეთ აქ, ერთმანეთს დავეხმაროთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ მოიტანეს თბილი სასმელები, საჭმელი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც ერთად დგომა და ერთმანეთის გამხნევებაა. გელოდებით აქ. შევიცვლებით. ლიდერები აქ ვიქნებით, ზოგიერთი წავა, ზოგი მოვა, მაგრამ ყოველთვის აქ ვიქნებით და რაც მთავარია, ჩვენ მეგობრებო, არ უნდა დავიშალოთ,“ - ასე მიმართა "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს.

nika_gvaramia

“ჩვენ გვჯერა, დღევანდელი დღე, დღევანდელი არაორდინალური საპროტესტო შეკრება იქნება, ალბათ, ერთ-ერთ ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით. ჩვენ უნდა ვარყიოთ ის, სანამ არ ჩამოვანგრევთ და ქუჩა, გამზირი არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი ახლა ჩვენს ხელთ და ეს პროცესი აღარ შეჩერდება. ეს პროცესი დასრულდება განმარჯვებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას როგორც წარსულის, ასევე, აწმყოს და მომავლის წინაშე. ცივა? მერე რა! გაწვიმდება?! მერე რა! აცივდება?! მერე რა! შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს?! თბილისის ქუჩები გადაიკეტება?! გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნება. ამიტომ უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში. მაშასადამე, გელოდებით მეგობრებო, ყველას ამ ლოკაციაზე. გულზე მჯიღის ცემის დრო წავიდა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა. ამ ნაბიჯების გადადგმის დღე დღეს იყო, მაგრამ ეს დღე პირველი დღეა და არა უკანასკნელი, “ - ეს კი ნიკა მელიამ განაცხადა.

იხილეთ ასევე:

×
Live: “პალიტრანიუსის” სპეცეთერი