მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, რუსეთს შორი რადიუსის რაკეტებით დაარტყას - რას წერს NYT
ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, რუსეთს შორი რადიუსის რაკეტებით დაარტყას - რას წერს NYT

ბა­ი­დენ­მა უკ­რა­ი­ნას ნება დარ­თო, რუ­სეთს რუ­სეთს შორი მან­ძი­ლის ATACMS-ის სის­ტე­მე­ბით და­არ­ტყას. ამის შე­სა­ხებ NYT წერს.

  • რო­გორც გა­მო­ცე­მა აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა უკ­რა­ი­ნას ნება დარ­თო, გა­მო­ი­ყე­ნონ აშშ-ის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი შორი დის­ტან­ცი­ის რა­კე­ტე­ბი რუ­სე­თის შიდა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

“სა­ვა­რა­უ­დოდ, ია­რა­ღი თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რუ­სე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­სავ­ლეთ რუ­სე­თის კურსკის რე­გი­ონ­ში. თუმ­ცა, ბა­ი­დენ­მა შე­საძ­ლოა, მათ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ნე­ბარ­თვა რუ­სე­თის სხვა წერ­ტი­ლებ­ზეც გას­ცეს,“ - წერს გა­მო­ცე­მა.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არ მო­ე­ლი­ან, რომ ომის კურ­სი ფუნ­და­მენ­ტუ­რად შე­იც­ვლე­ბა, თუმ­ცა მი­ზა­ნი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის­თვის მე­სი­ჯის გაგ­ზავ­ნაა, რომ მათი ჯა­რის­კა­ცე­ბი უსაფრ­თხოდ არ არი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზე­ლენ­სკი აშშ-ის მიერ მი­წო­დე­ბულ შორი რა­დი­უ­სის რა­კე­ტებ­ზე - ATAMCS-ებზე, შე­ზღუდ­ვის მოხ­სნას დიდი ხა­ნია ითხოვ­და.

  • reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვა­შინგტო­ნის პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

ამას­თან, მე­დია, წერს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გამო წყა­რო­ებ­მა დე­ტა­ლე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს. ამას­თან, აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნა გეგ­მავს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი პირ­ვე­ლი შორ მან­ძილ­ზე შე­ტე­ვე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში.

აშშ-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, წყა­რომ გა­მო­ცე­მას გა­ნუ­ცხა­და, რომ ცვლი­ლე­ბა არის რუ­სე­თის ძა­ლებ­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის გან­ლა­გე­ბის პა­სუ­ხი, რა­მაც ვა­შინგტონ­სა და კი­ევ­ში შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

აშშ-ის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნას, რუ­სე­თის სიღ­რმე­ში შორი რა­დი­უ­სის ია­რა­ღით, მათ შო­რის, SCALP-ისა და Stom Shadow-ს რა­კე­ტე­ბით სრო­ლის უფ­ლე­ბა საფ­რან­გეთ­მა და დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მაც მის­ცეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა Le Figaro ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ჯერ კი­დევ სექ­ტემ­ბერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის მიერ, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­სავ­ლუ­რი შორი დის­ტან­ცი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, პირ­და­პირ ნიშ­ნავს ნა­ტოს ჩარ­თვას ომში, რად­გან ATAMCS -ების გა­მო­ყე­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ცია მხო­ლოდ ნა­ტოს ჯა­რის­კა­ცებს აქვთ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, რუსეთს შორი რადიუსის რაკეტებით დაარტყას - რას წერს NYT

ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, რუსეთს შორი რადიუსის რაკეტებით დაარტყას - რას წერს NYT

ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, რუსეთს რუსეთს შორი მანძილის ATACMS-ის სისტემებით დაარტყას. ამის შესახებ NYT წერს.

  • როგორც გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, გამოიყენონ აშშ-ის მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტები რუსეთის შიდა ტერიტორიებზე.

“სავარაუდოდ, იარაღი თავდაპირველად გამოყენებული იქნება რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ დასავლეთ რუსეთის კურსკის რეგიონში. თუმცა, ბაიდენმა შესაძლოა, მათ გამოყენებაზე ნებართვა რუსეთის სხვა წერტილებზეც გასცეს,“ - წერს გამოცემა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილებით, მაღალჩინოსნები არ მოელიან, რომ ომის კურსი ფუნდამენტურად შეიცვლება, თუმცა მიზანი ჩრდილოეთ კორეისთვის მესიჯის გაგზავნაა, რომ მათი ჯარისკაცები უსაფრთხოდ არ არიან.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკი აშშ-ის მიერ მიწოდებულ შორი რადიუსის რაკეტებზე - ATAMCS-ებზე, შეზღუდვის მოხსნას დიდი ხანია ითხოვდა.

  • reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ვაშინგტონის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს.

ამასთან, მედია, წერს, რომ უსაფრთხოების გამო წყაროებმა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. ამასთან, აღინიშნება, რომ უკრაინა გეგმავს განახორციელოს თავისი პირველი შორ მანძილზე შეტევები უახლოეს დღეებში.

აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ცვლილება არის რუსეთის ძალებში ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ჯარების განლაგების პასუხი, რამაც ვაშინგტონსა და კიევში შეშფოთება გამოიწვია.

აშშ-ის შემდეგ, უკრაინას, რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის იარაღით, მათ შორის, SCALP-ისა და Stom Shadow-ს რაკეტებით სროლის უფლება საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც მისცეს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინის მიერ, რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური შორი დისტანციური იარაღის გამოყენება, პირდაპირ ნიშნავს ნატოს ჩართვას ომში, რადგან ATAMCS -ების გამოყენების კომპეტენცია მხოლოდ ნატოს ჯარისკაცებს აქვთ.

იხილეთ ასევე: