მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“პირადი ნომრების და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით იმდენი ხმის მობილიზაცია ხდებოდა, რამდენიც ხელისუფლებას გამარჯვებისთვის სჭირდებოდა“ - ნინო ლომჯარია
“პირადი ნომრების და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით იმდენი ხმის მობილიზაცია ხდებოდა, რამდენიც ხელისუფლებას გამარჯვებისთვის სჭირდებოდა“ - ნინო ლომჯარია

“[არ­ჩევ­ნე­ბის დღეს] სხვა­დას­ხვა პი­რა­დი ნომ­რე­ბის და ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით იმ­დე­ნი ხმის მო­ბი­ლი­ზა­ცია ხდე­ბო­და, რამ­დე­ნიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­მარ­ჯვე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და“, - ამის შე­სა­ხებ “სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ორ­ბი­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ყო­ფილ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­მართ არა­ნა­ი­რი ნდო­ბა არ არ­სე­ბობს.

რო­გორც ლომ­ჯა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, არ­ჩევ­ნე­ბი­დან 3 კვი­რის თავ­ზე არ­ცერთ ფაქ­ტზე არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა - არც ძა­ლა­დო­ბა­ზე, არც გა­ყალ­ბე­ბა­ზე, არც პი­რა­დი მოწ­მო­ბე­ბის წარ­თმე­ვა­ზე, არც მოს­ყიდ­ვა­ზე და ნე­ბის კონ­ტროლ­ზე.

“სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­მართ არა­ნა­ი­რი ნდო­ბა არ არ­სე­ბობს, იმი­ტომ რომ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე ჩვენ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი. არ­ჩევ­ნე­ბის დღეს მთე­ლი დღე კეთ­დე­ბო­და გან­ცხა­დე­ბე­ბი და კონ­კრე­ტულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­ზე ვსა­უბ­რობთ, უკვე მე­სა­მე კვი­რაა. მე­სა­მე კვი­რა გა­ვი­და არ­ჩევ­ნე­ბი­დან და არ­ცერთ ამ ფაქ­ტზე არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა - არც ძა­ლა­დო­ბა­ზე, არც გა­ყალ­ბე­ბა­ზე, არც პი­რა­დი მოწ­მო­ბე­ბის წარ­თმე­ვა­ზე, არც მოს­ყიდ­ვა­ზე, ნე­ბის კონ­ტროლ­ზე. აში­ნებ­დნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

სხვა­თა შო­რის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა კეთ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრი­დან და ნამ­დვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია, მათ შო­რის ნო­დარ მე­ლა­ძის გუნ­დის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი [რე­პორ­ტა­ჟე­ბი]. ამ რე­პორ­ტა­ჟე­ბით ჩვენ ვი­ზუ­ა­ლუ­რად ვხე­დავთ იმ ადა­მი­ა­ნებს და ფაქ­ტებს, რა­ზეც სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­უბ­რობ­დნენ. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის და სხვა ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აში­ნებ­დნენ სხვა­დას­ხვა ამომ­რჩე­ველს, აკონ­ტრო­ლებ­დნენ მათი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვას. ნა­წილს სახ­ლში ტო­ვებ­დნენ პი­რა­დო­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით, მუ­ქა­რით და ა.შ.

სხვა­დას­ხვა პი­რა­დი ნომ­რე­ბის და ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით იმ­დე­ნი ხმის მო­ბი­ლი­ზა­ცია ხდე­ბო­და, რამ­დე­ნიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­მარ­ჯვე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და. ისი­ნი ქოლ-ცენ­ტრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ამოწ­მებ­დნენ ამას და შე­სა­ბა­მი­სად, იგეგ­მე­ბო­და გა­ყალ­ბე­ბის მას­შტა­ბიც“, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

“პირადი ნომრების და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით იმდენი ხმის მობილიზაცია ხდებოდა, რამდენიც ხელისუფლებას გამარჯვებისთვის სჭირდებოდა“ - ნინო ლომჯარია

“პირადი ნომრების და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით იმდენი ხმის მობილიზაცია ხდებოდა, რამდენიც ხელისუფლებას გამარჯვებისთვის სჭირდებოდა“ - ნინო ლომჯარია

“[არჩევნების დღეს] სხვადასხვა პირადი ნომრების და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით იმდენი ხმის მობილიზაცია ხდებოდა, რამდენიც ხელისუფლებას გამარჯვებისთვის სჭირდებოდა“, - ამის შესახებ “საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არანაირი ნდობა არ არსებობს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, არჩევნებიდან 3 კვირის თავზე არცერთ ფაქტზე არავინ დაინტერესებულა - არც ძალადობაზე, არც გაყალბებაზე, არც პირადი მოწმობების წართმევაზე, არც მოსყიდვაზე და ნების კონტროლზე.

“სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არანაირი ნდობა არ არსებობს, იმიტომ რომ დანაშაულებზე ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში დავიწყეთ საუბარი. არჩევნების დღეს მთელი დღე კეთდებოდა განცხადებები და კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებზე ვსაუბრობთ, უკვე მესამე კვირაა. მესამე კვირა გავიდა არჩევნებიდან და არცერთ ამ ფაქტზე არავინ დაინტერესებულა - არც ძალადობაზე, არც გაყალბებაზე, არც პირადი მოწმობების წართმევაზე, არც მოსყიდვაზე, ნების კონტროლზე. აშინებდნენ და ემუქრებოდნენ.

სხვათა შორის არაჩვეულებრივი საგამოძიებო ჟურნალისტიკა კეთდება სხვადასხვა მედიასაშუალებების მხრიდან და ნამდვილად დასაფასებელია, მათ შორის ნოდარ მელაძის გუნდის მიერ გაკეთებული [რეპორტაჟები]. ამ რეპორტაჟებით ჩვენ ვიზუალურად ვხედავთ იმ ადამიანებს და ფაქტებს, რაზეც სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობდნენ. საუბარი იყო იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის, სამართალდამცავი ორგანოების და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით აშინებდნენ სხვადასხვა ამომრჩეველს, აკონტროლებდნენ მათი ნების გამოხატვას. ნაწილს სახლში ტოვებდნენ პირადობების ჩამორთმევით, მუქარით და ა.შ.

სხვადასხვა პირადი ნომრების და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით იმდენი ხმის მობილიზაცია ხდებოდა, რამდენიც ხელისუფლებას გამარჯვებისთვის სჭირდებოდა. ისინი ქოლ-ცენტრების საშუალებით ამოწმებდნენ ამას და შესაბამისად, იგეგმებოდა გაყალბების მასშტაბიც“, - განაცხადა ლომჯარიამ.