სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ ვაპირებთ დავთმოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფო ინტერესების ერთგული, არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს!“ - სტუდენტებმა აქციაზე მანიფესტი გააჟღერეს
“არ ვაპირებთ დავთმოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფო ინტერესების ერთგული, არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს!“ - სტუდენტებმა აქციაზე მანიფესტი გააჟღერეს

სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წილ­მა მა­ნი­ფეს­ტი გა­აჟ­ღე­რეს, რი­თაც ისი­ნი 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს არა­ლე­გი­ტი­მურს უწო­დე­ბენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

  • მა­ნი­ფეს­ტის თა­ნახ­მად, ისი­ნი ლე­გი­ტი­მუ­რად არ ცნო­ბენ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­კომ­პლექ­ტე­ბულ პარ­ლა­მენტს.

“სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტე­ბი ვუ­ერ­თდე­ბით სა­ერ­თო სა­ხალ­ხო პრო­ტესტს და ვგმობთ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის სის­ტე­მურ გა­ყალ­ბე­ბას, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებს და მნიშ­ვნე­ლო­ვან დარ­ტყმას აყე­ნებს სა­ხელ­მწი­ფო კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ინ­ტე­რე­სებ­სა და რე­პუ­ტა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უხე­ში ჩა­რე­ვის ფაქ­ტე­ბი: დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და შერ­ჩე­ვი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცეს­ში და სწავ­ლე­ბის ნა­წილ­ში ცენ­ზუ­რის და­წე­სე­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ზე თავ­დას­ხმად გვე­სა­ხე­ბა, ხოლო “რუ­სუ­ლი” და ცენ­ზუ­რის დამ­წე­სე­ბე­ლი კა­ნო­ნე­ბი­სა და სხვა უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის შემ­ლა­ხა­ვი რეპ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ფონ­ზე, არ­ჩევ­ნე­ბის სის­ტე­მუ­რი გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტი ცხად­ყოფს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხრი­დან სა­ხელ­მწი­ფოს მი­ტა­ცე­ბის უხე­ში მცდე­ლო­ბას.

ხა­რის­ხი­ა­ნი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა ჩვე­ნი უფ­ლე­ბაა, სა­ხელ­მწი­ფო კი ეკუთ­ვნის ხალ­ხს და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა მი­ით­ვი­სოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. თუ ხე­ლი­სუ­ფა­ლი არ პა­სუ­ხობს ჩვენს ნე­ბას, ჩვენ გვაქვს კონ­სტი­ტუ­ცი­ით მო­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, პრო­ტეს­ტის გზით შევ­ცვა­ლოთ ის.

სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტე­ბი, ვი­აზ­რებთ რა ჩვენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სამ­შობ­ლო­სა და ერის წი­ნა­შე, ვაგ­რძე­ლებთ ჯერ კი­დევ ჩვე­ნამ­დე და­წყე­ბულ ბრძო­ლას თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის.

ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­კე­თე­ბუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის ირ­ჩევ­და და ირ­ჩევს ევ­რო­პას, წინსვლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ ამ არ­ჩე­ვა­ნის ერ­თგუ­ლე­ბას ვამ­ტკი­ცებთ. მხარს ვუ­ჭერთ პრო­ტეს­ტის ყვე­ლა არა­ძა­ლა­დობ­რივ ფორ­მას და მო­გი­წო­დებთ სტუ­დენ­ტებს ერ­თო­ბის­კენ, რად­გან ძალა, რო­მელ­საც სა­სურ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია, ძალა, რო­მელ­საც ღირ­სე­უ­ლი სის­ტე­მის შექ­მნა შე­უძ­ლია სწო­რედ ჩვენ­შია.

ჩვენ არ ვა­პი­რებთ, დავ­თმოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტე­ბი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვრჩე­ბით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის ერ­თგუ­ლი. არ ვცნობთ ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს და ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­კომ­პლექ­ტე­ბულ პარ­ლა­მენტს ლე­გი­ტი­მუ­რად და მზად ვართ, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლოთ ჩვე­ნი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის!

გვახ­სოვ­დეს, ძალა ერ­თო­ბა­შია და გა­მარ­ჯვე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია!

ვიბ­რძვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის!”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტუ­დენ­ტე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ მა­ნი­ფეს­ტში.

მა­ნი­ფესტს ხელს აწე­რენ: ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, GIPA-ს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

“არ ვაპირებთ დავთმოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფო ინტერესების ერთგული, არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს!“ - სტუდენტებმა აქციაზე მანიფესტი გააჟღერეს

“არ ვაპირებთ დავთმოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფო ინტერესების ერთგული, არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს!“ - სტუდენტებმა აქციაზე მანიფესტი გააჟღერეს

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა მანიფესტი გააჟღერეს, რითაც ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ და საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

  • მანიფესტის თანახმად, ისინი ლეგიტიმურად არ ცნობენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესაბამისად დაკომპლექტებულ პარლამენტს.

“საქართველოს სტუდენტები ვუერთდებით საერთო სახალხო პროტესტს და ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების სისტემურ გაყალბებას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სახელმწიფო კონსტიტუციას, ინტერესებსა და რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე.

განათლების საკითხებში ხელისუფლების უხეში ჩარევის ფაქტები: დისკრიმინაციული და შერჩევითი გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესში და სწავლების ნაწილში ცენზურის დაწესება განათლებაზე თავდასხმად გვესახება, ხოლო “რუსული” და ცენზურის დამწესებელი კანონებისა და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შემლახავი რეპრესიული ქმედებების ფონზე, არჩევნების სისტემური გაყალბების ფაქტი ცხადყოფს “ქართული ოცნების” მხრიდან სახელმწიფოს მიტაცების უხეში მცდელობას.

ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლება ჩვენი უფლებაა, სახელმწიფო კი ეკუთვნის ხალხს და არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. თუ ხელისუფალი არ პასუხობს ჩვენს ნებას, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, პროტესტის გზით შევცვალოთ ის.

საქართველოს სტუდენტები, ვიაზრებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოსა და ერის წინაშე, ვაგრძელებთ ჯერ კიდევ ჩვენამდე დაწყებულ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

ისტორიული არჩევანი გაკეთებულია, საქართველო ყოველთვის ირჩევდა და ირჩევს ევროპას, წინსვლასა და განვითარებას. ჩვენ ამ არჩევანის ერთგულებას ვამტკიცებთ. მხარს ვუჭერთ პროტესტის ყველა არაძალადობრივ ფორმას და მოგიწოდებთ სტუდენტებს ერთობისკენ, რადგან ძალა, რომელსაც სასურველი ცვლილების მოტანა შეუძლია, ძალა, რომელსაც ღირსეული სისტემის შექმნა შეუძლია სწორედ ჩვენშია.

ჩვენ არ ვაპირებთ, დავთმოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. საქართველოს სტუდენტები, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფო ინტერესების ერთგული. არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და ამ არჩევნების შედეგების შესაბამისად დაკომპლექტებულ პარლამენტს ლეგიტიმურად და მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის!

გვახსოვდეს, ძალა ერთობაშია და გამარჯვება გარდაუვალია!

ვიბრძვით თავისუფლებისთვის!”, - აღნიშნულია სტუდენტების მიერ გაჟღერებულ მანიფესტში.

მანიფესტს ხელს აწერენ: ილიას უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, GIPA-ს უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

იხილეთ ასევე: