მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოცდებში ჩაჭრის შემდეგ, სტუდენტი კოლეჯში მყოფებს თავს დაესხა - მოკლულია 8, არიან დაჭრილებიც: მომხდარის დეტალები
გამოცდებში ჩაჭრის შემდეგ, სტუდენტი კოლეჯში მყოფებს თავს დაესხა - მოკლულია 8, არიან დაჭრილებიც: მომხდარის დეტალები

21 წლის ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტი ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უსის პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯში შე­იჭ­რა და რვა ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, 17 კი დაჭ­რა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია იტყო­ბი­ნე­ბა, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სტუ­დენ­ტებს და­ნით და­ეს­ხა თავს.

ცივი ია­რა­ღით თავ­დას­ხმა უსის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯში მოხ­და.

  • პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, 21 წლის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მელ­მაც სტუ­დენ­ტებ­ზე თავ­დას­ხმა უკვე აღი­ა­რა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს.

თავ­დამ­სხმე­ლი, გვა­რად შუ, გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­ში ჩა­იჭ­რა და ვე­ღარ შეძ­ლო სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბა. ის აგ­რეთ­ვე გა­ნიც­დი­და იმას, რომ მისი სტა­ჟი­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლი იყო. წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რედ ეს იმედ­გაც­რუ­ე­ბა გახ­და თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი.

და­სავ­ლურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თავ­დას­ხმის შემ­დგომ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი გავ­რცელ­და, სა­დაც ქუ­ჩა­ში მწო­ლი­ა­რე და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი და მათ­თან და­სახ­მა­რებ­ლად მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­ნან. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ ქსელ Weibo-ზე, სა­დაც თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი არც კი იძებ­ნე­ბა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გამოცდებში ჩაჭრის შემდეგ, სტუდენტი კოლეჯში მყოფებს თავს დაესხა - მოკლულია 8, არიან დაჭრილებიც: მომხდარის დეტალები

გამოცდებში ჩაჭრის შემდეგ, სტუდენტი კოლეჯში მყოფებს თავს დაესხა - მოკლულია 8, არიან დაჭრილებიც: მომხდარის დეტალები

21 წლის ყოფილი სტუდენტი ჩინეთის ქალაქ უსის პროფესიულ კოლეჯში შეიჭრა და რვა ადამიანი მოკლა, 17 კი დაჭრა. როგორც ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, ეჭვმიტანილი სტუდენტებს დანით დაესხა თავს.

ცივი იარაღით თავდასხმა უსის ხელოვნებისა და ტექნოლოგიების პროფესიულ კოლეჯში მოხდა.

  • პოლიციის ცნობით, 21 წლის ეჭვმიტანილი, რომელმაც სტუდენტებზე თავდასხმა უკვე აღიარა, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

თავდამსხმელი, გვარად შუ, გამოსაშვებ გამოცდებში ჩაიჭრა და ვეღარ შეძლო სასწავლებლის დამთავრება. ის აგრეთვე განიცდიდა იმას, რომ მისი სტაჟირების ანაზღაურება საკმაოდ დაბალი იყო. წინასწარი გამოძიების მიხედვით, სწორედ ეს იმედგაცრუება გახდა თავდასხმის მიზეზი.

დასავლურ სოციალურ ქსელებში თავდასხმის შემდგომ გადაღებული ვიდეოები გავრცელდა, სადაც ქუჩაში მწოლიარე დაშავებულები და მათთან დასახმარებლად მისული ადამიანები ჩანან. განსხვავებული სიტუაციაა ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე, სადაც თავდასხმასთან დაკავშირებული ვიდეოები არც კი იძებნება.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა