პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეორე ტაიმი ჩემი აქ მუშაობის პერიოდში საუკეთესო იყო" - რა თქვა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ, რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და ვინ იყო მინდორზე საუკეთესო?
"მეორე ტაიმი ჩემი აქ მუშაობის პერიოდში საუკეთესო იყო" - რა თქვა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ, რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და ვინ იყო მინდორზე საუკეთესო?

ერთა ლი­გის მე­ხუ­თე ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა უკ­რა­ი­ნას უმას­პინ­ძლა. მატ­ჩი ფრედ, ან­გა­რი­შით 1:1 დას­რულ­და. მატ­ჩი ბა­თუ­მის "აჭა­რა­ბეთ არე­ნა­ზე" გა­ი­მარ­თა.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ქარ­თვე­ლე­ბის შე­ტე­ვით და­ი­წყო. ჯერ ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის დარ­ტყმუ­ლი მო­ი­გე­რია მცველ­მა, შემ­დეგ კი "კვა­რას" სა­ჯა­რი­მოს გა­რე­დან გას­რო­ლი­ლი ბურ­თი გა­ჭირ­ვე­ბით მო­ი­გე­რია მე­კა­რემ. სამ­წუ­ხა­როდ, ამ შე­ტე­ვე­ბის შემ­დეგ გოლი ჩვენს კარ­ში გა­ვი­და. სწრა­ფი კონ­ტრშე­ტე­ვი­სას, მე-7 წუთ­ზე, მუდ­რი­კის ჩვენს სა­ჯა­რი­მო­ში ჩა­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თის მო­გე­რი­ე­ბა კვირ­კვე­ლი­ამ სცა­და, თუმ­ცა ბურ­თი მა­მარ­დაშ­ვი­ლის კა­რის ბა­დე­ში გა­ეხ­ვა.

მთე­ლი ტა­ი­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბი უტევ­დნენ, თუმ­ცა პირ­ველ ტა­იმ­ში გო­ლის გა­ტა­ნა ვერ შეძ­ლეს. სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 0:1 დათ­მო.

მე­ო­რე ტა­ი­მი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ცვლი­ლე­ბით და­ი­წყო - გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის ნაც­ვლად მო­ე­დან­ზე ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი შე­ვი­და და პირ­ვე­ლი­ვე წუთ­ზე, "კვა­რას" კარ­გი თა­მა­ში­სა და პა­სის შემ­დეგ, გო­ლამ­დე ზუ­რი­კოს სულ ცოტა და­აკ­ლდა. 23-ე წუთ­ზე კი უკვე კვა­რა­ცხე­ლი­ას შო­რე­უ­ლი, ულა­მა­ზე­სი დარ­ტყმის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნელ­თა კარი ხა­რი­ხამ იხ­სნა. გო­ლის გა­ტა­ნის შან­სი უკ­რა­ი­ნე­ლებ­საც ჰქონ­დათ, თუმ­ცა მა­მარ­დაშ­ვი­ლი უშეც­დო­მოდ თა­მა­შობ­და. 67-ე წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში სამ­მა­გი ცვლი­ლე­ბა მოხ­და ზივ­ზი­ვა­ძის, შენ­გე­ლი­ა­სა და კვირ­კვე­ლი­ას ნაც­ვლად, მი­ქა­უ­ტა­ძე, გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი და წი­ტა­იშ­ვი­ლი გა­მო­ვიდ­ნენ.

  • ამის შემ­დეგ ჩვე­ნე­ბის თა­მა­ში გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფი და აქ­ტი­უ­რი გახ­და, რაც ლო­გი­კუ­რად დას­რულ­და 76 წუთ­ზე უკ­რა­ი­ნელ­თა კარ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლით.

ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის კარ­გი თა­მა­შის შემ­დეგ, მისი თა­ვუ­რი დარ­ტყმა მე­ტო­ქემ მო­ი­გე­რია, რის მე­რეც ბურთთან მი­ქა­უ­ტა­ძე გაჩ­ნდა და გო­ლიც გა­ი­ტა­ნა.

თა­მა­შის მი­წუ­რულს, და­მა­ტე­ბით დრო­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა სა­ხი­ფა­თოდ შე­უ­ტი­ეს მა­მარ­დაშ­ვილს კარს, მაგ­რამ ჩვე­ნი მე­კა­რის ზუს­ტი და თავ­გან­წი­რუ­ლი თა­მა­შის შე­დე­გად გოლს გა­დავ­რჩით. გი­ორ­გი ზე­დი­ზედ, ახ­ლო­დან დარ­ტყმუ­ლი ბურ­თე­ბი მო­ი­გე­რია.

  • რა თქვა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ოლ­მა მატ­ჩის შემ­დეგ?

"თა­მა­ში კარ­გად და­ვი­წყეთ, მაგ­რამ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის შემ­დეგ გაგ­ვი­ჭირ­და. მე­ო­რე ტა­ი­მი ჩემი აქ მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იყო. შეც­ვლა­ზე შე­სუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი კარ­გად ჩა­ერ­თნენ, ეს იმას ადას­ტუ­რებს, რომ მენ­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. რაც არ მო­მე­წო­ნა, პრობ­ლე­მა მო­მენ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის ნა­წილ­ში გახ­ლდათ.

მე­ტო­ქის გოლი გუნ­დმა მძი­მედ მი­ი­ღო და მის­გან გა­მო­სას­ვლე­ლად შეს­ვე­ნე­ბა დაგ­ვჭირ­და. ზუ­რი­კო ჩაკ­ვე­ტა­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­თა­მა­შეა. მას დაც­ვა და ფლან­გი უნდა გა­ე­წე­ლა და ასეც მო­იქ­ცა. კვირ­კვე­ლია გა­მოც­დი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, ის ერთ შანსს კი­დევ იმ­სა­ხუ­რებ­და და მი­ი­ღო კი­დეც... გეგ­მა მქონ­და, გოგ­ლი­ჩი­ძეს უნდა ეთა­მა­შა, რაც სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა.

ერთა ლიგა შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პი­ცაა და რო­ტა­ცია მისი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. სულ რა­ღაც 5 წლის წინ D ლი­გა­ში ვი­ყა­ვით, ახლა A-ში და­წი­ნა­უ­რე­ბას ვცდი­ლობთ. შრო­მას შე­დე­გი ყო­ველ­თვის მო­აქვს".

  • რო­გო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა უკ­რა­ი­ნას­თან მატჩში?

Whoscored: მა­მარ­დაშ­ვი­ლი 7.0, კა­კა­ბა­ძე 7.3, კა­შია 6.7, კვირ­კვე­ლია 5.6, ლო­ჩოშ­ვი­ლი 6.7, შენ­გე­ლია 6.1, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი 6.3, კი­ტე­იშ­ვი­ლი 6.8, ჩაკ­ვე­ტა­ძე 6.1, კვა­რა­ცხე­ლია 7.9, ზივ­ზი­ვა­ძე 6.2, მი­ქა­უ­ტა­ძე 6.9, გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი 6.2, და­ვი­თაშ­ვი­ლი 6.1, წი­ტა­იშ­ვი­ლი 6.7

Sofascore: მა­მარ­დაშ­ვი­ლი 7.1, კა­კა­ბა­ძე 7.2, კა­შია 7.0, კვირ­კვე­ლია 6.6, ლო­ჩოშ­ვი­ლი 6.9, შენ­გე­ლია 6.6, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი 6.9, კი­ტე­იშ­ვი­ლი 7.0, ჩაკ­ვე­ტა­ძე 6.5, კვა­რა­ცხე­ლია 8.4, ზივ­ზი­ვა­ძე 6.7, მი­ქა­უ­ტა­ძე 7.3, გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი 6.5, წი­ტა­იშ­ვი­ლი 7.1, და­ვი­თაშ­ვი­ლი 6.4

Flashscore: მა­მარ­დაშ­ვი­ლი 6.7, კა­კა­ბა­ძე 7.4, კა­შია 7.1, კვირ­კვე­ლია 6.4, ლო­ჩოშ­ვი­ლი 7.1, შენ­გე­ლია 6.9, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი 7.8, კი­ტე­იშ­ვი­ლი 7.1, ჩაკ­ვე­ტა­ძე 6.7, კვა­რა­ცხე­ლია 7.8, ზივ­ზი­ვა­ძე 6.8, მი­ქა­უ­ტა­ძე, 7.6, გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი 6.2, წი­ტა­იშ­ვი­ლი 7.3, და­ვი­თაშ­ვი­ლი 6.3

ნა­ხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nk
2

ძალიან მინდა ჩვენი გუნდი მუდამ იგებდეს, მაგრამ ამ ბოლო დროს ნიჩია სანატრელი გაგვიხდა

ფეოლა
19

დაგეგმილი იყო რომ უკრაინას არ უნდა წაეგო. პოლონეთში დავუწექით მაგრამ აქ აღარ გამოდიოდა, მთლად გავფარჩაკდებოდით. ისინი შეძლებდნენ თუ ვერა გოლის გატანას, ცოტა სანერვიულო იყო და ამიტომაც კვირკველია გაწირეს ან თვითონ აიღო თავითავზე ცოდვა. სამაგიეროდ გაიმარჯვა "მეგობრობამ". და ისედაც გათოთხარებულ უკრაინას ასეთი "სპორტული@ საჩუქარი გავუკეთეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მეორე ტაიმი ჩემი აქ მუშაობის პერიოდში საუკეთესო იყო" - რა თქვა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ, რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და ვინ იყო მინდორზე საუკეთესო?

"მეორე ტაიმი ჩემი აქ მუშაობის პერიოდში საუკეთესო იყო" - რა თქვა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ, რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და ვინ იყო მინდორზე საუკეთესო?

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩი ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" გაიმართა.

პირველი ტაიმი ქართველების შეტევით დაიწყო. ჯერ ბუდუ ზივზივაძის დარტყმული მოიგერია მცველმა, შემდეგ კი "კვარას" საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი გაჭირვებით მოიგერია მეკარემ. სამწუხაროდ, ამ შეტევების შემდეგ გოლი ჩვენს კარში გავიდა. სწრაფი კონტრშეტევისას, მე-7 წუთზე, მუდრიკის ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის მოგერიება კვირკველიამ სცადა, თუმცა ბურთი მამარდაშვილის კარის ბადეში გაეხვა.

მთელი ტაიმის განმავლობაში ქართველები უტევდნენ, თუმცა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 0:1 დათმო.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ცვლილებით დაიწყო - გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად მოედანზე ზურიკო დავითაშვილი შევიდა და პირველივე წუთზე, "კვარას" კარგი თამაშისა და პასის შემდეგ, გოლამდე ზურიკოს სულ ცოტა დააკლდა. 23-ე წუთზე კი უკვე კვარაცხელიას შორეული, ულამაზესი დარტყმის შემდეგ უკრაინელთა კარი ხარიხამ იხსნა. გოლის გატანის შანსი უკრაინელებსაც ჰქონდათ, თუმცა მამარდაშვილი უშეცდომოდ თამაშობდა. 67-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში სამმაგი ცვლილება მოხდა ზივზივაძის, შენგელიასა და კვირკველიას ნაცვლად, მიქაუტაძე, გოჩოლეიშვილი და წიტაიშვილი გამოვიდნენ.

  • ამის შემდეგ ჩვენების თამაში გაცილებით სწრაფი და აქტიური გახდა, რაც ლოგიკურად დასრულდა 76 წუთზე უკრაინელთა კარში გატანილი გოლით.

ქოჩორაშვილის კარგი თამაშის შემდეგ, მისი თავური დარტყმა მეტოქემ მოიგერია, რის მერეც ბურთთან მიქაუტაძე გაჩნდა და გოლიც გაიტანა.

თამაშის მიწურულს, დამატებით დროში უკრაინელებმა სახიფათოდ შეუტიეს მამარდაშვილს კარს, მაგრამ ჩვენი მეკარის ზუსტი და თავგანწირული თამაშის შედეგად გოლს გადავრჩით. გიორგი ზედიზედ, ახლოდან დარტყმული ბურთები მოიგერია.

  • რა თქვა ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ?

"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შეცდომის დაშვების შემდეგ გაგვიჭირდა. მეორე ტაიმი ჩემი აქ მუშაობის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები კარგად ჩაერთნენ, ეს იმას ადასტურებს, რომ მენტალურად ყველაფერი რიგზეა. რაც არ მომეწონა, პრობლემა მომენტების რეალიზების ნაწილში გახლდათ.

მეტოქის გოლი გუნდმა მძიმედ მიიღო და მისგან გამოსასვლელად შესვენება დაგვჭირდა. ზურიკო ჩაკვეტაძისგან განსხვავებული მოთამაშეა. მას დაცვა და ფლანგი უნდა გაეწელა და ასეც მოიქცა. კვირკველია გამოცდილი ფეხბურთელია, ის ერთ შანსს კიდევ იმსახურებდა და მიიღო კიდეც... გეგმა მქონდა, გოგლიჩიძეს უნდა ეთამაშა, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ერთა ლიგა შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი ეტაპიცაა და როტაცია მისი შემადგენელი ნაწილია. სულ რაღაც 5 წლის წინ D ლიგაში ვიყავით, ახლა A-ში დაწინაურებას ვცდილობთ. შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს".

  • როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?

Whoscored: მამარდაშვილი 7.0, კაკაბაძე 7.3, კაშია 6.7, კვირკველია 5.6, ლოჩოშვილი 6.7, შენგელია 6.1, ქოჩორაშვილი 6.3, კიტეიშვილი 6.8, ჩაკვეტაძე 6.1, კვარაცხელია 7.9, ზივზივაძე 6.2, მიქაუტაძე 6.9, გოჩოლეიშვილი 6.2, დავითაშვილი 6.1, წიტაიშვილი 6.7

Sofascore: მამარდაშვილი 7.1, კაკაბაძე 7.2, კაშია 7.0, კვირკველია 6.6, ლოჩოშვილი 6.9, შენგელია 6.6, ქოჩორაშვილი 6.9, კიტეიშვილი 7.0, ჩაკვეტაძე 6.5, კვარაცხელია 8.4, ზივზივაძე 6.7, მიქაუტაძე 7.3, გოჩოლეიშვილი 6.5, წიტაიშვილი 7.1, დავითაშვილი 6.4

Flashscore: მამარდაშვილი 6.7, კაკაბაძე 7.4, კაშია 7.1, კვირკველია 6.4, ლოჩოშვილი 7.1, შენგელია 6.9, ქოჩორაშვილი 7.8, კიტეიშვილი 7.1, ჩაკვეტაძე 6.7, კვარაცხელია 7.8, ზივზივაძე 6.8, მიქაუტაძე, 7.6, გოჩოლეიშვილი 6.2, წიტაიშვილი 7.3, დავითაშვილი 6.3

ნახეთ ასევე: