ანდრია ფუტკარაძემ საქართველოს საბავშვო "ევროვიზიაზე", რომელიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, მორიგი - მე-4 გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო ამ კონკურსის რეკორდსმენია.
ანდრიამ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტასგან.
ანდრია პროექტ "რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებულია, დაიბადა 2013 წლის 11 ივნისს, ბათუმში. სიმღერა კი ორი წლის ასაკში დაიწყო.
ქართველი კონკურსანტი მაყურებლის წინაშე სიმღერით "To My Mom" ("დედას") წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გადაიღო.
კონკურში 17 ქვეყანა მონაწილეობდა.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/9_HAidm8FE0?si=tquXK4aa6HOAnvMS" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>