საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიქაუტაძის გოლი და "მამარდას" თავგანწირული თამაში მატჩის მიწურულს -საქართველო-უკრაინა: გამარჯვება ვერ შევძელით, მაგრამ ქულა გადავარჩინეთ
მიქაუტაძის გოლი და "მამარდას" თავგანწირული თამაში მატჩის მიწურულს -საქართველო-უკრაინა: გამარჯვება ვერ შევძელით, მაგრამ ქულა გადავარჩინეთ

ერთა ლი­გის მე­ხუ­თე ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა უკ­რა­ი­ნას უმას­პინ­ძლა. მატ­ჩი ფრედ, ან­გა­რი­შით 1:1 დას­რულ­და.

მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა მო­ე­დან­ზე ჩვე­ნი გუნ­დი:

  • მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, კა­შია, კვირ­კვე­ლია, ლო­ჩოშ­ვი­ლი, შენ­გე­ლია, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, კი­ტე­იშ­ვი­ლი, ჩაკ­ვე­ტა­ძე, კვა­რა­ცხე­ლია, ზივ­ზი­ვა­ძე

safexburTo_nakrebi

მატ­ჩი ბა­თუ­მის "აჭა­რა­ბეთ არე­ნა­ზე" გა­ი­მარ­თა.

თით­ქმის მთე­ლი დღე წვიმ­და ბა­თუმ­ში, თა­მა­შამ­დე გა­და­ი­ღო, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ტა­ი­მის და­სა­წყის­ში ისევ კო­კის­პი­რუ­ლად გაწ­ვიმ­და და უა­მინ­დო­ბა მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ქარ­თვე­ლე­ბის შე­ტე­ვით და­ი­წყო. ჯერ ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის დარ­ტყმუ­ლი მო­ი­გე­რია მცველ­მა, შემ­დეგ კი "კვა­რას" სა­ჯა­რი­მოს გა­რე­დან გას­რო­ლი­ლი ბურ­თი გა­ჭირ­ვე­ბით მო­ი­გე­რია მე­კა­რემ. სამ­წუ­ხა­როდ, ამ შე­ტე­ვე­ბის შემ­დეგ გოლი ჩვენს კარ­ში გა­ვი­და. სწრა­ფი კონ­ტრშე­ტე­ვი­სას, მე-7 წუთ­ზე, მუდ­რი­კის ჩვენს სა­ჯა­რი­მო­ში ჩა­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თის მო­გე­რი­ე­ბა კვირ­კვე­ლი­ამ სცა­და, თუმ­ცა ბურ­თი მა­მარ­დაშ­ვი­ლის კა­რის ბა­დე­ში გა­ეხ­ვა.

fexburTis_nkrebi, giorgi_chakvetadze

მთე­ლი ტა­ი­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბი უტევ­დნენ, თუმ­ცა პირ­ველ ტა­იმ­ში გო­ლის გა­ტა­ნა ვერ შეძ­ლეს. სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 0:1 დათ­მო.

მე­ო­რე ტა­ი­მი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ცვლი­ლე­ბით და­ი­წყო - გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის ნაც­ვლად მო­ე­დან­ზე ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი შე­ვი­და და პირ­ვე­ლი­ვე წუთ­ზე, "კვა­რას" კარ­გი თა­მა­ში­სა და პა­სის შემ­დეგ, გო­ლამ­დე ზუ­რი­კოს სულ ცოტა და­აკ­ლდა. 23-ე წუთ­ზე კი უკვე კვა­რა­ცხე­ლი­ას შო­რე­უ­ლი, ულა­მა­ზე­სი დარ­ტყმის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნელ­თა კარი ხა­რი­ხამ იხ­სნა. გო­ლის გა­ტა­ნის შან­სი უკ­რა­ი­ნე­ლებ­საც ჰქონ­დათ, თუმ­ცა მა­მარ­დაშ­ვი­ლი უშეც­დო­მოდ თა­მა­შობ­და.

67-ე წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში სამ­მა­გი ცვლი­ლე­ბა მოხ­და ზივ­ზი­ვა­ძის, შენ­გე­ლი­ა­სა და კვირ­კვე­ლი­ას ნაც­ვლად, მი­ქა­უ­ტა­ძე, გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი და წი­ტა­იშ­ვი­ლი გა­მო­ვიდ­ნენ.

ამის შემ­დეგ ჩვე­ნე­ბის თა­მა­ში გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფი და აქ­ტი­უ­რი გახ­და, რაც ლო­გი­კუ­რად დას­რულ­და 76 წუთ­ზე უკ­რა­ი­ნელ­თა კარ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლით.

ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის კარ­გი თა­მა­შის შემ­დეგ, მისი თა­ვუ­რი დარ­ტყმა მე­ტო­ქემ მო­ი­გე­რია, რის მე­რეც ბურთთან მი­ქა­უ­ტა­ძე გაჩ­ნდა და გო­ლიც გა­ი­ტა­ნა.

თა­მა­შის მი­წუ­რულს, და­მა­ტე­ბით დრო­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა სა­ხი­ფა­თოდ შე­უ­ტი­ეს მა­მარ­დაშ­ვილს კარს, მაგ­რამ ჩვე­ნი მე­კა­რის ზუს­ტი და თავ­გან­წი­რუ­ლი თა­მა­შის შე­დე­გად გოლს გა­დავ­რჩით. გი­ორ­გი ზე­დი­ზედ, ახ­ლო­დან დარ­ტყმუ­ლი ბურ­თე­ბი მო­ი­გე­რია.

giorgi_mamrdashvili

სა­ბო­ლო­ოდ, ნავ­სი ვერ გავ­ტე­ხეთ და ვერ მო­ვუ­გეთ უკ­რა­ი­ნე­ლებს, მატ­ჩი ფრედ ან­გა­რი­შით 1:1დას­რულ­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
1

ვილისთვის ხელშეკრულება აღარ უნდა ........................

ტელემაყურებელი
0

99% მამარდაშვილი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

მიქაუტაძის გოლი და "მამარდას" თავგანწირული თამაში მატჩის მიწურულს -საქართველო-უკრაინა: გამარჯვება ვერ შევძელით, მაგრამ ქულა გადავარჩინეთ

მიქაუტაძის გოლი და "მამარდას" თავგანწირული თამაში მატჩის მიწურულს -საქართველო-უკრაინა: გამარჯვება ვერ შევძელით, მაგრამ ქულა გადავარჩინეთ

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემდეგი შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე ჩვენი გუნდი:

  • მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე

safexburTo_nakrebi

მატჩი ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" გაიმართა.

თითქმის მთელი დღე წვიმდა ბათუმში, თამაშამდე გადაიღო, თუმცა პირველი ტაიმის დასაწყისში ისევ კოკისპირულად გაწვიმდა და უამინდობა მთელი მატჩის განმავლობაში გაგრძელდა.

პირველი ტაიმი ქართველების შეტევით დაიწყო. ჯერ ბუდუ ზივზივაძის დარტყმული მოიგერია მცველმა, შემდეგ კი "კვარას" საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი გაჭირვებით მოიგერია მეკარემ. სამწუხაროდ, ამ შეტევების შემდეგ გოლი ჩვენს კარში გავიდა. სწრაფი კონტრშეტევისას, მე-7 წუთზე, მუდრიკის ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის მოგერიება კვირკველიამ სცადა, თუმცა ბურთი მამარდაშვილის კარის ბადეში გაეხვა.

fexburTis_nkrebi, giorgi_chakvetadze

მთელი ტაიმის განმავლობაში ქართველები უტევდნენ, თუმცა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 0:1 დათმო.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ცვლილებით დაიწყო - გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად მოედანზე ზურიკო დავითაშვილი შევიდა და პირველივე წუთზე, "კვარას" კარგი თამაშისა და პასის შემდეგ, გოლამდე ზურიკოს სულ ცოტა დააკლდა. 23-ე წუთზე კი უკვე კვარაცხელიას შორეული, ულამაზესი დარტყმის შემდეგ უკრაინელთა კარი ხარიხამ იხსნა. გოლის გატანის შანსი უკრაინელებსაც ჰქონდათ, თუმცა მამარდაშვილი უშეცდომოდ თამაშობდა.

67-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში სამმაგი ცვლილება მოხდა ზივზივაძის, შენგელიასა და კვირკველიას ნაცვლად, მიქაუტაძე, გოჩოლეიშვილი და წიტაიშვილი გამოვიდნენ.

ამის შემდეგ ჩვენების თამაში გაცილებით სწრაფი და აქტიური გახდა, რაც ლოგიკურად დასრულდა 76 წუთზე უკრაინელთა კარში გატანილი გოლით.

ქოჩორაშვილის კარგი თამაშის შემდეგ, მისი თავური დარტყმა მეტოქემ მოიგერია, რის მერეც ბურთთან მიქაუტაძე გაჩნდა და გოლიც გაიტანა.

თამაშის მიწურულს, დამატებით დროში უკრაინელებმა სახიფათოდ შეუტიეს მამარდაშვილს კარს, მაგრამ ჩვენი მეკარის ზუსტი და თავგანწირული თამაშის შედეგად გოლს გადავრჩით. გიორგი ზედიზედ, ახლოდან დარტყმული ბურთები მოიგერია.

giorgi_mamrdashvili

საბოლოოდ, ნავსი ვერ გავტეხეთ და ვერ მოვუგეთ უკრაინელებს, მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1დასრულდა.