მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა ავსტრიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა - Reuters
რუსეთმა ავსტრიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა - Reuters

რუ­სეთ­მა ავ­სტრი­ა­ში გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­წყვი­ტა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა Reuters ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, პა­რას­კევს, 15 ნო­ემ­ბერს, ავ­სტრი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მოს­კოვ­მა მას შე­ა­ტყო­ბი­ნა იმის შე­სა­ხებ, რომ გა­ზის მი­წო­დე­ბა 16 ნო­ემ­ბრი­დან შე­წყდე­ბო­და. ეს ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ავ­სტრი­უ­ლი მიმ­წო­დებ­ლის OMW-ს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ტა­ნილ სა­არ­ბიტ­რა­ჟო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოყ­ვა, რო­მე­ლიც რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია “გა­ზპ­რომს” მის გერ­მა­ნულ ქვე­და­ნა­ყოფ­ში გა­ზის მი­წო­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

OMW “გა­ზპ­რო­მის­გან” სა­არ­ბიტ­რა­ჟო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად ზა­რა­ლის 230 მი­ლი­ო­ნი ევ­როს მი­ღე­ბას ცდი­ლობს.

ქვეყ­ნის კან­ცლერ­მა, კარლ ნე­ჰა­მერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა ამ სცე­ნა­რის­თვის მზად იყო და ქვე­ყა­ნა “პუ­ტი­ნის მხრი­დან შან­ტაჟს არ აყ­ვე­ბა”.

“ეს ნიშ­ნავს, რომ მოხ­და ის, რის­თვი­საც უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ვემ­ზა­დე­ბო­დით… შე­მიძ­ლია პი­რო­ბა მოგ­ცეთ: ზამ­თარ­ში არა­ვინ არ გა­ი­ყი­ნე­ბა, არც ერთი ბინა არ დარ­ჩე­ბა ცივი!” - გა­ნა­ცხა­და ნე­ჰა­მერ­მა.

კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მაც. მან აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის შან­ტა­ჟის მი­უ­ხე­და­ვად, ევ­რო­პა მზად არის ზამ­თრის­თვის და გა­ზის მა­რა­გე­ბი გა­აჩ­ნია.

“პუ­ტი­ნი კვლავ იყე­ნებს ენერ­გე­ტი­კას ია­რა­ღად. ის ავ­სტრი­ი­სა და ევ­რო­პის შან­ტაჟს ცდი­ლობს გა­ზის მი­წო­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტით. ჩვენ მზად ვართ ამის­თვის და მზად ვართ ზამ­თრის­თვის. გა­ზის სა­ცა­ვე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია მთე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის მას­შტა­ბით”, - გა­ნა­ცხა­და ფონ დერ ლა­ი­ენ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რუსეთმა ავსტრიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა - Reuters

რუსეთმა ავსტრიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა - Reuters

რუსეთმა ავსტრიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

ცნობისთვის, პარასკევს, 15 ნოემბერს, ავსტრიამ განაცხადა, რომ მოსკოვმა მას შეატყობინა იმის შესახებ, რომ გაზის მიწოდება 16 ნოემბრიდან შეწყდებოდა. ეს ენერგორესურსების ავსტრიული მიმწოდებლის OMW-ს სასარგებლოდ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას მოყვა, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს” მის გერმანულ ქვედანაყოფში გაზის მიწოდების ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

OMW “გაზპრომისგან” საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შედეგად ზარალის 230 მილიონი ევროს მიღებას ცდილობს.

ქვეყნის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ქვეყანა ამ სცენარისთვის მზად იყო და ქვეყანა “პუტინის მხრიდან შანტაჟს არ აყვება”.

“ეს ნიშნავს, რომ მოხდა ის, რისთვისაც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ვემზადებოდით… შემიძლია პირობა მოგცეთ: ზამთარში არავინ არ გაიყინება, არც ერთი ბინა არ დარჩება ცივი!” - განაცხადა ნეჰამერმა.

კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. მან აღნიშნა, რომ რუსეთის შანტაჟის მიუხედავად, ევროპა მზად არის ზამთრისთვის და გაზის მარაგები გააჩნია.

“პუტინი კვლავ იყენებს ენერგეტიკას იარაღად. ის ავსტრიისა და ევროპის შანტაჟს ცდილობს გაზის მიწოდებების შეწყვეტით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და მზად ვართ ზამთრისთვის. გაზის საცავები გადავსებულია მთელი ევროკავშირის მასშტაბით”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.