ავტორი:

ხმაური გიორგი კალანდარიშვილის სახლთან - ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა

ხმაური გიორგი კალანდარიშვილის სახლთან - ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის გამოსახატად მივიდნენ, კვლავ ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სამართალდამცავები ცდილობდნენ აქტივისტები გიორგი კალანდარიშვილის სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაეყვანათ აქტივისტები, რა დროსაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

  • ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, აქტივისტები ადგილობრივ მცხოვრებლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ისინი ტერიტორიიდან განერიდებინათ.

„აქ მცხოვრებლებთან დაპირისპირებაში შედიან. ისინი გავიყვანეთ და აქედან აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ აქ მცხოვრებლებს. შესაბამისად, რომ არ დაიძაბოს ვითარება, რომ არ მოხდეს მათ შორის ფიზიკური, სიტყვიერი კონფლიქტი მოვუწოდეთ რომ რამდენიმე მეტრით ქვევით გადაინაცვლონ“, - განაცხადა მემანიშვილმა.