კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერწმუნეთ, ჩვენთვისაც ძალიან მძიმეა... გართულებები მოხდა ჩვენთან, მისი ექიმი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - პირველი კომენტარი სამშობიაროს დირექტორისგან
"მერწმუნეთ, ჩვენთვისაც ძალიან მძიმეა... გართულებები მოხდა ჩვენთან, მისი ექიმი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - პირველი კომენტარი სამშობიაროს დირექტორისგან

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქუ­თა­ის­ში. 28 წლის შო­რე­ნა ონი­ა­ნი, რომ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­საც მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბის შემ­დეგ ექი­მე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე ცდი­ლობ­დნენ, გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა.

  • რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში ონი­ანს ნა­ად­რე­ვად ტყუ­პი შე­ე­ძი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შო­რე­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, ოჯახს ურ­ჩი­ეს, რომ სას­წრა­ფოდ თურ­ქეთ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. შო­რე­ნა ტრა­პი­ზო­ნის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­როს ხელ­მძღვა­ნელს, ბა­ტონ ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძეს, მისი თქმით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­მძი­მეს ოჯა­ხი მომ­ხდარ­ში ექიმს ადა­ნა­შა­უ­ლებს, მის დას­ჯას ითხოვს და და­უ­დევ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს, რა გახ­და ორ­სუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი?

- ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რა გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­საკ­ვლე­ვია, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ ეს არის, რომ გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოხ­და ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში. ამ­ჟა­მად მომ­ხდარ ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა უნდა ჩა­ტარ­დეს, ამას აკე­თებს პო­ლი­ცია და პა­რა­ლე­ლუ­რად მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს მიერ. მათ­თვის ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მი­წო­დე­ბუ­ლია, ეს პრო­ცე­სი ახლა მი­დის და სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი, როცა ეს დე­ტა­ლე­ბი იქ­ნე­ბა გა­მოკ­ვლე­უ­ლი.

- რას ამ­ბობს თა­ვად ექი­მი?

- დიდი ტრა­გე­დია მოხ­და და ექი­მი თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ზუს­ტად, რაც მოხ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ასა­ხუ­ლია პა­ცი­ენ­ტის ის­ტო­რი­ა­ში. კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ და რა თქმა უნდა ვარ საქ­მის კურ­სში, ვიცი რაც მოხ­და, თუმ­ცა ამ დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. ამას სჭირ­დე­ბა ზუს­ტად გა­მოკ­ვლე­ვა და გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი და­ა­ზუს­ტებს რა და რო­გორ მოხ­და.

- კლი­ნი­კის მი­სა­მარ­თით ის­მის კრი­ტი­კა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბი

- ჩვენს კლი­ნი­კა­ში ასე­თი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ნორ­მა­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დით, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო, მოხ­და ეს ტრა­გე­დია და ჩვენც გან­ვიც­დით ამას.

- ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ტყუ­პი ძმე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც ხომ ვერ ისა­უბ­რებთ? რო­გო­რია ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ახალ­შო­ბი­ლე­ბი დღე­ნაკ­ლუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ნორ­მა­ლუ­რი, თუმ­ცა ოჯახ­მა მო­ი­თხო­ვა რომ ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო თბი­ლის­ში და ბავ­შვე­ბი გა­და­იყ­ვა­ნეს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში, ისი­ნი იქ არი­ან ამ­ჟა­მად. რაც შე­ხე­ბა მომ­ხდარს, მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა, ყვე­ლა და­ი­კი­თხე­ბა, სრულ­ფა­სოვ­ნად იქ­ნე­ბა გა­მოკ­ვლე­უ­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი და ამის შემ­დეგ უკვე კონ­კრე­ტუ­ლად გა­ცხად­დე­ბა რა­ტომ მოხ­და ეს ტრა­გე­დია.

- სის­ხლდე­ნა მშო­ბი­ა­რეს რო­დის და­ე­წყო?

- ამის და­კონ­კრე­ტე­ბას აზრი არ აქვს, მეს­მის რომ ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სია, დიდი ტრა­გე­დია მოხ­და. მერ­წმუ­ნეთ, ჩვენ­თვი­საც ძა­ლი­ან მძი­მეა. დიდი ტრა­გე­დი­აა რო­გორც ოჯა­ხის­თვის, ყვე­ლას­თვის. ყვე­ლა­ფერს გა­არ­კვევს პო­ლი­ცია და ასე­ვე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი.

- და­კი­თხუ­ლია ექი­მი, რო­მელ­მაც ამ­შო­ბი­ა­რა ფეხ­მძი­მე?

- ექი­მი და­კი­თხუ­ლია, მას ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი აქვს და ეს პრო­ცე­სი მი­დის.

შო­რე­ნა ონი­ა­ნის ახ­ლო­ბე­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას" უყ­ვე­ბა:

"შო­რე­ნა ქუ­თა­ის­ში იმ ბაღ­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც ჩემი შვი­ლე­ბი დამ­ყავ­და. სა­ო­ცა­რი გოგო იყო, სი­კე­თით სავ­სე. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და ჩემი შვი­ლი და ჩემს შვილ­საც უყ­ვარ­და. ისე უვ­ლი­და სხვის შვი­ლებს და იმ­დენ სით­ბოს აძ­ლევ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ის არ ჩა­ხუ­ტე­ბო­და თა­ვის შვი­ლებს და სიყ­ვა­რუ­ლით არ გა­ე­ზარ­და ისი­ნი, მაგ­რამ სა­უ­ბე­დუ­როდ, თა­ვი­სი შვი­ლე­ბი დარ­ჩა ჩა­უ­ხუ­ტე­ბე­ლი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი. გა­მორ­ჩე­უ­ლი გოგო იყო. რომ გა­თხოვ­და და ფეხ­მძი­მედ დარ­ჩა, ბაღ­ში მუ­შა­ო­ბა მი­ა­ტო­ვა, რად­გან ტყუპს ელო­დე­ბო­და.

ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში უმ­შო­ბი­ა­რია, ნა­თე­სა­ვე­ბი ექი­მის და­უ­დევ­რო­ბას აბ­რა­ლე­ბენ, რო­გორც ვიცი, ახლა იმ­ხე­ლა ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, ამა­ზე სა­სა­უბ­როდ არა­ვის სცა­ლია, მაგ­რამ ალ­ბათ მერე ილა­პა­რა­კე­ბენ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ძი­ონ ეს საქ­მე და და­ი­სა­ჯოს დამ­ნა­შა­ვე.

შო­რე­ნა ლენ­ტე­ხი­დან იყო, მაგ­რამ ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და ბაგა-ბაღ­ში. სა­ო­ცა­რი გოგო იყო, სი­კე­თეს ას­ხი­ვებ­და, ყვე­ლას უყ­ვარ­და და თა­ვა­დაც ყვე­ლა უყ­ვარ­და. ბავ­შვებს ჯვა­რი წე­რი­ათ, კარ­გად არი­ან, თბი­ლის­ში, კლი­ნი­კა­ში. ძა­ლი­ან გვატ­კი­ნა გული შო­რე­ნას და­ღუპ­ვამ. სა­დაა სა­მარ­თა­ლი, ასე­თი უბე­დუ­რე­ბა არ უნდა ხდე­ბო­დეს", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეილა
1

ჯერ კიდევ 17 წლის წინ ექიმების უყურადღებობით რძალი და შვილიშვილი კინაღამ დამიღუპეს, მანდ სამშობიაროდ არავინ არ უნდა მივიდეს, მშობიარობის შემდგომი გართულებების შემთხვევა ხშირად ხდება,ჯანდაცვამ ყველაფერი უნდა გაარკვიოს

რეზო
11

სავსეა კლინიკები უსწავლელი ექიმებით, მოძველდა ეს ,,რუსეთში" აქვს მიღებული განათლება...საინტერესოა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში ან პოლონეთში თუ კვდება მშობიარე ქალი ოპერაციის შემდეგ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მერწმუნეთ, ჩვენთვისაც ძალიან მძიმეა... გართულებები მოხდა ჩვენთან, მისი ექიმი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - პირველი კომენტარი სამშობიაროს დირექტორისგან

"მერწმუნეთ, ჩვენთვისაც ძალიან მძიმეა... გართულებები მოხდა ჩვენთან, მისი ექიმი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - პირველი კომენტარი სამშობიაროს დირექტორისგან

ტრაგედია დატრიალდა ქუთაისში. 28 წლის შორენა ონიანი, რომლის გადარჩენასაც მშობიარობის შემდგომი გართულების შემდეგ ექიმები რამდენიმე დღე ცდილობდნენ, გუშინ გარდაიცვალა.

  • რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მეორე სამშობიაროში ონიანს ნაადრევად ტყუპი შეეძინა. მშობიარობიდან რამდენიმე საათში შორენას მდგომარეობა დამძიმდა. თბილისში გადმოყვანის შემდეგ, ოჯახს ურჩიეს, რომ სასწრაფოდ თურქეთში გადაეყვანათ. შორენა ტრაპიზონის კლინიკაში გარდაიცვალა.

ჩვენ დავუკავშირდით ქუთაისის მეორე სამშობიაროს ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი მერკვილაძეს, მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

- ბატონო ირაკლი, გარდაცვლილი ფეხმძიმეს ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს, მის დასჯას ითხოვს და დაუდევრობაზე საუბრობს, რა გახდა ორსულის გარდაცვალების მიზეზი?

- ზუსტად ვერ გეტყვით, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ეს ყველაფერი გამოსაკვლევია, რაც შემიძლია გითხრათ ეს არის, რომ გართულებები მოხდა ჩვენთან, კლინიკაში. ამჟამად მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს, ამას აკეთებს პოლიცია და პარალელურად მიდის გამოძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს მიერ. მათთვის ყველა ინფორმაცია მიწოდებულია, ეს პროცესი ახლა მიდის და საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი, როცა ეს დეტალები იქნება გამოკვლეული.

- რას ამბობს თავად ექიმი?

- დიდი ტრაგედია მოხდა და ექიმი თავისთავად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ზუსტად, რაც მოხდა, ეს ყველაფერი ასახულია პაციენტის ისტორიაში. კლინიკის ხელმძღვანელი ვარ და რა თქმა უნდა ვარ საქმის კურსში, ვიცი რაც მოხდა, თუმცა ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ამას სჭირდება ზუსტად გამოკვლევა და გამოკვლევის შედეგები დააზუსტებს რა და როგორ მოხდა.

- კლინიკის მისამართით ისმის კრიტიკა, საზოგადოების პრეტენზიები

- ჩვენს კლინიკაში ასეთი არაფერი ყოფილა. ნორმალურად ვმუშაობდით, ყველაფერი წესრიგში იყო, მოხდა ეს ტრაგედია და ჩვენც განვიცდით ამას.

- ახალდაბადებული ტყუპი ძმების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ხომ ვერ ისაუბრებთ? როგორია ბავშვების მდგომარეობა?

- ახალშობილები დღენაკლულები იყვნენ, მიუხედავად ამისა, მათი მდგომარეობა იყო ნორმალური, თუმცა ოჯახმა მოითხოვა რომ ბავშვების მკურნალობა გაგრძელებულიყო თბილისში და ბავშვები გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, ისინი იქ არიან ამჟამად. რაც შეხება მომხდარს, მიდის გამოძიება, ყველა დაიკითხება, სრულფასოვნად იქნება გამოკვლეული ყველა დეტალი და ამის შემდეგ უკვე კონკრეტულად გაცხადდება რატომ მოხდა ეს ტრაგედია.

- სისხლდენა მშობიარეს როდის დაეწყო?

- ამის დაკონკრეტებას აზრი არ აქვს, მესმის რომ ძალიან დიდი ინტერესია, დიდი ტრაგედია მოხდა. მერწმუნეთ, ჩვენთვისაც ძალიან მძიმეა. დიდი ტრაგედიაა როგორც ოჯახისთვის, ყველასთვის. ყველაფერს გაარკვევს პოლიცია და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახური.

- დაკითხულია ექიმი, რომელმაც ამშობიარა ფეხმძიმე?

- ექიმი დაკითხულია, მას ჩვენება მიცემული აქვს და ეს პროცესი მიდის.

შორენა ონიანის ახლობელი "კვირის პალიტრას" უყვება:

"შორენა ქუთაისში იმ ბაღში მუშაობდა, სადაც ჩემი შვილები დამყავდა. საოცარი გოგო იყო, სიკეთით სავსე. განსაკუთრებით უყვარდა ჩემი შვილი და ჩემს შვილსაც უყვარდა. ისე უვლიდა სხვის შვილებს და იმდენ სითბოს აძლევდა, როგორ შეიძლებოდა ის არ ჩახუტებოდა თავის შვილებს და სიყვარულით არ გაეზარდა ისინი, მაგრამ საუბედუროდ, თავისი შვილები დარჩა ჩაუხუტებელი. ძალიან განვიცდით ყველანი. გამორჩეული გოგო იყო. რომ გათხოვდა და ფეხმძიმედ დარჩა, ბაღში მუშაობა მიატოვა, რადგან ტყუპს ელოდებოდა.

ქუთაისის მეორე სამშობიაროში უმშობიარია, ნათესავები ექიმის დაუდევრობას აბრალებენ, როგორც ვიცი, ახლა იმხელა ტრაგედია ტრიალებს, ამაზე სასაუბროდ არავის სცალია, მაგრამ ალბათ მერე ილაპარაკებენ. აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე და დაისაჯოს დამნაშავე.

შორენა ლენტეხიდან იყო, მაგრამ ქუთაისში ცხოვრობდა და მუშაობდა ბაგა-ბაღში. საოცარი გოგო იყო, სიკეთეს ასხივებდა, ყველას უყვარდა და თავადაც ყველა უყვარდა. ბავშვებს ჯვარი წერიათ, კარგად არიან, თბილისში, კლინიკაში. ძალიან გვატკინა გული შორენას დაღუპვამ. სადაა სამართალი, ასეთი უბედურება არ უნდა ხდებოდეს", - ამბობს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.

წაიკითხეთ ასევე: