მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო" - ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი თავმჯდომარის მოადგილემ გამართა
"გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო" - ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი თავმჯდომარის მოადგილემ გამართა

შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის ხელ­მო­წე­რი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბის დას­კვნი­თი ბრი­ფინ­გი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის ნაც­ვლად, მის­მა მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი შა­რა­ბი­ძემ გა­მარ­თა.

  • რო­გორც მან ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მომ­ხდა­რი სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტის გამო, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა ბრი­ფინ­გის ჩა­ტა­რე­ბა ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლო.

გი­ორ­გი შა­რა­ბი­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის ხელ­მო­წე­რის პრო­ცე­დუ­რა გან­მარ­ტა.

"დღეს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე შედ­გა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი, რომ­ლი­თაც 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი დას­რულ­და. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის ხელ­მო­წე­რის პრო­ცე­დუ­რა მინ­და გან­ვმარ­ტო- შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი დგე­ბა ცეს­კოს სხდო­მა­ზე მხო­ლოდ და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ის, რო­გორც სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში, ისე ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში და სა­სა­მარ­თლო­ებ­ში გან­ხი­ლულ იქნა ყვე­ლა დავა და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი იყო კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი.

ასე რომ, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ერ­თა­დერ­თი პრო­ცე­დუ­რა რა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნო­ნი გახ­ლავთ ის, რომ კო­მი­სი­ის მდივ­ნის მიერ ცხად­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გე­ბი და ივ­სე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი, მას ხელს აწერს თავ­მჯდო­მა­რე და მდი­ვა­ნი და ის დას­ტურ­დე­ბა კო­მი­სი­ის ბეჭ­დით. ჩვენ ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ ის სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტი, რაც მოხ­და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­სა­ბა­მის სხდო­მა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, შე­მა­ჯა­მე­ბელ ბრი­ფინგსაც მე ვა­ტა­რებ, იმი­ტომ, რომ თქვენ ნა­ხეთ, რომ თავ­მჯდო­მა­რემ და­ას­რუ­ლა კო­მი­სი­ის სხდო­მა და შე­სა­ბა­მი­სად, იმ ინ­ცი­დენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლო თქვენ წი­ნა­შე წარ­დგო­მა.

მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ტორს, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ამომ­რჩე­ველს, 2 მი­ლი­ონ­ზე მეტ ამომ­რჩე­ველს, რო­მელ­მაც უპ­რე­ცე­დენ­ტო აქ­ტი­ვო­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამ არ­ჩევ­ნებ­ში, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მე­დი­ას, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ დამ­კვირ­ვებ­ლებს და ამას­თან მინ­და ცალ­სა­ხად გან­ვა­ცხა­დო, რომ ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­ზეც ამომ­რჩევ­ლის 90% სარ­გებ­ლობ­და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და კენ­ჭისყრა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შედ­გა და ყვე­ლა წი­ნას­წა­რი დას­კვნით თუ მო­ნა­ცე­მე­ბით, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი არ­ჩევ­ნე­ბის მარ­თვა გან­ხორ­ცი­ელ­და უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი დამ­კვიდ­რდა. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი შედ­გა, ხელ­მო­წე­რი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩევ­ნე­ბი დას­რულ­და, ის გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი შა­რა­ბი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jorj
0

ბიძინას დანიშნული მერი კალაძე, მოქალაქეს ჩასაფრებით დაესხა თავს.......

რეალობა....
0

ლაქა ლაქშია ...

ავტორი:

"გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო" - ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი თავმჯდომარის მოადგილემ გამართა

"გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო" - ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი თავმჯდომარის მოადგილემ გამართა

შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერისა და არჩევნების ოფიციალურად დასრულების დასკვნითი ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად, მისმა მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გამართა.

  • როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო.

გიორგი შარაბიძემ საზოგადოებისთვის შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერის პროცედურა განმარტა.

"დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერის პროცედურა მინდა განვმარტო- შემაჯამებელი ოქმი დგება ცესკოს სხდომაზე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა ინსტანციის, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და სასამართლოებში განხილულ იქნა ყველა დავა და შესაბამისად, ყველა შემაჯამებელი ოქმი იყო კანონიერ ძალაში შესული.

ასე რომ, დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი პროცედურა რასაც ითვალისწინებს კანონი გახლავთ ის, რომ კომისიის მდივნის მიერ ცხადდება შესაბამისი შედეგები და ივსება შემაჯამებელი ოქმი, მას ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი და ის დასტურდება კომისიის ბეჭდით. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის სამწუხარო ინციდენტი, რაც მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის სხდომაზე და შესაბამისად, შემაჯამებელ ბრიფინგსაც მე ვატარებ, იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ, რომ თავმჯდომარემ დაასრულა კომისიის სხდომა და შესაბამისად, იმ ინციდენტიდან გამომდინარე, მან ფიზიკურად ვერ შეძლო თქვენ წინაშე წარდგომა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც უპრეცედენტო აქტივობით მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში, მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს და ამასთან მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ისტორიული არჩევნები, რომელზეც ამომრჩევლის 90% სარგებლობდა ტექნოლოგიების გამოყენებით და კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, შედგა და ყველა წინასწარი დასკვნით თუ მონაცემებით, ტექნოლოგიური არჩევნების მართვა განხორციელდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიები დამკვიდრდა. შემაჯამებელი ოქმი შედგა, ხელმოწერილია და შესაბამისად, არჩევნები დასრულდა, ის გადაიგზავნება შესაბამისად საქართველოს პარლამენტში შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად,“ - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.