Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა: "ქართულ ოცნებას" 53.93% აქვს - რამდენი პროცენტი აქვთ დანარჩენ პარტიებს და რა ხდებოდა ხმაურიან სხდომაზე (ფოტო/ვიდეო)
შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა: "ქართულ ოცნებას" 53.93% აქვს - რამდენი პროცენტი აქვთ დანარჩენ პარტიებს და რა ხდებოდა ხმაურიან სხდომაზე (ფოტო/ვიდეო)

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ა­ჯა­მა. სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" 53.93% მი­ი­ღო - მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 89, "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" 11.03 %, მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 19, "ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 10.17%, მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 16, "კო­ა­ლი­ცია ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო" 8.81% მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 14, "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" 7.78 %. მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 12

2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის თა­ნახ­მად, 3 508 294 ამომ­რჩევ­ლი­დან არ­ჩევ­ნებ­ზე 2 111 834 მი­ვი­და. ოქ­მის თა­ნახ­მად­ვე, 34 974 სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი ბა­თი­ლად ცნეს.

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქმს ხელი მო­ა­წე­რა

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა გა­მარ­ჯვე­ბულ პარ­ტი­ებ­სა და მან­დატ­მო­პო­ვე­ბულ პი­რებს მი­უ­ლო­ცა და წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა.

"შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი შემ­დგა­რია. ამით, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი დას­რულ­და, ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო, ჩარ­თუ­ლო მხა­რე­ე­ბო, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბო­დით და სხვა­დას­ხვა სტა­ტუ­სით იყა­ვით ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში. აქვე მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ ამით, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბას­თან ერ­თად, ქვემ­დგომ კო­მი­სი­ებ­ში, სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებს, რო­გორც დრო­ე­ბით, ზემ­დგო­მი კო­მი­სი­ის მიერ არ­ჩე­ულს, ასე­ვე, პარ­ტი­უ­ლებს, დღე­ი­დან შე­უ­წყდათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. დღე­ვან­დე­ლი სხდო­მა მინ­და და­ხუ­რუ­ლად გა­მო­ვა­ცხა­დო და წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ ყვე­ლას. რა თქმა უნდა, ვუ­ლო­ცავ გა­მარ­ჯვე­ბულ პარ­ტი­ებს, ვუ­ლო­ცავ მან­დატ­მო­პო­ვე­ბულ პი­რებს აღ­ნიშ­ნულ გა­მარ­ჯვე­ბას და ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას ყვე­ლას აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

სხდო­მა ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - იყო სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც

ცეს­კო­ში „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ვით კირ­თა­ძემ ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რეს, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილს "შავი ლაქა" უწო­და და შავი სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხა.უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კირ­თა­ძის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც მან კა­ლან­და­რიშ­ვილს „ტო­ჩკა რუ“ უწო­და და რომ­ლის შემ­დე­გაც რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დრო­ის გას­ვლის მი­ზე­ზით მას მიკრო­ფო­ნი გა­უ­თი­შეს.

ამის შემ­დეგ კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი სხდო­მა­ზე ახ­ვე­უ­ლი თვა­ლით დაბ­რუნ­და, რაც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ინ­ცი­დენ­ტის დროს მი­ღე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"ვბრუნ­დე­ბით ტექ­ნი­კუ­რი შეს­ვე­ნე­ბი­დან. მე მინ­და მო­ვუ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში იმ უხერ­ხუ­ლო­ბის გამო, რის გა­მოც მო­მი­წია სხდო­მი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თით გას­ვლა,“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი პრო­ცესს ვერ შე­ა­ჩე­რებს.

და­ვით კირ­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შავი სა­ღე­ბა­ვი“

"მან ერთხელ თქვა, რომ ბი­უ­ლე­ტენ­მა გა­ჟო­ნაო და დღეს ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ გა­ჟო­ნა და დარ­ჩა შავი ლაქა, რო­მე­ლიც მან ქვე­ყა­ნას დღე­ვან­დე­ლი ქმე­დე­ბით და იმ არ­ჩევ­ნე­ბით და­ამ­ჩნია, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და. ეს იყო ზუს­ტად ის შავი ლაქა, შავი სა­ღე­ბა­ვი, რო­მე­ლიც მან თა­ვის ქმე­დე­ბით, მის მიერ და­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნას და­ამ­ჩნია.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ ქვე­ყა­ნას ჰქონ­და შან­სი, ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც დიდ ოჯახ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან მიგ­ვიყ­ვა­ნა, თუმ­ცა მან რუ­სე­თი არ­ჩია. მან შე­ას­რუ­ლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ვა­ლე­ბა და ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ ნო­ტა­რი­უ­ლად მო­პა­რუ­ლი ხმე­ბი და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა. თუმ­ცა კი ნა­ხეთ პრო­ტეს­ტის ის ზომა, რო­მე­ლიც გა­მო­ვი­ყე­ნე, ის შავი სა­ღე­ბა­ვი, რო­მე­ლიც მას ლა­ქად დარ­ჩე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე.

არ ვიცი, გა­ტარ­დე­ბა თუ არა ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ. ეს პრო­ტეს­ტი არის ჩემი სო­ლი­და­რო­ბა იმ ხალ­ხის მი­მართ, რომ­ლე­ბიც დღეს მო­პა­რულ არ­ჩევ­ნებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და და­ვით კირ­თა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა: "ქართულ ოცნებას" 53.93% აქვს - რამდენი პროცენტი აქვთ დანარჩენ პარტიებს და რა ხდებოდა ხმაურიან სხდომაზე (ფოტო/ვიდეო)

შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა: "ქართულ ოცნებას" 53.93% აქვს - რამდენი პროცენტი აქვთ დანარჩენ პარტიებს და რა ხდებოდა ხმაურიან სხდომაზე (ფოტო/ვიდეო)

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა. საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" 53.93% მიიღო - მანდატების რაოდენობა 89, "კოალიცია ცვლილებისთვის" 11.03 %, მანდატების რაოდენობა 19, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" 10.17%, მანდატების რაოდენობა 16, "კოალიცია ძლიერი საქართველო" 8.81% მანდატების რაოდენობა 14, "გახარია საქართველოსთვის" 7.78 %. მანდატების რაოდენობა 12

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 3 508 294 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 2 111 834 მივიდა. ოქმის თანახმადვე, 34 974 საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ცნეს.

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გამარჯვებულ პარტიებსა და მანდატმოპოვებულ პირებს მიულოცა და წარმატება უსურვა.

"შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგებო, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული ამ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად, ქვემდგომ კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, როგორც დროებით, ზემდგომი კომისიის მიერ არჩეულს, ასევე, პარტიულებს, დღეიდან შეუწყდათ უფლებამოსილება. დღევანდელი სხდომა მინდა დახურულად გამოვაცხადო და წარმატებებს გისურვებთ ყველას. რა თქმა უნდა, ვულოცავ გამარჯვებულ პარტიებს, ვულოცავ მანდატმოპოვებულ პირებს აღნიშნულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას ყველას აბსოლუტურად თავიანთ საქმიანობაში", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა - იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც

ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.

ამის შემდეგ კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა, რაც, დიდი ალბათობით, ინციდენტის დროს მიღებულ დაზიანებას უკავშირდება.

"ვბრუნდებით ტექნიკური შესვენებიდან. მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა,“ - განაცხადა კალანდარიშვილმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები პროცესს ვერ შეაჩერებს.

დავით კირთაძის განცხადებით, „ეს იყო ჩვეულებრივი შავი საღებავი“

"მან ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი ქმედებით და იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა. ეს იყო ზუსტად ის შავი ლაქა, შავი საღებავი, რომელიც მან თავის ქმედებით, მის მიერ დაორგანიზებული არჩევნებით ჩვენს ქვეყანას დაამჩნია.

სამწუხაროა, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდა შანსი, ჩაგვეტარებინა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, რომელიც დიდ ოჯახში გაწევრიანებასთან მიგვიყვანა, თუმცა მან რუსეთი არჩია. მან შეასრულა "ქართული ოცნების" დავალება და ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნოტარიულად მოპარული ხმები დაემტკიცებინა. თუმცა კი ნახეთ პროტესტის ის ზომა, რომელიც გამოვიყენე, ის შავი საღებავი, რომელიც მას ლაქად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე.

არ ვიცი, გატარდება თუ არა ჩემ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები, ყველაფრისთვის მზად ვარ. ეს პროტესტი არის ჩემი სოლიდარობა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც დღეს მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ”, - განაცხადა დავით კირთაძემ.