ავტორი:

ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი თეთრი სახლის ისტორიაში - ვინ არის 27 წლის კაროლინ ლევიტი და რა თქვა წარდგენისას მასზე ტრამპმა

ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი თეთრი სახლის ისტორიაში - ვინ არის 27 წლის კაროლინ ლევიტი და რა თქვა წარდგენისას მასზე ტრამპმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე კაროლინ ლევიტი დანიშნა. 27 წლის ლევიტი თეთრი სახლის ისტორიაში ყველზე ახალგაზრდა პრესმდივანი იქნება.

"კაროლინ ლევიტმა ფენომენალური სამუშაო შეასრულა ჩემს კამპანიაში და მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ის იმუშავებს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე. მჯერა, რომ ის დაგვეხმარება ამერიკელი ხალხისადმი ჩვენი გზავნილის მიწოდებაში“, - თქვა ტრამპმა.

  • ტრამპის წინა პრეზიდენტობის დრო, ლევიტი იმდროინდელი პრესმდივნის კეილი მაკენანის გუნდის წევრი იყო. მაკენანის განცხადებით, ის შესანიშნავი არჩევანია როლისთვის.

თეთრ სახლში მუშაობის გამოცდილების გარდა, ლევიტი კენჭს იყრიდა კონგრესში 2022 წელს.

წელს იგი პირველად გახდა დედა - შვილთან ერთად გადაღებული ფოტო მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ტრამპის მკვლელობის მცდელობას კი სახლიდან ადევნებდა თვალს - "ჩემს ქმარს შევხედე და ვუთხარი: "როგორც ჩანს, სამსახურში დავბრუნდები" - იხსენებდა ლევიტი.

კარიერის დასაწყისში ლევიტი შეუერთდა საპრეზიდენტო მიმოწერის ოფისს, შემდეგ კი კომუნიკაციების გუნდის წევრი გახდა. ტრამპის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ, იგი მუშაობდა ნიუ-იორკის მაღალჩინოსან დეპუტატთან, ელის სტეფანიკთან, მოგვიანებით კი კონგრესში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

ივნისში იგი CNN-ის წამყვანმა კეისი ჰანტმა, ეთერიდან გაათავისუფლა. ლევიტი ამტკიცებდა, რომ ტრამპსა და ჰარისს შორის გამართული დებატების დროს ჟურნალისტები ჰარისის მხარს დაიჭერდნენ და ტრამპს "მტრულ გარემოში" მოუწევდა ყოფნა.

"ქალბატონო, მე ვაპირებ ამ ინტერვიუს შეწყვეტას, თუ თქვენ განაგრძობთ ჩემს კოლეგებზე თავდასხმას", - თქვა ჰანტმა. ამ სიტყვების შემდეგ კამერა მოულოდნელად გაითიშა.

მოვლენებიდან ორი კვირის შემდეგ, ლევიტი და მისი ქმარია პირველი შვილის, ნიკოლასის მშობლები გახდნენ.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: