მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დღეს, ჩემმა 14 წლის შვილმა მითხრა, დედა ერთი სული მაქვს, როდის გავხდები სრულწლოვანი, რომ საქართველო დავტოვოო" - სოფო ჯაფარიძე შვილებსა და პოლიტიკაში წასვლაზე
"ერთ დღეს, ჩემმა 14 წლის შვილმა მითხრა, დედა ერთი სული მაქვს, როდის გავხდები სრულწლოვანი, რომ საქართველო დავტოვოო" - სოფო ჯაფარიძე შვილებსა და პოლიტიკაში წასვლაზე

"და­სა­ცა­ვი გვაქვს ქვე­ყა­ნა და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი", - ასე მი­მარ­თავს სოფო ჯა­ფა­რი­ძე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილს, რო­მელ­მაც პრო­და­სავ­ლურ ოპო­ზი­ცი­ას მის­ცა ხმა და მზად არის, და­კარ­გუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბით გა­აპ­რო­ტეს­ტოს. მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბი ერ­თი­ა­ნე­ბი არი­ან. "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბრძო­ლა უნდა იყოს ბო­ლომ­დე...

- მთა­ვა­რი გეგ­მა გა­ცხა­დე­ბუ­ლია - მი­ტა­ცე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ შე­დე­გებს არ ვა­ღი­ა­რებთ, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ არ ვა­პი­რებთ ამ შე­დე­გე­ბით პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას. მე, რო­გორც "ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სიის მე­სა­მე ნო­მე­რი, უარს ვამ­ბობ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­დატ­ზე, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ის სხვა წევ­რე­ბი, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი არ ასა­ხავს ხალ­ხის ნე­ბას. არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია გა­მო­რი­ცხუ­ლია. თით­ქმის ორი კვი­რა გა­ვი­და და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს არც ერთ ლი­დერს, იმ­პე­რი­ა­ლის­ტე­ბის გარ­და, არ უღი­ა­რე­ბია... ასე რომ, ახლა შე­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა...

არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­თან ერ­თად, ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლია მო­პა­რუ­ლი და ისეა ეს გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ უი­მე­დო გაგ­ვხა­დოს, ხე­ლე­ბი ჩა­მოგ­ვაყ­რე­ვი­ნოს, მაგ­რამ არც ერთს ვა­პი­რებთ და არც მე­ო­რეს, ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა ყვე­ლა პატ­რი­ოტ ადა­მი­ან­თან ერ­თად და აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბით...

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ამის გა­კე­თე­ბა?

- მარ­თლა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა უნდა მოხ­დეს იმა­ზე მეტი, როცა ქვეყ­ნის მო­მა­ვალს, შენი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს გპა­რა­ვენ?!. ამი­ტომ, რო­გორც მო­ქა­ლა­ქემ, რო­გორც დე­დამ, ზუს­ტად ვიცი, ამას არ დავ­თმობ. ეს ქვე­ყა­ნა ჩვე­ნია.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, გეგ­მის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­წი­ლია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, "რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის" იზო­ლა­ცი­ა­ში და­ტო­ვე­ბა... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბი ისე­თი ერ­თი­ა­ნე­ბი ვართ, რო­გორც არას­დროს და ამ ბრძო­ლას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიყ­ვანთ ბო­ლომ­დე. ქარ­თველ ხალ­ხს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუბ­რუ­ნებთ კუთ­ვნილ გა­მარ­ჯვე­ბას, რო­მე­ლიც რუს­მა ოლი­გარ­ქმა მოჰ­პა­რა.

- ვიდ­რე პო­ლი­ტი­კა­ში მოხ­ვი­დო­დით, აქ­ტი­ვის­ტი იყა­ვით. რო­გორ მი­ი­ღეთ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რო­გორ ფიქ­რობთ, რა შე­გიძ­ლი­ათ შეც­ვა­ლოთ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში?

- ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად, ეტა­პობ­რი­ვად მოხ­და. მივ­ხვდი, რომ აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის დრო მო­ვი­და და მეც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ხალ­ხთან შეხ­ვედ­რებს შე­ვუ­დე­ქი - ყო­ველ­დღი­უ­რად, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ვხვდე­ბო­დი.

შვი­ლე­ბი მე­წუ­წუ­ნე­ბოდ­ნენ, - მოგ­ვე­ნატ­რეო. არა­და, მე ვარ დედა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში, დღის დიდ ნა­წილს მათ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დი.თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვე­დი, ჩემი ცხოვ­რე­ბა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა. სულ ხალ­ხში ვი­ყა­ვი და ვარ. სწო­რედ მათ­თან სა­უ­ბა­რი მაძ­ლევს იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მო­შო­რე­ბა და მათი რუ­სეთ­ში გას­ტუმ­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია.

- და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში ხში­რად იწე­რე­ბა, რომ გან­წყო­ბა ამ­გვა­რია - უფ­როს თა­ო­ბა­ში უფრო მე­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდებ­ში...

- დიახ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "ჯენ­ზის" თა­ო­ბა გა­აღ­ვი­ძა. ეს არის ძა­ლი­ან ნა­თე­ლი, ბრჭყვი­ა­ლა, ვარ­სკვლა­ვუ­რი თა­ო­ბა, რო­მელ­საც ვერ მო­ა­ტყუ­ებ. სწო­რედ ამა­ზე ბრაზ­დე­ბი­ან, რომ ვერ ატყუ­ე­ბენ და ვერ იბ­რიყ­ვე­ბენ....გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ერთ დღეს, ჩემმა 14 წლის შვილმა მითხრა, დედა ერთი სული მაქვს, როდის გავხდები სრულწლოვანი, რომ საქართველო დავტოვოო" - სოფო ჯაფარიძე შვილებსა და პოლიტიკაში წასვლაზე

"ერთ დღეს, ჩემმა 14 წლის შვილმა მითხრა, დედა ერთი სული მაქვს, როდის გავხდები სრულწლოვანი, რომ საქართველო დავტოვოო" - სოფო ჯაფარიძე შვილებსა და პოლიტიკაში წასვლაზე

"დასაცავი გვაქვს ქვეყანა და ჩვენი შვილების მომავალი", - ასე მიმართავს სოფო ჯაფარიძე ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც პროდასავლურ ოპოზიციას მისცა ხმა და მზად არის, დაკარგული არჩევანი მასშტაბური აქციებით გააპროტესტოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური პარტიები ერთიანები არიან. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადებით, ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე...

- მთავარი გეგმა გაცხადებულია - მიტაცებული არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ ამ შედეგებით პარლამენტში შესვლას. მე, როგორც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" სიის მესამე ნომერი, უარს ვამბობ საპარლამენტო მანდატზე, ისევე როგორც ჩვენი კოალიციის სხვა წევრები, რადგან ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას. არჩევნების ლეგიტიმაცია გამორიცხულია. თითქმის ორი კვირა გავიდა და ცივილიზებული მსოფლიოს არც ერთ ლიდერს, იმპერიალისტების გარდა, არ უღიარებია... ასე რომ, ახლა შეჩერება არ შეიძლება...

არჩევნების შედეგებთან ერთად, ქვეყნის მომავალია მოპარული და ისეა ეს გაკეთებული, რომ უიმედო გაგვხადოს, ხელები ჩამოგვაყრევინოს, მაგრამ არც ერთს ვაპირებთ და არც მეორეს, ბრძოლა გაგრძელდება ყველა პატრიოტ ადამიანთან ერთად და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით...

- როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება?

- მართლა ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს იმაზე მეტი, როცა ქვეყნის მომავალს, შენი შვილების მომავალს გპარავენ?!. ამიტომ, როგორც მოქალაქემ, როგორც დედამ, ზუსტად ვიცი, ამას არ დავთმობ. ეს ქვეყანა ჩვენია.

როგორც აღვნიშნე, გეგმის ფუნდამენტური ნაწილია საპროტესტო აქციები, "რუსული რეჟიმის" იზოლაციაში დატოვება... მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური პარტიები ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ქართველ ხალხს აუცილებლად დავუბრუნებთ კუთვნილ გამარჯვებას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოჰპარა.

- ვიდრე პოლიტიკაში მოხვიდოდით, აქტივისტი იყავით. როგორ მიიღეთ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება და როგორ ფიქრობთ, რა შეგიძლიათ შეცვალოთ ქართულ პოლიტიკაში?

- ყველაფერი თავისთავად, ეტაპობრივად მოხდა. მივხვდი, რომ აქტიურ პოლიტიკაში წასვლის დრო მოვიდა და მეც წინასაარჩევნოდ, ხალხთან შეხვედრებს შევუდექი - ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე ათასობით ადამიანს ვხვდებოდი.

შვილები მეწუწუნებოდნენ, - მოგვენატრეო. არადა, მე ვარ დედა, რომელიც აქტიურადაა ჩართული შვილების აღზრდაში, დღის დიდ ნაწილს მათთან ერთად ვატარებდი.თუმცა, მას შემდეგ, რაც აქტიურ პოლიტიკაში წავედი, ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. სულ ხალხში ვიყავი და ვარ. სწორედ მათთან საუბარი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ "ქართული ოცნების" მოშორება და მათი რუსეთში გასტუმრება გარდაუვალია.

- დასავლურ მედიაში ხშირად იწერება, რომ განწყობა ამგვარია - უფროს თაობაში უფრო მეტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ვიდრე ახალგაზრდებში...

- დიახ, ხელისუფლებამ "ჯენზის" თაობა გააღვიძა. ეს არის ძალიან ნათელი, ბრჭყვიალა, ვარსკვლავური თაობა, რომელსაც ვერ მოატყუებ. სწორედ ამაზე ბრაზდებიან, რომ ვერ ატყუებენ და ვერ იბრიყვებენ....განაგრძეთ კითხვა