საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისი უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს..." - რას წერს გარდაცვლილი გოგოს მეუღლე და რას ამბობენ ქუთაისის სამშობიაროში?
"თავისი უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს..." - რას წერს გარდაცვლილი გოგოს მეუღლე და რას ამბობენ ქუთაისის სამშობიაროში?

28 წლის შო­რე­ნა ონი­ა­ნი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში ნა­ად­რე­ვად ტყუ­პი შე­ე­ძი­ნა, გარ­და­იც­ვა­ლა.

ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი Ambebi.ge-ს შო­რე­ნას ახ­ლო­ბელ­მაც და­უ­დას­ტუ­რა.

  • მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შო­რე­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, ოჯახს ურ­ჩი­ეს, რომ სას­წრა­ფოდ თურ­ქეთ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. შო­რე­ნა ტრა­პი­ზო­ნის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­როს, სა­დაც მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ. კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა თქვა, რომ ფაქტს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო იკ­ვლევს.

"გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­ნი­კა­ში დამ­ძიმ­და. აქ და­ე­წყო დენა, ყვე­ლა­ფერს იკ­ვლევს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო და ამის მერე გა­ვი­გებთ, რა მოხ­და" - გვი­თხრა კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძემ.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ჩვე­ნი ამ­ბა­ვი აქე­დან და­ი­წყო და ჩვენ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, ერ­თმა­ნე­თით ვტკბე­ბო­დით და გვი­ხა­რო­და ცხოვ­რე­ბა, ჩვე­ნი ტყუ­პე­ბის ამ­ბით ხომ ღრუბ­ლებ­ში დავფრი­ნავ­დით, ყო­ვე­ლი წინ წა­სუ­ლი დღე უფრო გვიტ­კბობ­და ამ სიყ­ვა­რულს რომ ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბი უნდა და­ბა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ხოლ­მე ბო­რო­ტი ზღაპ­რის დე­დაბ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას ხელს უშ­ლი­ან და თა­ვი­სი უყუ­რა­დღე­ბო­ბის და და­უ­დევ­რო­ბის გამო მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა თავ­ზე და­მამ­ხეს. სული მტკი­ვა. ეს ტკი­ვი­ლი უძ­ლი­ე­რე­სია და გული ვერ იტევს" - წერს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მე­უღ­ლე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
5

ცრრმლი მომდის ღაპაღუპით! რით უნდა ანუგეშო ეს ადამიანი?

 

სასტიკად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ყოველი ვისაც ბრქლი მიუძღვის ამ გოგოს გარდაცვალებაში და ლამაზი ოჯახის გაუბედურებაში!

ანიკა
4

დამეწვა გული. გაძლება მოგცეს ღმერთმა და ბავშვებს ჯანმრთელობა და ბედნიერი ბავშვობა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"თავისი უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს..." - რას წერს გარდაცვლილი გოგოს მეუღლე და რას ამბობენ ქუთაისის სამშობიაროში?

"თავისი უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს..." - რას წერს გარდაცვლილი გოგოს მეუღლე და რას ამბობენ ქუთაისის სამშობიაროში?

28 წლის შორენა ონიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მეორე სამშობიაროში ნაადრევად ტყუპი შეეძინა, გარდაიცვალა.

ტრაგიკული ამბავი Ambebi.ge-ს შორენას ახლობელმაც დაუდასტურა.

  • მშობიარობიდან რამდენიმე საათში შორენას მდგომარეობა დამძიმდა. თბილისში გადმოყვანის შემდეგ, ოჯახს ურჩიეს, რომ სასწრაფოდ თურქეთში გადაეყვანათ. შორენა ტრაპიზონის კლინიკაში გარდაიცვალა.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ქუთაისის მეორე სამშობიაროს, სადაც მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ. კლინიკის დირექტორმა თქვა, რომ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო იკვლევს.

"გოგონას მდგომარეობა კლინიკაში დამძიმდა. აქ დაეწყო დენა, ყველაფერს იკვლევს რეგულირების სააგენტო და ამის მერე გავიგებთ, რა მოხდა" - გვითხრა კლინიკის დირექტორმა ირაკლი მერკვილაძემ.

გარდაცვლილის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს:

"ჩვენი ამბავი აქედან დაიწყო და ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება, ჩვენი ტყუპების ამბით ხომ ღრუბლებში დავფრინავდით, ყოველი წინ წასული დღე უფრო გვიტკბობდა ამ სიყვარულს რომ ჩვენი პატარები უნდა დაბადებულიყვნენ, მაგრამ გამოჩნდებიან ხოლმე ბოროტი ზღაპრის დედაბრები, რომლებიც ამ ბედნიერებას ხელს უშლიან და თავისი უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს. სული მტკივა. ეს ტკივილი უძლიერესია და გული ვერ იტევს" - წერს გარდაცვლილი გოგონას მეუღლე.

წაიკითხეთ ასევე: