სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, ორგანიზაცია დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, ორგანიზაცია დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო

პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან, ორ­გა­ნი­ზა­ცია "და­ი­ტო­ვეს" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მსვლე­ლო­ბა და­ი­წყო. მსვლე­ლო­ბა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბი. აქ­ცი­ას ასე­ვე თსუ-ს სტუ­დენ­ტთა ნა­წი­ლიც შე­უ­ერ­თდა, რო­მელ­თაც ბა­ნე­რი უჭი­რავთ წარ­წე­რით: "არ­ჩე­ვა­ნი მოგვპა­რეს, არა­და­ნი ჩვე­ნია", ასე­ვე მი­ტა­ნი­ლი აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მსვლე­ლო­ბას თსუ-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით მარ­თა­ვენ.

  • რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი არ და­ვარ­დეს.

"ეს რე­ჟი­მი სულ უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა. ჩვენ ვხვდე­ბით, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა არ არის ერ­თა­დერ­თი ნა­ბი­ჯი, რაც მათ გა­დად­გეს. ჩვენ ვიბ­რძვით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის­თვის, სა­დაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბია და "რუ­სულ კა­ნონს“ არ იღე­ბენ, არ დევ­ნი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ადა­მი­ა­ნებს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო და არ სცე­მენ მათ სპეც­რაზ­მის მეშ­ვე­ო­ბით. ფაქ­ტია, ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვენ ბევრ რა­ი­მეს გა­ვი­გებთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან და­ა­შო­რებს“, - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ილია ღლონტმა.

  • რო­გორც "ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრესს­პი­კე­რი, ლე­ვან სა­ნი­კი­ძე აცხა­დებს, ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი რამ­დე­ნი­მე დღე­ში არ სრულ­დე­ბა.

"გეგ­მას აქვს სამი შე­მად­გე­ნე­ლი ას­პექ­ტი. პირ­ვე­ლი ეს არის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო არ აღი­ა­რე­ბა, მე­ო­რე პარ­ლა­მენ­ტში არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის შეს­ვლა და ეს არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის დღე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამ პრო­ცესს შე­უ­შა­ლოს ხელი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" არ­ცერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ აღ­მოჩ­ნდეს იმ დარ­ბაზ­ში. ამ პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვას გუ­ლის­ხმობს",- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სა­ნი­კი­ძემ.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, ორგანიზაცია დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, ორგანიზაცია დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, ორგანიზაცია "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების წევრები. აქციას ასევე თსუ-ს სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა, რომელთაც ბანერი უჭირავთ წარწერით: "არჩევანი მოგვპარეს, არადანი ჩვენია", ასევე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობას თსუ-ს მიმართულებით მართავენ.

  • როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ დავარდეს.

"ეს რეჟიმი სულ უფრო და უფრო მძიმდება. ჩვენ ვხვდებით, რომ არჩევნების გაყალბება არ არის ერთადერთი ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს. ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყნისთვის, სადაც დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და "რუსულ კანონს“ არ იღებენ, არ დევნიან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადამიანებს შეხედულებების გამო და არ სცემენ მათ სპეცრაზმის მეშვეობით. ფაქტია, ყოველდღიურად ჩვენ ბევრ რაიმეს გავიგებთ, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ილია ღლონტმა.

  • როგორც "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე აცხადებს, ავტორიტარიზმი რამდენიმე დღეში არ სრულდება.

"გეგმას აქვს სამი შემადგენელი ასპექტი. პირველი ეს არის არჩევნების საერთაშორისო არ აღიარება, მეორე პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის შესვლა და ეს არის უფლებამოსილების ცნობის დღე, რომ საზოგადოებამ ამ პროცესს შეუშალოს ხელი, რომ "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ აღმოჩნდეს იმ დარბაზში. ამ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა დამოუკიდებლობის დაკარგვას გულისხმობს",- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.