როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება - სახალხო დაუმორჩილებლობა! - მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა.
"გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა საპროტესტო კერით - ინსტიტუტებში, საჯარო და კერძო სექტორებში, საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება - სახალხო დაუმორჩილებლობა!
ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და აღვადგინოთ თითოეული მოქალაქის უფლება.
ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება! მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! დავიბრუნოთ წართმეული უფლებები! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!“,- წერს ხაზარაძე.
ეს პატივცემული ჩემი კომსომოლა ოყო... ისევ კომუნისტური წყობა რომ იყოს წარმოდგენილი მაქვს რა ომახიანად ილაპარაკებდა 37 ხუთწლედში(ზუსტად არ დამითვლია-ალბათ ეგრე იქნებოდა) მიღწეულ შედეგებზე,პარტიის გეგმებსა და ვალდებულებებზე DDD
როდის გავხდებით მართლა სუვერენულები, რომ კოლექტიური ნაცების პარპაშს ბოლო მოვუღოთ