ავტორი:

"სამხედრო პროექტები ისევ უცხოელების ინტერესებს ემსახურებოდა, რადგან ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში თავისი ჯარის გაგზავნა ეზარებოდათ" - ქადაგიშვილი

"სამხედრო პროექტები ისევ უცხოელების ინტერესებს ემსახურებოდა, რადგან ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში თავისი ჯარის გაგზავნა ეზარებოდათ" - ქადაგიშვილი

ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ! - სამხედრო პროექტები იმისთვის კეთდებოდა, რომ ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში ისევ მათ ინტერესებს მომსახურებოდა, როდესაც იქ თავისი ჯარის გაგზავნა ეზარებოდათ - საკუთარი ჯარისკაცის გაგზავნა ათჯერ ძვირი უჯდებათ, ამიტომ ქართველი ჯარისკაცის გაგზავნა უღირდათ! - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს, რომელმაც X-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია და ამან ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.

  • ქადაგიშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებას სიმამაცე, პატრიოტიზმი ეყო და კრიტიკულ მომენტში, როცა შეიძლება საქართველო ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე დამდგარიყო, მეორე ფრონტი არ გახსნა“.

"კარგად უნდა იცოდეთ, რომ არც „გამჭვირვალობის კანონი“ და არაფერი არაფერ შუაშია - აი, ეს არის ერთადერთი მიზეზი! ამის გამო იყვნენ მოწადინებული, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. არც ეს გამოუვიდათ და ამიტომ არიან გაბრაზებულები.

ამ გაბრაზების მიზეზებს პირდაპირ ვერ იტყვიან - ამიტომ ხან ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ხან სხვა რაღაცას მოიფიქრებენ, ყოველგვარი არგუმენტისა და კონკრეტიკის გარეშე.

კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი, როდესაც ავღანეთში ომი იყო - საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა?! დაავიწყდათ ეს ამბავი?!

მოდით რა, ევროკავშირმა საქართველოში ერთი სერიოზული ინვესტიცია განახორციელეთ - 35 წელია და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, არსებობს ეკონომიკა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა პიტერ ფიშერის პოსტის პასუხად.