ავტორი:

არსებული ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე პოლიციელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

არსებული ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე პოლიციელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ლევან სულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით საფეთქლის არეში აქვს მიყენებული. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები "ტვ პირველთან" ამბობენ ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლევან სულაშვილი მოკლეს, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს. გარდაცვლილის მამის თქმით, ლევან სულაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ემუქრებოდა, თუ მის შვილს ცოლად არ მოიყვანდა, სიცოცხლეს გამოასალმებდა.

ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულზე კომენტარი არ კეთდება.