ავტორი:

მძიმე ღამე ოდესაში - რუსეთმა ქალაქს “შაჰედებით“ შეუტია: არის მსხვერპლი, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები (ფოტო/ვიდეო)

მძიმე ღამე ოდესაში - რუსეთმა ქალაქს “შაჰედებით“ შეუტია: არის მსხვერპლი, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები (ფოტო/ვიდეო)

რუსეთმა ოდესას დრონებითა და “შაჰედებით“ შეუტია. აფეთქებები რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

ადგილობრივი ტელეგრამარხები თავდასხმის ამსახველ კადრებს ავრცელებენ.

  • დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსები. თავდასხმის შედეგად, დაზიანდა გათბობის მთავარი მილსადენი, შეჩერდა ქალაქის ერთ-ერთი საქვაბე სახლის მუშაობა. თავდასხმას ოდესაში ქალი ემსხვერპლა. არის ათობით დაშავებული, მათ შორის მცირეწლოვანი.

ukraina, omi, ruseti,

“14 ნოემბერს რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა ქალაქის ცენტრზე. დაზიანებულია ტაძარი, საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, ავტოფარეხები, მთავარი გათბობის მილსადენი და მანქანები. დაიღუპა ქალი, დაშავდა კიდევ 10 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბიჭი. დაშავებულთა რაოდენობა და სხვა დეტალები ახლაც ზუსტდება,“ - ავრცელებს ოდესის პოლიცია.

ukraina, odesa, dronebi, tavdasxma,

ukraina, ruseti, omi,

  • ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 15 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას 50-ზე მეტი დრონით შეუტია.

რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებზე გაგზავნილი 50-ზე მეტი უკრაინული დრონიდან, 36 რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კრასნოდარის ტერიტორიის თავზე ჩამოაგდო.

“გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 51 უკრაინული დრონნი გაანადგურეს, მათ შორის 36 კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე, 4 - ყირიმის ტერიტორიაზე, 2- ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და 10 უპილოტო საფრენი აპარატი აზოვის ზღვის თავზე.

წყარო

იხილეთ ასევე: