აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მომავალ მინისტრად რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი დიდ როლს შეასრულებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა დაცული იყოს მავნე ქიმიკატებისგან, დამაბინძურებლებისგან, პესტიციდებისგან, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისგან, რამაც ხელი შეუწყო ჯანდაცვის უზარმაზარ კრიზისს ამ ქვეყანაში“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
გასულ კვირას მან განაცხადა, რომ „დაუყოვნებლივ“ დაიწყებს ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესწავლას, მაგრამ პირობა დადო, რომ „ვაქცინებს არავის წაართმევს“.
CNN-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ტრამპმა რობერტ კენედი უმცროსი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეარჩია, ვაქცინების ცნობილი მწარმოებლების აქციების ფასები დაეცა.
წაიკითხეთ ასევე: