ავტორი:

"გიორგი კალანდარიშვილის სახლთან მოვედით, რომ შევახსენოთ ახალგაზრდების პროტესტი" - რა ხდებოდა წუხელ ცესკო-ს თავმჯდომარის სახლთან?

"გიორგი კალანდარიშვილის სახლთან მოვედით, რომ შევახსენოთ ახალგაზრდების პროტესტი" - რა ხდებოდა წუხელ ცესკო-ს თავმჯდომარის სახლთან?

"კოალიცია ცვლილებისთვის“ საბურთალოს ოფისის ახალგაზრდული ფრთის წევრები ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან შეიკრიბნენ.

  • ახალგაზრდებმა გიორგი კალანდარიშვილის სახლთან საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.

მათივე თქმით, არჩევნები “არის მოპარული” და საზოგადოება “მოპარულ ხმებს დაიბრუნებს”.

“გიორგი კალანდარიშვილის სახლთან მოვედით იმისთვის, რომ შევახსენოთ საზოგადოებისა და ახალგაზრდების პროტესტი. კალანდარიშვილი არის მარიონეტი, სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა რუსული დავალება და საქართველოში რუსული არჩევნები გააფორმა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდები არ შევეგუებით არჩევნების შედეგებს და ყოველდღე გავმართავთ სხვადასხვა ტიპის პროტესტს, რათა ამ რუს ჯალათებს შევახსენოთ, რომ არჩევნები არის მოპარული და საზოგადოება არჩევნებს მაინც დავიბრუნებთ. ჩვენ მზად ვართ, ყველანაირი ბრძოლისთვის”,- აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” საბურთალოს ოფისის ახალგაზრდული ფრთის წევრი, ლევან გათიაშვილი.