Gladiator II-ის პრემიერაზე პედრო პასკალი თავის ტრანსგენდერ დასთან, ლუქსთან ერთად გამოჩნდა - მსახიობი ხშირად აღნიშნავს, რომ LGBTQ საზოგადოების მხარდამჭერი და ლუქსის ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
ლუქს პასკალი 1992 წელს დაიბადა - პედრო მასზე 17 წლით უფროსია. მათი მშობლები აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურას 1976 წელს გაექცნენ, მაგრამ ლუქსის დაბადებიდან მალევე კვლავ ჩილეში დაბრუნდნენ.
უფროსი ძმის მსგავსად ლუქსიც მსახიობია - მონაწილეობდა დრამატულ სერიალში Los 80. 2017 წელს, ითამაშა ელიასის როლი Netflix-ის სერიალის Narcos-ის მესამე სეზონში. 2023 წელს ჯულიარდის სკოლა დაამთავრა.
სქესის შეცვლა 2021 წელს გადაწყვიტა და ჩილეს ჟურნალის თებერვლის ნომრის გარეკანზე ამ პროცესის შესახებ ისაუბრა. მსახიობმა აღიარა, რომ როცა ჰორმონებით მკურნალობა დაიწყო, ოჯახის წევრები მხარს უჭერდნენ.
"ამას ყოველთვის ელოდნენ" - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ მისი ძველი ფოტოების ყურება არ აწუხებს.
„ჩვენ გვჭირდება ჭკვიანი ტრანს აქტივისტები, რომლებიც იქნებიან ძლიერი ხმა ტრანსფობიის, ჰომოფობიისა და რასიზმის წინააღმდეგ“, - თქვა მან.