პოლიტიკა
საზოგადოება

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქორები" ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში: რას უნდა ველოდოთ აშშ-ს საკვანძო თანამდებობებზე დასახელებული ადამიანებისგან: "რუსეთი უკმაყოფილოა წარმოდგენილი ფიგურებით"
"ქორები" ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში: რას უნდა ველოდოთ აშშ-ს საკვანძო თანამდებობებზე დასახელებული ადამიანებისგან:  "რუსეთი უკმაყოფილოა წარმოდგენილი ფიგურებით"

აშშ-ს ახა­ლარ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა უკვე და­ა­სა­ხე­ლა რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტი, რომ­ლე­ბიც მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და­ი­კა­ვე­ბენ თა­ნამ­დე­ბო­ბებს. რეს­პუბ­ლი­კელ­მა ტრამპმა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე ტე­ლე­კომ­პა­ნია Fox News-ის წამ­ყვა­ნი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პიტ ჰეგ­სე­თი წა­რად­გი­ნა.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს(CIA) დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კი ჯონ რეტკლი­ფის კან­დი­და­ტუ­რა და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც 2020-2021 წლებ­ში ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და (2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნი­ის დროს დე­მოკ­რა­ტე­ბი რეტკლიფს ბრალს სდებ­დნენ ტრამ­პის სა­სარ­გებ­ლოდ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით). ჰეგ­სე­თის და რეტკლი­ფის კან­დი­და­ტუ­რებს მხა­რი უნდა და­უ­ჭი­როს სე­ნატ­მა, რო­მელ­შიც ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბა და­იბ­რუ­ნეს. კონ­გრეს­მენ მაიკ უოლცს კი ტრამპმა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა შეს­თა­ვა­ზა.

ratcliffe, usa
ჯონ რეტკლი­ფი

ასე­ვე, დო­ნალდ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი, ე.წ. მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მელ­საც უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ ტრამ­პის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, კომ­პა­ნი­ე­ბის, Tesla-ს და SpaceX-ის მფლო­ბე­ლი, მი­ლი­არ­დე­რი ილონ მას­კი და კონ­სერ­ვა­ტო­რი ბიზ­ნეს­მენი ვი­ვეკ რა­მას­ვა­მი, რო­მე­ლიც 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში პრე­ზი­დენ­ტად კენ­ჭისყრას გეგ­მავ­და, თუმ­ცა იან­ვარ­ში უარი თქვა ტრამ­პის სა­სარ­გებ­ლოდ. რო­გორც დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, ეს ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ამე­რი­კე­ლი გზას გაკ­ვა­ლავს სამ­თავ­რო­ბო ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ლიკ­ვი­და­ცი­ის, ზედ­მე­ტი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის­კენ.

უკვე ცნო­ბი­ლია, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბას აშშ-ის სე­ნატ­ში ფლო­რი­დის შტა­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და დაზ­ვერ­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე მარ­კო რუ­ბიო და­ი­კა­ვებს, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თი­სა და ირა­ნი­სად­მი მკაც­რი პო­ზი­ცი­ი­თაა ცნო­ბი­ლი.

რუ­ბი­ოს ბოლო პე­რი­ო­დის ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბის გზად მი­იჩ­ნევს მო­ლა­პა­რა­კე­ბას, რომ­ლის­თვი­საც კი­ევს უნდა ჰქონ­დეს ზე­მოქ­მე­დე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ბერ­კე­ტი. 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში ის იყო იმ რეს­პუბ­ლი­კელ სე­ნა­ტო­რებს შო­რის, რომ­ლებ­მაც მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს უკ­რა­ი­ნის­თვის 60 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას.

მოკ­ლედ, ჰეგ­სე­თიც, უოლ­ციც და რუ­ბი­ოც "რე­ი­გა­ნიზ­მის" აგ­რე­სი­უ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მიმ­დევ­რე­ბი და ტრა­დი­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლი "ქო­რე­ბი" არი­ან. სა­მი­ვე რუ­სე­თის, ჩი­ნე­თი­სა და ირა­ნის მი­მართ მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლი მკაც­რი პო­ლი­ტი­კის მომ­ხრეა.

  • რას ნიშ­ნავს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­ვლა საკ­ვან­ძო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და რა ტი­პის პო­ლი­ტი­კას გა­ა­ტა­რებს ამე­რი­კის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია?

ამ სა­კი­თხებ­ზე ambebi.ge-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ესა­უბ­რა:

eqsperti_koberidze
გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე

"ჰეგ­სე­თი იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ცნო­ბი­ლი წამ­ყვა­ნი Fox News-ზე, ამას­თა­ნა­ვე, მას სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი და არის მყა­რი კონ­სერ­ვა­ტო­რი. გა­ვიხ­სე­ნებ ჰეგ­სე­თის კო­მენ­ტარს პუ­ტინ­ზე, რო­მე­ლიც იყო ძა­ლი­ან მყა­რი და მკაც­რი, მან თქვა, - არცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა და­ვუშ­ვათ პუ­ტი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებთ ახალ საბ­ჭო­თა კავ­შირს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მტე­რი იქ­ნე­ბაო.

usa, hegesth
პიტ ჰეგ­სე­თი

ახლა ამე­რი­კა­ში, ვინც წინ წა­მო­ი­წია, მათი უმე­ტე­სო­ბა არის მყა­რი და მკაც­რი პუ­ტი­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე. რა თქმა უნდა, მათი პო­ზი­ცი­ე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, უფრო ნე­იტ­რა­ლუ­რის­კენ შე­იც­ვა­ლა, რად­გან ამე­რი­კა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ნე­იტ­რა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი­სად­მი, ცნო­ბი­ლია მათი იზო­ლა­ცი­ო­ნის­ტუ­რი რი­ტო­რი­კაც, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ახლა ჯერ გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დია და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მათი პო­ზი­ცია რო­გო­რი იქ­ნე­ბა, ამას ალ­ბათ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გებთ.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ რეტკლიფს რაც შე­ე­ხე­ბა, ამ პერ­სო­ნა დიდ­ხანს უმუ­შა­ვია უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და მისი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. უკ­რა­ი­ნის ომ­თან მი­მარ­თე­ბით მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სად შემ­ხვედ­რია, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან მწი­რი მაქვს, ამი­ტომ კონ­კრე­ტუ­ლად რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი ფი­გუ­რა, ამას ვერ გე­ტყვით. ის არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, არა მგო­ნია, მან პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს.

mike-uolts
მაიკ უოლ­ცი

უოლცს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სოა იმით, რომ ის ბა­ი­დენს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­რი­ტი­კებ­და იმის გამო, რომ პრე­ზი­დენტს ჰქონ­და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბით. ის თა­ვი­დან, პრაქ­ტი­კუ­ლად, უკ­რა­ი­ნის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ყვე­ლა დახ­მა­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი იყო, მაგ­რამ ბოლო დახ­მა­რე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, უფრო სწო­რად, თქვა, რომ ბა­ი­დე­ნის პო­ლი­ტი­კა ცა­რი­ე­ლი ფუ­ლის გა­ცე­მა­ზე თუა აგე­ბუ­ლი, არას­წო­რი­აო. მისი გან­ცხა­დე­ბა იყო ასე­თი - ომს უნდა უჩან­დეს ბოლო, ომის სტრა­ტე­გი­ას უნდა ჰქონ­დეს თა­ვი­სი ლო­გი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და არა მხო­ლოდ ფუ­ლის გა­და­ცე­მით ომის ბე­დის გა­და­წყვე­ტის სურ­ვი­ლიო.

ამ ადა­მი­ა­ნის აზ­რით, ამე­რი­კამ ომი უნდა და­ამ­თავ­როს რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფულ­ზე გა­დი­ო­დეს, იმი­ტომ რომ ფუ­ლით ომს უკ­რა­ი­ნა ვერ მო­ი­გებს.

ტექ­ნი­კუ­რად რომ შევ­ხე­დოთ, მთლად ცუდი პო­ზი­ცია არაა, ვი­ნა­ი­დან მისი გან­ცხა­დე­ბით, ეს ომი უნდა დას­რულ­დეს უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბით.

donald_trump, marco_rubio
ტრამ­პი და რუ­ბიო

ახლა გა­დამ­წყვე­ტია სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის პო­ზი­ცია, რო­მელ­ზეც, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­კო რუ­ბი­ოს და­ნიშნვნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­და­წყვე­ტი­ლია. სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ვი­ნა­ო­ბის გა­რე­შე, მხო­ლოდ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის საკ­ვან­ძო თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბით ვერ შე­იქ­მნე­ბა სუ­რა­თი, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა. სა­ბო­ლო­ოდ ამ პოსტზე მარ­კო რუ­ბიო თუ და­ი­ნიშ­ნა, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ მის­ნა­ი­რი ფი­გუ­რე­ბი აშშ-ს მხრი­დან ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას ემ­ხრო­ბი­ან. ასე­თი პო­ლი­ტი­კის მხარ­და­ჭე­რა თუ ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­და, ეს იქ­ნე­ბა დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა ამე­რი­კის იმ მხა­რის­თვის, რო­მე­ლიც იმ პო­ლი­ტი­კას უჭერს მხარს, სა­დაც ძვე­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლი "ქო­რე­ბი“ იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა უნდა იყოს ხის­ტი.

მარ­თა­ლია, ეს ფი­გუ­რე­ბი ზო­გა­დად სი­ხის­ტი­თა და სიმ­კაც­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ირა­ნის, ჩი­ნე­თი­სა და რუ­სე­თის მი­მართ, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად რა იქ­ნე­ბა, მას შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა, როცა ყვე­ლა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ი­ნიშ­ნე­ბი­ან და მუ­შა­ო­ბას და­ი­წყე­ბენ".

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მო­მა­ვა­ლი მრჩე­ველ მაიკ უოლცს, თა­ვის დრო­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მარ­თაც ძალ­ზე მკაც­რი პო­ზი­ცია ჰქონ­და, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად რა იქ­ნე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ღე­ბის შემ­დეგ, ეს არ ვი­ცით.

მაგ. უოლ­ცი წლე­ბის წინ ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მეტ-ნაკ­ლე­ბად პრო­რუ­სუ­ლი კურ­სი ეჭი­რა. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხიც ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს უკეთ იც­ნობს, ვიდ­რე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია იც­ნობ­და ოდეს­მე.

თუ ეს შე­მად­გენ­ლო­ბა და­ი­ნიშ­ნა რუ­ბი­ოს ჩათ­ვლით, მათ­გან ველი ძლი­ერ აქ­ტი­ურ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, მათ შო­რის ჩვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რუ­ბი­ოს პო­ლი­ტი­კა ან­ტი­კო­მუ­ნის­ტუ­რია და ამ­ბობს, რომ ყვე­ლა ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მი არის საფრ­თხე ამე­რი­კის­თვის. რუ­ბი­ოს­თვის ყვე­ლა ის რე­ჟი­მი, რო­მელ­შიც არ­სე­ბობ­და კო­მუ­ნიზ­მი და სა­დაც დღე­საც კო­მუ­ნიზმს მის­ტი­რის (სა­უ­ბა­რი მაქვს ჩი­ნეთ­სა და რუ­სეთ­ზე), არის ნე­გა­ტი­უ­რი და ცუდ კონ­ტექ­სტში გან­ხი­ლუ­ლი, ამი­ტომ მას ექ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა.

ilon_maski
ილონ მას­კი

რაც შე­ე­ხე­ბა "მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენტს“, ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ტექ­ნი­კუ­რად შემ­ცი­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ ასე­ვე, ერ­თგვა­რი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დაა ილონ მას­კის­თვის, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ამ­ყა­როს. ამ დე­პარ­ტა­მენ­ტმა ტექ­ნი­კუ­რად ბი­უ­როკ­რა­ტია კი უნდა შე­ამ­ცი­როს, მაგ­რამ პრქტი­კა­ში მე­ეჭ­ვე­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რამე გა­კეთ­დეს, ეს დე­პარ­ტა­მენ­ტი ამას ვერ შეძ­ლებს, ნაკ­ლე­ბად მგო­ნია, ამან ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ოს ამე­რი­კის­თვის, რო­მელ­საც დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს. უბ­რა­ლოდ, ეს კონ­ტრი­ბუ­ცი­ის გა­დახ­დაა და ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბა ილონ მას­კის­თვის, რო­მელ­მაც ტრამპს ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა და დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს.

ფაქ­ტი ერ­თია, რუ­სე­თი ჯერ­ჯე­რო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა ამ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფი­გუ­რე­ბით, ეს არის მო­ცე­მუ­ლი რე­ა­ლო­ბა. მაგ. პეს­კოვ­მა გა­ნა­ცახ­და, - არ არის რე­ა­ლუ­რი ომი ერთ დღე­ში დას­რულ­დეს, ტრამპსა და მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ამის მო­ლო­დი­ნი არ ჰქონ­დე­სო.

რუ­სე­თი სხვა­ნა­ირ ფი­გუ­რებს ელო­და, მაგ­რამ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ამ ფი­გუ­რე­ბის პო­ლი­ტი­კა, ამას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­ვი­გებთ, მათი პო­ლი­ტი­კა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ვნი­დან ერთ თვე­ში გა­მოჩ­ნდე­ბა“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ქორები" ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში: რას უნდა ველოდოთ აშშ-ს საკვანძო თანამდებობებზე დასახელებული ადამიანებისგან: "რუსეთი უკმაყოფილოა წარმოდგენილი ფიგურებით"

"ქორები" ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში: რას უნდა ველოდოთ აშშ-ს საკვანძო თანამდებობებზე დასახელებული ადამიანებისგან:  "რუსეთი უკმაყოფილოა წარმოდგენილი ფიგურებით"

აშშ-ს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც მის ადმინისტრაციაში დაიკავებენ თანამდებობებს. რესპუბლიკელმა ტრამპმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი, ყოფილი სამხედრო პიტ ჰეგსეთი წარადგინა.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(CIA) დირექტორის თანამდებობაზე კი ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა დაასახელა, რომელიც 2020-2021 წლებში ეროვნული დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა (2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დემოკრატები რეტკლიფს ბრალს სდებდნენ ტრამპის სასარგებლოდ საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მიზნით). ჰეგსეთის და რეტკლიფის კანდიდატურებს მხარი უნდა დაუჭიროს სენატმა, რომელშიც ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაიბრუნეს. კონგრესმენ მაიკ უოლცს კი ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა.

ratcliffe, usa
ჯონ რეტკლიფი

ასევე, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც უხელმძღვანელებენ ტრამპის აქტიური მხარდამჭერები, კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი და კონსერვატორი ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა იანვარში უარი თქვა ტრამპის სასარგებლოდ. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ეს ორი შესანიშნავი ამერიკელი გზას გაკვალავს სამთავრობო ბიუროკრატიის ლიკვიდაციის, ზედმეტი რეგულაციების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ.

უკვე ცნობილია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას აშშ-ის სენატში ფლორიდის შტატის წარმომადგენელი და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარკო რუბიო დაიკავებს, რომელიც ჩინეთისა და ირანისადმი მკაცრი პოზიციითაა ცნობილი.

რუბიოს ბოლო პერიოდის ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის დასრულების გზად მიიჩნევს მოლაპარაკებას, რომლისთვისაც კიევს უნდა ჰქონდეს ზემოქმედების რაც შეიძლება მეტი ბერკეტი. 2024 წლის თებერვალში ის იყო იმ რესპუბლიკელ სენატორებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას.

მოკლედ, ჰეგსეთიც, უოლციც და რუბიოც "რეიგანიზმის" აგრესიული საგარეო პოლიტიკის მიმდევრები და ტრადიციული რესპუბლიკელი "ქორები" არიან. სამივე რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ მკაფიოდ გამოკვეთილი მკაცრი პოლიტიკის მომხრეა.

  • რას ნიშნავს ამ ადამიანების მოსვლა საკვანძო თანამდებობებზე და რა ტიპის პოლიტიკას გაატარებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია?

ამ საკითხებზე ambebi.ge-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე ესაუბრა:

eqsperti_koberidze
გიორგი კობერიძე

"ჰეგსეთი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ცნობილი წამყვანი Fox News-ზე, ამასთანავე, მას სამხედრო გამოცდილება აქვს მიღებული და არის მყარი კონსერვატორი. გავიხსენებ ჰეგსეთის კომენტარს პუტინზე, რომელიც იყო ძალიან მყარი და მკაცრი, მან თქვა, - არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ პუტინის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ახალ საბჭოთა კავშირს, რომელიც ჩვენი მტერი იქნებაო.

usa, hegesth
პიტ ჰეგსეთი

ახლა ამერიკაში, ვინც წინ წამოიწია, მათი უმეტესობა არის მყარი და მკაცრი პუტინის მოწინააღმდეგე. რა თქმა უნდა, მათი პოზიციები მოგვიანებით ჩამოყალიბდება, უფრო ნეიტრალურისკენ შეიცვალა, რადგან ამერიკაში პოპულარული გახდა ნეიტრალური დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომისადმი, ცნობილია მათი იზოლაციონისტური რიტორიკაც, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ჯერ გარდამავალი პერიოდია და საბოლოო ჯამში მათი პოზიცია როგორი იქნება, ამას ალბათ მოგვიანებით გავიგებთ.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ რეტკლიფს რაც შეეხება, ამ პერსონა დიდხანს უმუშავია უსაფრთხოების მიმართულებაზე და მისი გამოცდილება ძალიან მაღალია. უკრაინის ომთან მიმართებით მისი დამოკიდებულება არსად შემხვედრია, ამაზე ინფორმაცია ძალიან მწირი მაქვს, ამიტომ კონკრეტულად როგორი იქნება მისი ფიგურა, ამას ვერ გეტყვით. ის არ არის პოლიტიკური ფიგურა და მაღალი ალბათობით, არა მგონია, მან პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს.

mike-uolts
მაიკ უოლცი

უოლცს რაც შეეხება, საინტერესოა იმით, რომ ის ბაიდენს დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა იმის გამო, რომ პრეზიდენტს ჰქონდა არათანმიმდევრული პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით. ის თავიდან, პრაქტიკულად, უკრაინისთვის გამოყოფილი ყველა დახმარების მხარდამჭერი იყო, მაგრამ ბოლო დახმარებაზე უარი განაცხადა, უფრო სწორად, თქვა, რომ ბაიდენის პოლიტიკა ცარიელი ფულის გაცემაზე თუა აგებული, არასწორიაო. მისი განცხადება იყო ასეთი - ომს უნდა უჩანდეს ბოლო, ომის სტრატეგიას უნდა ჰქონდეს თავისი ლოგიკური განვითარება და არა მხოლოდ ფულის გადაცემით ომის ბედის გადაწყვეტის სურვილიო.

ამ ადამიანის აზრით, ამერიკამ ომი უნდა დაამთავროს რუსეთის დამარცხებით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყველაფერი ფულზე გადიოდეს, იმიტომ რომ ფულით ომს უკრაინა ვერ მოიგებს.

ტექნიკურად რომ შევხედოთ, მთლად ცუდი პოზიცია არაა, ვინაიდან მისი განცხადებით, ეს ომი უნდა დასრულდეს უკრაინის გამარჯვებით.

donald_trump, marco_rubio
ტრამპი და რუბიო

ახლა გადამწყვეტია სახელმწიფო მდივნის პოზიცია, რომელზეც, ბოლო ინფორმაციით, მარკო რუბიოს დანიშნვნა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია. სახელმწიფო მდივნის ვინაობის გარეშე, მხოლოდ ნაციონალური უსაფრთხოების საკვანძო თანამდებობებით ვერ შეიქმნება სურათი, თუ როგორი იქნება ადმინისტრაციის პოლიტიკა. საბოლოოდ ამ პოსტზე მარკო რუბიო თუ დაინიშნა, ძალიან კარგი იქნება იმიტომ, რომ მისნაირი ფიგურები აშშ-ს მხრიდან ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ემხრობიან. ასეთი პოლიტიკის მხარდაჭერა თუ ბოლომდე გაგრძელდა, ეს იქნება დიდი უპირატესობა ამერიკის იმ მხარისთვის, რომელიც იმ პოლიტიკას უჭერს მხარს, სადაც ძველი რესპუბლიკელი "ქორები“ იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ხისტი.

მართალია, ეს ფიგურები ზოგადად სიხისტითა და სიმკაცრით გამოირჩევიან ირანის, ჩინეთისა და რუსეთის მიმართ, მაგრამ კონკრეტულად რა იქნება, მას შემდეგ გამოჩნდება, როცა ყველანი თანამდებობებზე დაინიშნებიან და მუშაობას დაიწყებენ".

რაც შეეხება საქართველოსადმი დამოკიდებულებას, ნაციონალური უსაფრთხოების მომავალი მრჩეველ მაიკ უოლცს, თავის დროზე, საქართველოს ხელისუფლების მიმართაც ძალზე მკაცრი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ რეალურად რა იქნება თანამდებობაზე მიღების შემდეგ, ეს არ ვიცით.

მაგ. უოლცი წლების წინ ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად პრორუსული კურსი ეჭირა. ახლა საქართველოს საკითხიც ძალზე საინტერესო იქნება იმიტომ, რომ რესპუბლიკური პარტია საქართველოს უკეთ იცნობს, ვიდრე დემოკრატიული პარტია იცნობდა ოდესმე.

თუ ეს შემადგენლობა დაინიშნა რუბიოს ჩათვლით, მათგან ველი ძლიერ აქტიურ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის ჩვენთან მიმართებაში. რუბიოს პოლიტიკა ანტიკომუნისტურია და ამბობს, რომ ყველა ავტოკრატიული რეჟიმი არის საფრთხე ამერიკისთვის. რუბიოსთვის ყველა ის რეჟიმი, რომელშიც არსებობდა კომუნიზმი და სადაც დღესაც კომუნიზმს მისტირის (საუბარი მაქვს ჩინეთსა და რუსეთზე), არის ნეგატიური და ცუდ კონტექსტში განხილული, ამიტომ მას ექნება აქტიური საგარეო პოლიტიკა.

ilon_maski
ილონ მასკი

რაც შეეხება "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“, ბიუროკრატიის ტექნიკურად შემცირებისკენაა მიმართული, მაგრამ ასევე, ერთგვარი საფასურის გადახდაა ილონ მასკისთვის, რომელიც ცდილობს, თავისი პოზიციები გაამყაროს. ამ დეპარტამენტმა ტექნიკურად ბიუროკრატია კი უნდა შეამციროს, მაგრამ პრქტიკაში მეეჭვება, ამ მიმართულებით რამე გაკეთდეს, ეს დეპარტამენტი ამას ვერ შეძლებს, ნაკლებად მგონია, ამან ეფექტურად იმუშაოს ამერიკისთვის, რომელსაც დიდი გამოწვევები აქვს. უბრალოდ, ეს კონტრიბუციის გადახდაა და ვალის დაბრუნება ილონ მასკისთვის, რომელმაც ტრამპს ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება გაუწია საარჩევნო კამპანიის დროს.

ფაქტი ერთია, რუსეთი ჯერჯერობით უკმაყოფილოა ამ წარმოდგენილი ფიგურებით, ეს არის მოცემული რეალობა. მაგ. პესკოვმა განაცახდა, - არ არის რეალური ომი ერთ დღეში დასრულდეს, ტრამპსა და მის ადმინისტრაციას ამის მოლოდინი არ ჰქონდესო.

რუსეთი სხვანაირ ფიგურებს ელოდა, მაგრამ როგორი იქნება ამ ფიგურების პოლიტიკა, ამას ჯერჯერობით ვერ გავიგებთ, მათი პოლიტიკა თანამდებობებზე დანიშვნიდან ერთ თვეში გამოჩნდება“.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"