საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართალია თუ არა, რომ სირაქლემები საფრთხის დროს თავს ქვიშაში მალავენ?
მართალია თუ არა, რომ სირაქლემები საფრთხის დროს თავს ქვიშაში მალავენ?

მო­საზ­რე­ბა, რომ სი­რაქ­ლე­მე­ბი საფრ­თხის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას თავს ქვი­შა­ში მა­ლა­ვენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­მა­ელ ბუ­ნე­ბის­მე­ტყველ პლი­ნი­უს უფ­როსს ეკუთ­ვნის. სწო­რედ აქე­დან მო­დის გა­მოთ­ქმა "თავი ქვი­შა­ში ჩარ­გო“, რაც პრობ­ლე­მე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"სი­რაქ­ლე­მას სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბაა ის, რომ მათი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა ყვე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ამუ­შა­ვებს, თუმ­ცა მათი უჭ­კუ­ო­ბა ასე­ვე გა­სა­ო­ცა­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი სხე­უ­ლის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლე­ბი თავ­ზე გა­ცი­ლე­ბით დი­დია, მათი წარ­მოდ­გე­ნით, თა­ვის ქვი­შა­ში ჩარ­გვით, მთელ სხე­ულს და­მა­ლა­ვენ", - წერ­და პლი­ნი­უ­სი.

და მარ­თლაც, სჯე­რათ თუ არა დღემ­დე მეც­ნი­ე­რებს, რომ სი­რაქ­ლე­მე­ბი ქვი­შა­ში თავს ში­შის გამო რგა­ვენ? - აღ­მოჩ­ნდა, რომ რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად არის.

სი­რაქ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა ჩი­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბუ­დეს არ აშე­ნე­ბენ, ქვი­შა­ში ან ტა­ლახ­ში მცი­რე ორ­მო­ებს თხრი­ან, სა­დაც კვერ­ცხებს დე­ბენ. სა­ნამ პა­ტა­რა სი­რაქ­ლე­მე­ბი გა­მო­ი­ჩე­კე­ბი­ან დე­დე­ბი დღი­სით, მა­მე­ბი კი ღა­მით კვერ­ცხებს რამ­დე­ნი­მე­ჯერ ატ­რი­ა­ლე­ბენ, რომ სით­ბო შე­უ­ნარ­ჩუ­ნონ. შო­რი­დან ეს შე­იძ­ლე­ბა ისე ჩან­დეს, თით­ქოს სი­რაქ­ლე­მე­ბი თავს მი­წა­ში მა­ლა­ვენ.

გარ­და ამი­სა, მათ ხში­რად მი­აქვთ მი­წის სი­ახ­ლო­ვეს თავი, რო­დე­საც საკ­ვებს ეძე­ბენ - ბა­ლახს ან მცი­რე ცხო­ვე­ლებს, რო­გო­რი­ცაა თაგ­ვე­ბი, ბა­ყა­ყე­ბი და მწე­რე­ბი.

ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში სი­რაქ­ლე­მებს ბევ­რი ბუ­ნებ­რი­ვი მტე­რი ჰყავთ, მათ შო­რის ავა­ზა, ლომი, ლე­ო­პარ­დი, მაგ­რამ საფრ­თხის დროს ისი­ნი თავს მი­წა­ში არ მა­ლა­ვენ, არა­მედ გარ­ბი­ან.

ვა­შინგტო­ნის სმიტ­სო­ნის ეროვ­ნუ­ლი ზო­ო­პარ­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, სი­რაქ­ლე­მე­ბი ყვე­ლა­ზე სწრაფ­მა­ვალ ფრინ­ვე­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან და მაქ­სი­მა­ლურ სიჩ­ქა­რეს 70 კმ/სთ ავი­თა­რე­ბენ.

თუ გაქ­ცე­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, ისი­ნი ზოგ­ჯერ მი­წა­ზე წვე­ბი­ან და კი­სერს წე­ლა­ვენ, რომ გა­რე­მოს შე­ერ­წყან. ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მის მი­ხედ­ვით, ზრდას­რულ სი­რაქ­ლე­მებს ფრთე­ბით მტვრის ქარ­ბუ­ქის წარ­მოქ­მნაც შე­უძ­ლი­ათ, რათა მტა­ცებ­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ბარ­ტყე­ბის­გან და­აფრ­თხონ. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ სი­რაქ­ლე­მებს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი დარ­ტყმა აქვთ.

ამ­რი­გად, სი­ნამ­დვი­ლე­ში სი­რაქ­ლე­მე­ბი თა­ვი­ანთ სის­წრა­ფეს და მახ­ვილ ინ­ტუ­ი­ცი­ას იყე­ნე­ბენ, რათა მტა­ცებ­ლე­ბი დრო­უ­ლად შე­ამ­ჩნი­ონ და მათ­გან თავი და­აღ­წი­ონ, თავს ქვი­შა­ში და­მალ­ვა კი არ სჭირ­დე­ბათ.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზუბა
0

ნამყოფი ვარ მაგათ ფერმაში 1989 წელს ზიმბაბვეში მივლინების დროს,საჩუქრად უზარმაზარი კვერცხი გამომატანეს 

nk
23

სირაქლემისა რა მოგახსენოთ, მაგრამ აი ჩვენი მთავრობა (მთავრობები აწმყოშიც და მომავლშიც ალბათ) ნამდვილად სილაში ყოფს თავს და ქვეყანას სხვები ჯიჯგნიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მართალია თუ არა, რომ სირაქლემები საფრთხის დროს თავს ქვიშაში მალავენ?

მართალია თუ არა, რომ სირაქლემები საფრთხის დროს თავს ქვიშაში მალავენ?

მოსაზრება, რომ სირაქლემები საფრთხის მოახლოებისას თავს ქვიშაში მალავენ, სავარაუდოდ, რომაელ ბუნებისმეტყველ პლინიუს უფროსს ეკუთვნის. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა "თავი ქვიშაში ჩარგო“, რაც პრობლემებისგან თავის არიდებას გულისხმობს.

"სირაქლემას საოცარი თვისებაა ის, რომ მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა ყველა ნივთიერებას არაჩვეულებრივად ამუშავებს, თუმცა მათი უჭკუობა ასევე გასაოცარია. მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეულის დანარჩენი ნაწილები თავზე გაცილებით დიდია, მათი წარმოდგენით, თავის ქვიშაში ჩარგვით, მთელ სხეულს დამალავენ", - წერდა პლინიუსი.

და მართლაც, სჯერათ თუ არა დღემდე მეცნიერებს, რომ სირაქლემები ქვიშაში თავს შიშის გამო რგავენ? - აღმოჩნდა, რომ რეალურად ყველაფერი სხვანაირად არის.

სირაქლემები, რომლებიც სხვა ჩიტებისგან განსხვავებით, ბუდეს არ აშენებენ, ქვიშაში ან ტალახში მცირე ორმოებს თხრიან, სადაც კვერცხებს დებენ. სანამ პატარა სირაქლემები გამოიჩეკებიან დედები დღისით, მამები კი ღამით კვერცხებს რამდენიმეჯერ ატრიალებენ, რომ სითბო შეუნარჩუნონ. შორიდან ეს შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს სირაქლემები თავს მიწაში მალავენ.

გარდა ამისა, მათ ხშირად მიაქვთ მიწის სიახლოვეს თავი, როდესაც საკვებს ეძებენ - ბალახს ან მცირე ცხოველებს, როგორიცაა თაგვები, ბაყაყები და მწერები.

ველურ ბუნებაში სირაქლემებს ბევრი ბუნებრივი მტერი ჰყავთ, მათ შორის ავაზა, ლომი, ლეოპარდი, მაგრამ საფრთხის დროს ისინი თავს მიწაში არ მალავენ, არამედ გარბიან.

ვაშინგტონის სმიტსონის ეროვნული ზოოპარკის მონაცემებით, სირაქლემები ყველაზე სწრაფმავალ ფრინველებად მიიჩნევიან და მაქსიმალურ სიჩქარეს 70 კმ/სთ ავითარებენ.

თუ გაქცევა ვერ მოახერხეს, ისინი ზოგჯერ მიწაზე წვებიან და კისერს წელავენ, რომ გარემოს შეერწყან. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ზრდასრულ სირაქლემებს ფრთებით მტვრის ქარბუქის წარმოქმნაც შეუძლიათ, რათა მტაცებლები თავიანთი ბარტყებისგან დააფრთხონ. ასევე ცნობილია, რომ სირაქლემებს ძალიან ძლიერი დარტყმა აქვთ.

ამრიგად, სინამდვილეში სირაქლემები თავიანთ სისწრაფეს და მახვილ ინტუიციას იყენებენ, რათა მტაცებლები დროულად შეამჩნიონ და მათგან თავი დააღწიონ, თავს ქვიშაში დამალვა კი არ სჭირდებათ.

წყარო