ავტორი:

საგარეო პოლიტიკის "ქორი": ტრამპის რჩეული სენატორი მიგრანტთა ოჯახიდან, მკაცრი იმიჯით - ვინ არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი მარკო რუბიო

საგარეო პოლიტიკის "ქორი": ტრამპის რჩეული სენატორი მიგრანტთა ოჯახიდან, მკაცრი იმიჯით - ვინ არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი მარკო რუბიო

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის მთავარი დიპლომატიური თანამდებობის, სახელმწიფო მდივნის პოსტზე, “რესპუბლიკელი“ სენატორი მარკო რუბიო 13 ნოემბერს ოფიციალურად წარადგინა.


თავის მხრივ, რუბიომ ტრამპს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.


“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და მადლობას ვუხდი ნდობისთვის, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გამომიცხადა“, - წერს რუბიო X-ზე.


Marco Rubio, donald trump
მარკო რუბიო დონალდ ტრამპთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის დროს


  • 53 წლის ფლორიდის სენატორი ამ თანამდებობაზე ენტონი ბლინკენს ჩაანაცვლებს. დამტკიცების შემთხვევაში, როგორც მთავარი ამერიკელი დიპლომატი - ის იქნება ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი ფიგურაც და აშშ-ს ისტორიაში პირველი ლათინურო სახელმწიფო მდივანი.

რუბიო თავის წინა განცხადებებში მკაფიო გზავნილებით გამოირჩეოდა. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი პოზიცია უკრაინა - რუსეთის ომის გადაწყვეტასაც ეხებოდა. ტრამპის არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, რუბიომ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ “რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩიხში შევიდა და დასკვნით ფაზამდე მისვლა“.


  • “იგი მიჩნეულია საგარეო პოლიტიკის "ქორად" - ირანისა და ჩინეთის მიმართ მკაცრ პოზიციებს იკავებს,“ - წერს BBC.

Marco Rubio
როგორია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კანდიდატის ხედვები მსოფლიოს საკვანძო საკითხებზე?


  • რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება ნიშნავს "რთულ არჩევანს"

რუბიო დიდი ხანია მოითხოვს რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად გადაწყვეტას.


”ჩვენ გვინდა რომ კონფლიქტი დასრულდეს და ეს ითვალისწინებს ძალიან რთული არჩევანის გაკეთებას“, - განაცხადა რუბიომ ამ თვის დასაწყისში.


აღსანიშნავია, რომ ამ წლის დასაწყისში მან მხარი დაუჭირა უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს.


”ვფიქრობ, უკრაინელები წარმოუდგენლად მამაცები და ძლიერები არიან, რადგან წინ აღუდგნენ რუსეთს. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, არის ჩიხში მყოფი ომი და ის უნდა დასრულდეს, თორემ ქვეყანა 100 წლით უკან დაბრუნდება”, - თქვა მან ამ თვის დასაწყისში.


გარდა ამისა, რუბიოს თქმით, წუხს იმ საკითხზეც, რომ რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი მას აშორებს სხვა საკვანძო პრობლემებს, რომელიც მსოფლიოში წარმოიქმნა.


”21-ე საუკუნის მომავალი დიდწილად განისაზღვრება იმით, რაც დღეს ხდება ინდო-წყნარ ოკეანეში. ვფიქრობ, ჩინეთს მოეწონება ის, რომ ჩვენ ევროპაში არსებულ კონფლიქტში ცავეფლეთ და ამ დროს არ ვართ ორიენტირებულნი იმაზე, თუ რა ხდება ინდო-წყნარ ოკეანეში”, - თქვა რუბიომ კვირის დასაწყისში.


  • ჩინეთი აშშ - თვის დიდი საფრთხეა

“ჩინეთი არის "ყველაზე დიდი, ყველაზე მოწინავე მოწინააღმდეგე, რომელსაც ამერიკა ოდესმე შეხვედრია", - თქვა მან Washington Post-ის პუბლიკაციაში.


პეკინის ახალი გეგმის- "დამზადებულია ჩინეთში 2025" განხილვისას, რომელიც ცდილობს განაახლოს მისი წარმოების სექტორი, რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მ ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაოს. მან მოუწოდა აშშ-ს შექმნან ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა, რათა შეაჩეროს “ჩინეთის მიერ შეერთებული შტატების დაჩრდილვა მომდევნო ათწლეულში".


ის ასევე მტკიცედ იცავდა ტაივანის დამოუკიდებლობას.


“კომუნისტური ჩინეთი არასდროს იქნება მეგობარი დემოკრატიული ქვეყნებისთვის. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს ტაივანის გვერდით დგომა“, - წერდა რუბიო X-ზე.


  • ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში?

რუბიო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია. როდესაც ჰკითხეს, დაუჭერს თუ არა მხარს იქ ბრძოლის დასრულებას, მან მტკიცედ თქვა -არა.


”პირიქით... მე მინდა, რომ მათ გაანადგურონ ჰამასის ყველა ელემენტი. ეს ხალხი ბოროტი ცხოველები არიან, რომლებმაც საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს“, - თქვა რუბიომ.


რუბიოს თქმით, ისრაელის განზრახვა არის "ტერორისტული ორგანიზაციის განადგურება, რათა ის აღარასოდეს დაემუქროს ისრაელის ხალხს".


  • ირანი "ტერორისტული" რეჟიმია

რუბიო ირანს "ტერორისტულ" რეჟიმს უწოდებს. მან მოუწოდა ისრაელს, რომ ირანს, ამ წლის დასაწყისში განხორციელებული თავდასხმის გამო, პროპორციული ძალით უპასუხოს.


“ისრაელმა უნდა უპასუხოს ირანს ისე, როგორც უპასუხებს აშშ, თუ რომელიმე ქვეყანა ჩვენკენ 180 რაკეტას გამოუშვებს“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.


სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნამდე, რუბიომ თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ურთიერთობისას “ძალიან მკაფიო და მტკიცე“ იქნება.


აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად იყრიდა კენჭს, რუბიო ერთ-ერთი კანდიდატი იყო.


Marco Rubio, donald trump
2016 წელი - მარკო რუბიო და დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების დებატებში


იმ პერიოდში მეტოქეებს შორის პოლიტიკური დაპირისპირებაც არსებობდა. ტრამპს მისთვის არაერთხელ დაუძახია “პატარა მარკო". თუმცა, საბოლოოდ, მიუხედავად ამისა, რუბიომ მხარი დაუჭირა ტრამპის კანდიდატურას და მის სასარგებლოდ კამპანიებსაც ატარებდა.


რუბიო პირველად სენატში 2010 წელს აირჩიეს. ის მუშათა კლასის, კუბელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა.


usa, Marco Rubio
მარკო რუბიო და - ძმებთან ერთად


მამამისი ძირითადად ბარმენად მუშაობდა, ხოლო დედა სასტუმროს დამლაგებლად, ან ადგილობრივ ქარხანაში.


2010 წელს აშშ-ს სენატში არჩევამდე, რუბიო მსახურობდა დასავლეთ მაიამის ქალაქის კომისრად და ფლორიდის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად.


მომავალ მეუღლეს ჟანეტ რუბიოს მაიამიში შეხვდა. წყვილი 1998 წელს დაქორწინდა და ახლა ერთად ოთხ შვილს - ამანდას, დანიელას, ენტონისა და დომინიკს ზრდის.


Marco Rubio
მარკო რუბიო მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად


ჟანეტ რუბიომ 2011 წელს ჩამოაყალიბა საკონსულტაციო ფირმა, რომელიც საოჯახო საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობს. ეს მას აძლევს შესაძლებლობას შეხვდეს ბევრ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლებიც მომსახურებას უწევენ საზოგადოებას.


ჟანეტი რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასახმარებლად თანამშრომლობდა.


წყარო


იხილეთ ასევე: