ავტორი:

რას შეიძენთ 100 ლარად "თბილისის წიგნის ფესტივალზე", "პალიტრა L-ის" სივრცეში?

რას შეიძენთ 100 ლარად "თბილისის წიგნის ფესტივალზე", "პალიტრა L-ის" სივრცეში?

ლიტერატურული ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ 15, 16 და 17 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გიმასპინძლებთ. ღონისძიებაში ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებს გამომცემლობა „პალიტრა L-ი’“, რომელიც მკითხველს ფასდაკლებებსა და აქციებს შესთავაზებს.

სპეციალურად ღონისძიებისთვის გამომცემლობა ფასდაკლებას გთავაზობთ სხვადასხვა ჟანრის წიგნებზე, მათ შორის ახალ თარგმანებზე. აქცია შეეხება ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ ლიტერატურას, ასევე მსოფლიო კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების გამოცემებს, საბავშვო და პროფესიულ წიგნებს.

თუ გეგმავთ, „თბილისის წიგნის დღეებზე“ სხვადასხვა ჟანრის წიგნები მოიმარაგოთ, „პალიტრა L-ის“ ეს შეთავაზება სწორედ თქვენთვისაა. 100 ლარის ფარგლებში შეძლებთ, მთელი ოჯახისთვის შეიძინოთ ეს ფასდაკლებული წიგნები:

1. ნიკოლოზ ცისკარიშვილი - აჩრდილები

ნიკოლოზ ცისკარიშვილი თანამედროვე მწერალია, რომლის შემოქმედებაც რელიგიური სიუჟეტებით არის შთაგონებული.

„აჩრდილების“ მთავარი პერსონაჟი, აბელი თვითგამორკვევის პროცესშია. რას ეძებს და რას ესწრაფვის ის? პერსონაჟს არცთუ შემთხვევით ჰქვია აბელი, სახელი, რომელიც მის რელიგიურ წარმომავლობაზე მიანიშნებს და ღრმა მეტაფორული გააზრების აუცილებლობისკენ გვიბიძგებს. ეს კითხვა თან დაჰყვება მკითხველს იმ უჩვეულო, სულის შემძვრელ და შემაძრწუნებელ თავგადასავალში, რომელშიც წიგნის გმირთან ერთად ებმება. გმირის ძიების გზა, ზეცისა და თავისუფლების მონატრებით არის შთაგონებული და სავსეა კოშმარული, თავზარდამცემი სურათებით დაწყევლილი სოფლისა, რომლისგანაც ვერაფრით აღწევს თავს. ეს თავისუფლების ძიებაა, რომლის გამოც ადამიანებს სჯიან. „აჩრდილები“ არის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ამბავი იმისა, სად მიიყვანს გმირს თავდაუზოგავი და შეუპოვარი სწრაფვა მოჯადოებული, ჩაკეტილი სოფლიდან თავისუფლებისაკენ?

2. ლელა ლაშხი - ნეირონი

„ნეირონი“ თანამედროვე მწერლის ლელა ლაშხის გახმაურებული რომანია, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა. ეს არის ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების ამბავი, რომელიც იმავდროულად საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებსაც იტევს. ძალადობისა და მახინჯი ტრადიციების მსხვერპლი ქალი მსხვერპლის როლიდან გამოდის და მიდის ყველასა და ყველაფრისგან, რამაც მისი ტრაგიკული ყოფა განაპირობა. მაგრამ პიროვნების ტრანსფორმაცია ყოველთვის როდი ნიშნავს წარსულისგან გათავისუფლებასა და საკუთარი თავის პოვნას - აქამდე მთავარმა გმირმა ნეირონის ექსპერიმენტი და კიდევ წინააღმდეგობებით მოფენილი გრძელი გზა უნდა გაიაროს.

3. თეონა დოლენჯაშვილი - მეამბოხე

„მეამბოხის“ მთავარი გმირი მწერალი ქალია, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ავტორიტარულ რეჟიმს დაუპირისპირდება და წიგნების რევოლუციის ლიდერი გახდება. ეს არის ქალი, რომელიც საკუთარ თავზე გამოცდის ჩაგვრას ბავშვობაში, ოჯახურ ძალადობას სახლში, წერის და თავისუფლების აღკვეთას ქვეყანაში და ყველაზე დაუმორჩილებელ მეამბოხედ გვევლინება. „მეამბოხე“ მრავალსახოვანი რომანია, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება რეალისტური და ნატურალისტური სურათები, დისტოპიური პასაჟები და ალუზიური, ინტერტექსტუალური თხრობა. წიგნს ფონად გასდევს ჩვენი ქვეყნის რეალობა 90-იანი წლებიდან დღემდე და მისი რთული, ასევე ამბოხით სავსე ისტორია. წიგნის მთავარი გმირი სიტყვაა, წიგნია, ლიტერატურაა, რომელსაც შეუძლია იქცეს გამოსავლად, ხელშესახებ მატერიად და ყველაზე მძლავრ იარაღად ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ მწერალი ქალი ნამდვილ ამბოხს გადაწყვეტს.

4. ჰოლი ჯექსონი - მკვლელობის სახელმძღვანელო კარგი გოგონასთვის

წიგნი „პალიტრა L-ის“ სერიის „ლიბერთინსის“ ფარგლებში გამოიცა. პროექტი სპეციალურად მოზარდებისთვის შეიქმნა და მსოფლიო ბესტსელერებს აერთიანებს. დეტექტიურ ან სათავგადასავლო ჟანრში დაწერილი ნოველები ერთი მხრივ, სახალისო საკითხავია და მეორე მხრივ, ახალგაზრდებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე დააფიქრებს.

„მკვლელობის სახელმძღვანელო კარგი გოგონასთვის“ პატარა ქალაქში მომხდარი მკვლელობის შემზარავ დეტალებზე მოგვითხრობს: სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგონა შეყვარებულმა მოკლა და ჩადენილის აღიარების შემდგომ თავი მოიკლა. საქმე დაიხურა. ქალაქმა დაიჯერა, რომ ყველაფერი გაირკვა, მაგრამ მართლაც ისე მოხდა ყველაფერი, როგორც გამოძიებამ „დაადგინა“? პატარა ქალაქში ამის მხოლოდ ერთ გოგონას არ სჯერა. ამიტომაც სკოლის დამამთავრებელი საკვალიფიკაციო პროექტის თემად ეს ამბავი აირჩია და არც შემცდარა, თუმცა ამ ტრაგედიის ბნელი საიდუმლოების გახსნა თურმე ბევრს არ აძლევდა ხელს.

5. მარგარეტ ეტვუდი - პენელოპიადა

მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ნოველისტის მარგარეტ ეტვუდის „პენელოპიადა“ უძველესი მითის შთაგონებით არის შექმნილი. რომანი აღნიშნული მითის ახლებურად გააზრებას გვთავაზობს.

ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობისა და ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ თავისი თვალით დანახულს, გვიამბობს, როგორ ელოდა მეუღლეს 20 წლის განმავლობაში და რამდენი რამ გადაიტანა.

6. რობერტ ჯ. ანდერსონი; უილიამ ა. ადამსი - ლიდერობის მანიფესტი

წიგნი „პალიტრა L-ის“ პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოიცა და პროფესიონალებს განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში ეფექტური ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.

ავტორების მიერ მრავალწლიან გამოცდილებასა და კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული ლიდერთა შეფასებისა და თვითშეფასების უნივერსალური მოდელი უნიკალური შესაძლებლობაა დაადგინოთ, სწორ გზას ადგახართ თუ საკუთარი და კომპანიის ტრანსფორმაციისთვის რადიკალური ზომების მიღება გმართებთ.

7. ერნესტო ასანტე - ბიტლზი, ლივერპულიდან ები-როუდამდე

ერნესტო ასანტეს ეს წიგნი მოგვითხრობს „ბიტლზის“ ისტორიას მისი შექმნიდან ბოლო დაშლამდე. ვინ იცის, როგორი იქნებოდა მსოფლიო „ბიტლზის“ გარეშე?! მათ დაიპყრეს სამყარო და ეს საოცარი წიგნი სწორედ ამ განმაცვიფრებელ ამბავს მოგვითხრობს.

ესტუმრეთ „თბილისის წიგნის დღეებს“ და ისარგებლეთ განსაკუთრებული შეთავაზებებით „პალიტრა L-ის“ სივრცეში.

R