პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენის მიმართ 5-წლიან პატიმრობას ითხოვს - რას ედავებიან ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს?
პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენის მიმართ 5-წლიან პატიმრობას ითხოვს - რას ედავებიან ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს?

პა­რი­ზის პრო­კუ­რა­ტუ­რამ, საფ­რან­გე­თის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია “ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ ლი­დე­რის, მა­რინ ლე პე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, ევ­რო­კავ­ში­რის თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯვის საქ­მე­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხუთი წლის ვა­დით აღ­კვე­თა, მათ­გან სამ­წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი მო­ი­თხო­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას “დო­ი­ჩე ველე“ ფრან­გულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბის მხა­რეს და­ე­თან­ხმე­ბა, 56 წლის ლე პენი 2027 წლის საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღებს, რად­გან მას იმა­ვე ვა­დით სა­ჯა­რო თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა აეკ­რძა­ლე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა მა­რინ ლე პე­ნის­თვის 300 ათა­სი ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა­საც ითხოვს.

პო­ლი­ტი­კოს­მა ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას სურს ფრან­გებს მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის­თვის ხმის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩა­მო­არ­თვას.

“აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მაქვს გან­ცდა, რომ მე ჩა­ვი­დი­ნე თუნ­დაც მცი­რე დარ­ღვე­ვა ან თუნ­დაც მცი­რე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მა­რინ ლე პე­ნიმ.

“ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ ლი­დე­რის, მა­რინ ლე პე­ნი­სა და მისი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო მოს­მე­ნა 30 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო. მათ ბრა­ლად ედე­ბათ ევ­რო­კავ­ში­რის სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვა­ში და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის ასის­ტენ­ტე­ბის ფიქ­ტი­უ­რი და­ქი­რა­ვე­ბით პარ­ტი­ის ფა­რუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენის მიმართ 5-წლიან პატიმრობას ითხოვს - რას ედავებიან ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს?

პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენის მიმართ 5-წლიან პატიმრობას ითხოვს - რას ედავებიან ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს?

პარიზის პროკურატურამ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია “ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე, თავისუფლების ხუთი წლის ვადით აღკვეთა, მათგან სამწლიანი პირობითი მსჯავრი მოითხოვა. ინფორმაციას “დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თუ სასამართლო ბრალდების მხარეს დაეთანხმება, 56 წლის ლე პენი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას იმავე ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.

პროკურატურა მარინ ლე პენისთვის 300 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმასაც ითხოვს.

პოლიტიკოსმა ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ პროკურატურას სურს ფრანგებს მათთვის სასურველი პოლიტიკოსისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა ჩამოართვას.

“აბსოლუტურად არ მაქვს განცდა, რომ მე ჩავიდინე თუნდაც მცირე დარღვევა ან თუნდაც მცირე უკანონო ქმედება“, - აღნიშნა მარინ ლე პენიმ.

“ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენისა და მისი თანაპარტიელების წინააღმდეგ სასამართლო მოსმენა 30 სექტემბერს დაიწყო. მათ ბრალად ედებათ ევროკავშირის სახსრების გაფლანგვაში და ევროპარლამენტის წევრების ასისტენტების ფიქტიური დაქირავებით პარტიის ფარულად დაფინანსებაში.