რუსი სატელევიზიო შეფ-მზარეული, რომელიც ლონდონის ცენტრში რესტორანს მართავდა, სერბეთში გარდაცვლილი იპოვეს. რესტორანმა Zima-მ მისი გარდაცვალება ინსტაგრამზე დაადასტურა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
”ჩვენთვის ალექსეი არ იყო მხოლოდ კოლეგა, ის იყო ჩვენი მეგობარი, ახლო ადამიანი. მადლობას გიხდით ყველას თანაგრძნობისთვის და იმ სიტყვებისთვის რაც თქვენგან მივიღებ. ზიმას მთელი გუნდი სამძიმარს უცხადებს ალექსეის ოჯახს."
Zima ალექსეის რესტორანი იყო და ლონდონის რუს ემიგრანტებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ზიმინი, რომელსაც ჰყავდა ცოლი და 17 წლის ქალიშვილი, ასევე მუშაობდა GQ-ის რუსული გამოცემის მთავარ რედაქტორად. იგი ბელგრადში თავისი ახალი წიგნის, "ანგლომანიის" წარსადგენად ჩავიდა.