საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით, დავინახეთ თაღლითობა, დაშინება" - ნატალი ლუაზო
"მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით, დავინახეთ თაღლითობა, დაშინება" - ნატალი ლუაზო

მე და ჩემი 6 კო­ლე­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ა­ში ვი­ყა­ვით და და­ვი­ნა­ხეთ თაღ­ლი­თო­ბა, და­ში­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ნა­ტა­ლი ლუ­ა­ზომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ევ­რო­კავ­ში­რის­გან ბევ­რს ელის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა წუ­ხი­ლი გა­მოთ­ქვა, რომ ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე სა­სა­უბ­როდ დრო ვერ გა­მო­ნა­ხა.

“მე და ჩემი 6 კო­ლე­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ა­ში ვი­ყა­ვით, და და­ვი­ნა­ხეთ თაღ­ლი­თო­ბა, და­ში­ნე­ბა, და შე­სა­ბა­მი­სად მსურს, რომ ამა­ზე დე­ბა­ტე­ბი გავ­მარ­თოთ აქ, პარ­ლა­მენ­ტში.

რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა - ვსა­უბ­რობ პრო­ტეს­ტებ­ზე, ქუ­ჩა­ში ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი დრო­შე­ბით გა­მო­სულ ხალ­ხზე - ისი­ნი ბევ­რს ელი­ან ევ­რო­კავ­ში­რის­გან. სამ­წუ­ხა­როდ, ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე ვერ გა­მო­ნა­ხა დრო ამა­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ.

ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­ის სახ­ლი ვართ ევ­რო­პა­ში და დრო უნდა გა­მოვ­ნა­ხოთ არა მხო­ლოდ იმა­ზე სა­დე­ბა­ტოდ, თუ რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბით ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად. სწო­რედ ამი­ტომ, მო­ვი­თხოვ შემ­დეგ სე­სი­ა­ზე, ეს დღის წეს­რი­გის ნა­წი­ლი გახ­დეს”, - გა­ნა­ცხა­და ლუ­ა­ზომ.

ლუ­ა­ზოს წი­ნა­და­დე­ბას, რომ “სა­ქარ­თვე­ლო­ში უა­რე­სო­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კრი­ზის შე­სა­ხებ” დე­ბა­ტებს მომ­დევ­ნო სე­სი­ა­ზე რე­ზო­ლუ­ცი­ის კენ­ჭისყრა­ზე გა­ტა­ნა მოჰ­ყვეს, მხა­რი 309 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­უ­ჭი­რა, 191 წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, ხოლო 34-მა თავი შე­ი­კა­ვა.

ავტორი:

"მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით, დავინახეთ თაღლითობა, დაშინება" - ნატალი ლუაზო

"მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით, დავინახეთ თაღლითობა, დაშინება" - ნატალი ლუაზო

მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით და დავინახეთ თაღლითობა, დაშინება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

  • მისი თქმით, ქართველი ხალხი ევროკავშირისგან ბევრს ელის, ევროპარლამენტარმა წუხილი გამოთქვა, რომ ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე სასაუბროდ დრო ვერ გამონახა.

“მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით, და დავინახეთ თაღლითობა, დაშინება, და შესაბამისად მსურს, რომ ამაზე დებატები გავმართოთ აქ, პარლამენტში.

რაც ახლა საქართველოში ხდება - ვსაუბრობ პროტესტებზე, ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით გამოსულ ხალხზე - ისინი ბევრს ელიან ევროკავშირისგან. სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე ვერ გამონახა დრო ამაზე სალაპარაკოდ.

ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ ევროპაში და დრო უნდა გამოვნახოთ არა მხოლოდ იმაზე სადებატოდ, თუ რა ხდება საქართველოში, არამედ რეზოლუციის მიღებით ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. სწორედ ამიტომ, მოვითხოვ შემდეგ სესიაზე, ეს დღის წესრიგის ნაწილი გახდეს”, - განაცხადა ლუაზომ.

ლუაზოს წინადადებას, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს, მხარი 309 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 191 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.