პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაურეკა მამას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა... ერთ საათში მამა გარდაიცვალა" - რა მოხდა არჩევნების დღეს და ვის გათავისუფლებას ითხოვს ქეთევან თურაზაშვილი
"დაურეკა მამას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა... ერთ საათში მამა გარდაიცვალა" - რა მოხდა არჩევნების დღეს და ვის გათავისუფლებას ითხოვს ქეთევან თურაზაშვილი

"ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი, ქე­თე­ვან თუ­რა­ზაშ­ვი­ლი სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რის, თე­ო­ნა ჯა­ფა­რი­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს.

  • ქე­თე­ვან თუ­რა­ზაშ­ვი­ლი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი მა­მის, ალექ­სან­დრე თუ­რა­ზაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯა­ფა­რი­ძის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ის კვლავ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რჩე­ბა და საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხუ­ლიც კი არ არის.

"ჩემი მამა, ალექ­სან­დრე თუ­რა­ზაშ­ვი­ლი სა­ბურ­თა­ლოს სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ებს" წარ­მო­ად­გენ­და, მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და უბ­ნე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად და­დი­ო­და. იმის გამო, რომ მას არ­ცერ­თი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი უბ­ნებ­ზე არ დახ­ვდა, მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად რამ­დე­ნი­მე უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რეს და­უ­კავ­შირ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის წევ­რს და „ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ თე­ო­ნა ჯა­ფა­რი­ძეს, რო­მე­ლიც გა­ღი­ზი­ან­და ალექ­სან­დრეს საქ­მი­ა­ნო­ბით, და­უ­რე­კა მას და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­დან ერთ სა­ათ­ში მამა გარ­და­იც­ვა­ლა.

მა­მამ და­მი­რე­კა 12:31 სა­ათ­ზე, მო­მიყ­ვა ჯა­ფა­რი­ძეს­თან სა­უბ­რის დე­ტა­ლე­ბი, ის აღელ­ვე­ბუ­ლი იყო და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი არ გას­ცა თე­ო­ნა ჯა­ფა­რი­ძეს, არ უპა­სუ­ხა არა­ფე­რი, რა­საც ეს უტი­ფა­რი ქალი იმ­სა­ხუ­რებ­და. 13:17 წუთ­ზე უკვე დე­დამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ჯა­ფა­რი­ძის ზარ­სა და მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბას შო­რის შუ­ა­ლე­დი 60 წუთ­ზე ნაკ­ლე­ბია“,- გა­ნა­ცხა­და ქეთი თუ­რა­ზაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თე­ო­ნა ჯა­ფა­რი­ძეს მფარ­ვე­ლობს.

"გა­სულ არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­დე­საც მსგავს ფაქ­ტი მოხ­და, მაგ­რამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, ის მომ­ხდა­რი ფაქ­ტი­დან 4 სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. ეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­მა­გი სტან­დარ­ტი. რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ცდი­ლო­ბენ დამ­ნა­შა­ვეს გა­და­ე­ფა­რონ და საქ­მე „ჩა­ფარ­ცხონ“.

მო­ვი­თხოვ გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის­გან, მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს თე­ო­ნა ჯა­ფა­რი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ მის­გან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, მოხ­დეს პრე­ვენ­ცია და მან ვე­ღარ შეძ­ლოს სხვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. ასე­ვე, სხვე­ბის­თვის იყოს მა­გა­ლი­თი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა უტიფ­რო­ბა, თავ­ხე­დო­ბა, აგ­რე­სია, სი­ძულ­ვი­ლის ენის გა­მო­ყე­ნე­ბა, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უზ­რდე­ლო­ბა”, - აცხა­დებს ქეთი თუ­რა­ზაშ­ვი­ლი, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­ბურ­თა­ლოს ოლ­ქში, ოპო­ზი­ცი­ის კი­დევ ერთი და­ნიშ­ნუ­ლი წევ­რი, შო­რე­ნა ბუხ­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ალექ­სან­დრე თუ­რა­ზაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ად­რეც, თე­ო­ნა ჯა­ფა­რი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის მხრი­დან, არა­ერ­თი სა­ჩი­ვა­რი და­ი­წე­რა. კერ­ძოდ, მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი ოლ­ქის ხელ­მძღვა­ნელს მი­მარ­თავ­დნენ, რომ ჯა­ფა­რი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის მი­მართ, მათ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, თუმ­ცა სა­ჩივ­რებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა არა­ვის მო­უხ­დე­ნია.

"ბა­ტონ ალექ­სან­დრე თუ­რა­ზაშ­ვილ­თან ჩემი ბოლო სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გა 23 ოქ­ტომ­ბერს 12:33 სა­ათ­ზე. ალექ­სან­დრემ ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბულ­მა და­მი­რე­კა, რო­გორც კო­ლე­გა ჩა­მა­ყე­ნა საქ­მის კურ­სში, რა სა­ხის სა­უ­ბა­რი შედ­გა მას­სა და სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ერთ-ერთ წევრ, თე­ო­ნა ჯა­ფა­რი­ძეს შო­რის. აღელ­ვე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ამ­ბობ­და, რომ მსგავ­სი შე­უ­რა­ცხყო­ფის ატა­ნა, მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც ის ას­რუ­ლებ­და მის­თვის კა­ნო­ნით და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას, აღარ შე­ეძ­ლო. ეს ფაქ­ტი პირ­ვე­ლი არ იყო სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ამ ქალ­ბა­ტო­ნის მხრი­დან”, - აცხა­დებს შო­რე­ნა ბუხ­რაშ­ვი­ლი.

ქეთი თუ­რა­ზაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი რეხ­ვი­აშ­ვი­ლის თქმით, სამი კვი­რაა რაც გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა ამ დრომ­დე სა­ბურ­თა­ლოს სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის არ­ცერ­თი წევ­რი და­კი­თხუ­ლი არ არის.

„დღეს შევ­ხვდი გა­მომ­ძი­ე­ბელს, ვე­სა­უბ­რე და გა­ვე­ცა­ნი საქ­მის მა­სა­ლებს, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ არა­ფე­რი ამ სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­კე­თე­ბუ­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან. გა­მო­ი­ძი­ონ, გა­მო­იკ­ვლი­ონ ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ესე­ნია, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზარი, სა­ი­და­ნაც ერთ სა­ათ­ში ალექ­სან­დრე თუ­რა­ზაშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლი აღარ იყო”, - აცხა­დებს გი­ორ­გი რეხ­ვი­აშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"დაურეკა მამას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა... ერთ საათში მამა გარდაიცვალა" - რა მოხდა არჩევნების დღეს და ვის გათავისუფლებას ითხოვს ქეთევან თურაზაშვილი

"დაურეკა მამას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა... ერთ საათში მამა გარდაიცვალა" - რა მოხდა არჩევნების დღეს და ვის გათავისუფლებას ითხოვს ქეთევან თურაზაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

  • ქეთევან თურაზაშვილი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მამის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, ჯაფარიძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ის კვლავ თანამდებობაზე რჩება და საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულიც კი არ არის.

"ჩემი მამა, ალექსანდრე თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია "მოქალაქეებს" წარმოადგენდა, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და უბნების დასათვალიერებლად დადიოდა. იმის გამო, რომ მას არცერთი პასუხისმგებელი პირი უბნებზე არ დახვდა, მიზეზის დასადგენად რამდენიმე უბნის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. აღნიშნულის შესახებ აცნობეს საოლქო კომისიის წევრს და „ოცნების“ პოლიტიკის ინტერესების გამტარებელ თეონა ჯაფარიძეს, რომელიც გაღიზიანდა ალექსანდრეს საქმიანობით, დაურეკა მას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში მამა გარდაიცვალა.

მამამ დამირეკა 12:31 საათზე, მომიყვა ჯაფარიძესთან საუბრის დეტალები, ის აღელვებული იყო და აღნიშნა, რომ საკადრისი პასუხი არ გასცა თეონა ჯაფარიძეს, არ უპასუხა არაფერი, რასაც ეს უტიფარი ქალი იმსახურებდა. 13:17 წუთზე უკვე დედამ დამირეკა და მითხრა, რომ მამა გარდაიცვალა. ჯაფარიძის ზარსა და მამას გარდაცვალებას შორის შუალედი 60 წუთზე ნაკლებია“,- განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" თეონა ჯაფარიძეს მფარველობს.

"გასულ არჩევნებზე, როდესაც მსგავს ფაქტი მოხდა, მაგრამ ეჭვმიტანილი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო, ის მომხდარი ფაქტიდან 4 საათში დააკავეს. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი. როდესაც საქმე ეხება ოპოზიციის წარმომადგენლის გარდაცვალებას, ცდილობენ დამნაშავეს გადაეფარონ და საქმე „ჩაფარცხონ“.

მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, მიიღოს შესაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თეონა ჯაფარიძე თანამდებობიდან იმისთვის, რომ დავიცვათ მისგან სხვა ადამიანები, მოხდეს პრევენცია და მან ვეღარ შეძლოს სხვების დაზიანება. ასევე, სხვებისთვის იყოს მაგალითი, რომ ამ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება უტიფრობა, თავხედობა, აგრესია, სიძულვილის ენის გამოყენება, უპასუხისმგებლობა და უზრდელობა”, - აცხადებს ქეთი თურაზაშვილი, რომლის კომენტარსაც „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

როგორც საბურთალოს ოლქში, ოპოზიციის კიდევ ერთი დანიშნული წევრი, შორენა ბუხრაშვილი აცხადებს, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრეც, თეონა ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ოპოზიციონერების მხრიდან, არაერთი საჩივარი დაიწერა. კერძოდ, მისივე თქმით, ისინი ოლქის ხელმძღვანელს მიმართავდნენ, რომ ჯაფარიძე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ოპოზიციონერების მიმართ, მათ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა საჩივრებზე რეაგირება არავის მოუხდენია.

"ბატონ ალექსანდრე თურაზაშვილთან ჩემი ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია შედგა 23 ოქტომბერს 12:33 საათზე. ალექსანდრემ ძალიან აღელვებულმა დამირეკა, როგორც კოლეგა ჩამაყენა საქმის კურსში, რა სახის საუბარი შედგა მასსა და საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრ, თეონა ჯაფარიძეს შორის. აღელვებული ალექსანდრე ამბობდა, რომ მსგავსი შეურაცხყოფის ატანა, მით უფრო მაშინ, როდესაც ის ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობას, აღარ შეეძლო. ეს ფაქტი პირველი არ იყო საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ქალბატონის მხრიდან”, - აცხადებს შორენა ბუხრაშვილი.

ქეთი თურაზაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, სამი კვირაა რაც გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე საბურთალოს საოლქო კომისიის არცერთი წევრი დაკითხული არ არის.

„დღეს შევხვდი გამომძიებელს, ვესაუბრე და გავეცანი საქმის მასალებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არაფერი ამ სამი კვირის განმავლობაში არ გაკეთებულა საგამოძიებო სამსახურის მხრიდან. გამოიძიონ, გამოიკვლიონ ყველა მტკიცებულება, ესენია, სატელეფონო საუბრები, განხორციელებული ზარი, საიდანაც ერთ საათში ალექსანდრე თურაზაშვილი ცოცხალი აღარ იყო”, - აცხადებს გიორგი რეხვიაშვილი.