მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე მარკერები მიზანმიმართულად შეცვალეს - რას აცხადებს ცესკო?
ოპოზიციის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე მარკერები მიზანმიმართულად შეცვალეს - რას აცხადებს ცესკო?

“ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის, თინა ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წა­რად­გე­ნენ, რომ­ლი­თაც ირ­კვე­ვა, რომ "26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ცეს­კო-მ უკა­ნო­ნოდ და სა­კონ­ტრაქ­ტო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვით "სმარ­ტმა­ტი­კის“ ბრენ­დი­რე­ბუ­ლი მარ­კე­რე­ბი წინა დღით ჩა­ა­ნაც­ვლა არაბ­რენ­დი­რე­ბუ­ლი მარ­კე­რე­ბით, რი­თაც და­ირ­ღვა ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რის ფა­რუ­ლო­ბა“.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ბო­კუ­ჩა­ვამ მე­დი­ას­თან სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­კე­თა, სა­დაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბის მო­თხოვ­ნით სამი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა უნდა და­ი­წყოს.

კერ­ძოდ კი, ცეს­კო-ს წი­ნა­აღ­მდეგ და­ვო­ბენ “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა”, “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” და “საია”.

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ითხოვს ყვე­ლა სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის ბა­თი­ლო­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, 27 ოქ­ტომ­ბრის სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გე­ბის სრუ­ლად ბა­თი­ლო­ბას, რად­გან ად­გი­ლი ჰქონ­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სამი პრინ­ცი­პის: ფა­რუ­ლო­ბის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის და სა­ყო­ველ­თა­ო­ბის ყვე­ლა უბან­ზე ტო­ტა­ლუ­რად დარ­ღვე­ვას. ამას­თან ერ­თად, ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, მათ შო­რის იმას, რომ ცეს­კო-მ სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ და სა­კონ­ტრაქ­ტო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვით “სმარ­ტმა­ტი­კის” ბრენ­დი­რე­ბუ­ლი მარ­კე­რე­ბი წინა დღით ჩა­ა­ნაც­ვლა არაბ­რენ­დი­რე­ბუ­ლი მარ­კე­რე­ბით, რო­მელ­საც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით წარ­ვად­გენთ დღეს სა­სა­მარ­თლო­ში სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად.

[არებ­რენ­დი­რე­ბუ­ლი მარ­კე­რე­ბი] ტო­ვებ­და იმ კვალს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ილა­ხე­ბო­და ფა­რუ­ლო­ბის და შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის პრინ­ცი­პე­ბი, რაც გახ­და სწო­რედ მა­სობ­რი­ვი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღვე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი. ეს თა­ვის­თა­ვად გახ­და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. დღეს, მო­სა­მარ­თლე ივე­რი აბა­ში­ძეს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ დად­გეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხა­რეს, და­იც­ვას კა­ნო­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია ან მი­ტა­ცე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს. ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მი­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბა და ივა­ნიშ­ვი­ლის სხვა პა­ი­კებ­თან ერ­თად მას შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­დეს ან ის­ტო­რი­ის ნა­თელ მხა­რეს, სა­დაც და­ი­ცავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ას, კა­ნონს და ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს ან და­ეხ­მა­როს ივა­ნიშ­ვილს მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მი­ტა­ცე­ბა­ში”, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ამ ბრალ­დე­ბას ცეს­კო გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებთ, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცეს­კოს მიერ მარ­კე­რე­ბის შეც­ვლის შე­სა­ხებ, არის სრუ­ლი სიც­რუე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ისა­ხავს მიზ­ნად",- ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე“ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ცეს­კო­ში გან­მარ­ტა­ვენ, სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტენ­ზე არ­ჩე­ვა­ნის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მარ­კე­რე­ბი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას კომ­პა­ნია "სმარ­ტმა­ტიკ­მა“ მო­ა­წო­და.

"აღ­ნიშ­ნულს ადას­ტუ­რებს კომ­პა­ნი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და მათ შო­რის მარ­კე­რე­ბის მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­როა და გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებთ, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცეს­კოს მიერ მარ­კე­რე­ბის შეც­ვლის შე­სა­ხებ, არის სრუ­ლი სიც­რუე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ისა­ხავს მიზ­ნად“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის, თინა ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, "26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ცეს­კო-მ უკა­ნო­ნოდ და სა­კონ­ტრაქ­ტო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვით "სმარ­ტმა­ტი­კის“ ბრენ­დი­რე­ბუ­ლი მარ­კე­რე­ბი წინა დღით ჩა­ა­ნაც­ვლა არაბ­რენ­დი­რე­ბუ­ლი მარ­კე­რე­ბით, რი­თაც და­ირ­ღვა ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რის ფა­რუ­ლო­ბა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ოპოზიციის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე მარკერები მიზანმიმართულად შეცვალეს - რას აცხადებს ცესკო?

ოპოზიციის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე მარკერები მიზანმიმართულად შეცვალეს - რას აცხადებს ცესკო?

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებას წარადგენენ, რომლითაც ირკვევა, რომ "26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით "სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რითაც დაირღვა ხმის მიცემის პროცედურის ფარულობა“.

აღნიშნული განცხადება ბოკუჩავამ მედიასთან საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სამი გაერთიანებული სარჩელის განხილვა უნდა დაიწყოს.

კერძოდ კი, ცესკო-ს წინააღმდეგ დავობენ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”, “ძლიერი საქართველოსთვის” და “საია”.

“ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას, შესაბამისად, 27 ოქტომბრის საარჩევნო შედეგების სრულად ბათილობას, რადგან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციური სამი პრინციპის: ფარულობის, თავისუფალი ნების და საყოველთაობის ყველა უბანზე ტოტალურად დარღვევას. ამასთან ერთად, ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, მათ შორის იმას, რომ ცესკო-მ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით “სმარტმატიკის” ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს სასამართლოში სხვა მტკიცებულებებთან ერთად.

[არებრენდირებული მარკერები] ტოვებდა იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად, თავისუფალი ნების გამოხატვის პრინციპები, რაც გახდა სწორედ მასობრივი კონსტიტუციური პრინციპების დარღვევის საფუძველი. ეს თავისთავად გახდა არჩევნების გაყალბების საფუძველი. დღეს, მოსამართლე ივერი აბაშიძეს აქვს შესაძლებლობა, რომ დადგეს ქართველი ხალხის მხარეს, დაიცვას კანონი და საქართველოს კონსტიტუცია ან მიტაცებული არჩევნების გამართლების პოლიტიკური დავალება შეასრულოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიტაცების მცდელობა და ივანიშვილის სხვა პაიკებთან ერთად მას შეუძლია საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდეს ან ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც დაიცავს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონს და ქვეყნის ევროპულ მომავალს ან დაეხმაროს ივანიშვილს მოპარული არჩევნების მიტაცებაში”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამ ბრალდებას ცესკო გამოეხმაურა.

"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად",- ამის შესახებ ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ "ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცესკოში განმარტავენ, საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია "სმარტმატიკმა“ მოაწოდა.

"აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, "26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით "სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რითაც დაირღვა ხმის მიცემის პროცედურის ფარულობა“.