კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის "გიორგი მშიშარა“ - ანა დოლიძე
"დღეიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის "გიორგი მშიშარა“ - ანა დოლიძე

"დღე­ვან­დე­ლი დღი­დან კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის მეტ­სა­ხე­ლი არის "გი­ორ­გი მში­შა­რა“, - ამის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

  • ანა დო­ლი­ძის თქმით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფეხ­ზე უნდა დად­გეს და ამო­ი­ღოს ხმა სა­კუ­თა­რი ხმის და­სა­ცა­ვად.

"დღეს არის ბრწყინ­ვა­ლე აქ­ცია, მო­ვიდ­ნენ გო­გო­ე­ბი, დე­დე­ბი, ქა­ლე­ბი. ვაჩ­ვე­ნოთ, რომ არა­ვინ აპი­რებს დათ­მო­ბას. დღე­ვან­დე­ლი დღი­დან კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის მეტ­სა­ხე­ლი არის გი­ორ­გი "მში­შა­რა". გვყავ­და გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე, ახლა გვყავს გი­ორ­გი "მში­შა­რა" იმი­ტომ, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი 50-100 ქა­ლის სა­პა­სუ­ხოდ, გა­და­კე­ტეს ყვე­ლა­ფე­რი, დაგ­ვახ­ვედ­რეს 500 პო­ლი­ცი­ე­ლი, ჩაგ­ვი­კე­ტეს ჭიშ­კა­რი და შიგ­ნით არ გვიშ­ვებ­დნენ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში შეს­ვლა არის სა­ჯა­რო. "გი­ორ­გი მში­შა­რავ", ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვართ ჩვენ, პრო­ევ­რო­პუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, პარ­ლა­მენ­ტი ვართ ჩვენ. არა­ვინ ვა­პი­რებთ, რომ ეს არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­ტა­ნოთ. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფეხ­ზე უნდა დად­გეს და ამო­ი­ღოს ხმა სა­კუ­თა­რი ხმის და­სა­ცა­ვად", - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ცეს­კოს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, ლო­ზუნ­გით "და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი ხმა" მიმ­დი­ნა­რე­ობს. შეკ­რე­ბი­ლი ქა­ლე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ აღი­ა­რე­ბენ და მო­ი­თხო­ვენ ცეს­კოს შე­ნო­ბა­ში და­ტო­ვონ გან­ცხა­დე­ბა ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"დღეიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის "გიორგი მშიშარა“ - ანა დოლიძე

"დღეიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის "გიორგი მშიშარა“ - ანა დოლიძე

"დღევანდელი დღიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის "გიორგი მშიშარა“, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

  • ანა დოლიძის თქმით, მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს და ამოიღოს ხმა საკუთარი ხმის დასაცავად.

"დღეს არის ბრწყინვალე აქცია, მოვიდნენ გოგოები, დედები, ქალები. ვაჩვენოთ, რომ არავინ აპირებს დათმობას. დღევანდელი დღიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის გიორგი "მშიშარა". გვყავდა გიორგი ბრწყინვალე, ახლა გვყავს გიორგი "მშიშარა" იმიტომ, რომ მშვიდობიანი 50-100 ქალის საპასუხოდ, გადაკეტეს ყველაფერი, დაგვახვედრეს 500 პოლიციელი, ჩაგვიკეტეს ჭიშკარი და შიგნით არ გვიშვებდნენ. ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო საათებში შესვლა არის საჯარო. "გიორგი მშიშარავ", ხელისუფლება ვართ ჩვენ, პროევროპული მოძრაობა, პარლამენტი ვართ ჩვენ. არავინ ვაპირებთ, რომ ეს არჩევანი გავატანოთ. მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს და ამოიღოს ხმა საკუთარი ხმის დასაცავად", - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ცესკოსთან საპროტესტო აქცია, ლოზუნგით "დავიბრუნოთ ჩვენი ხმა" მიმდინარეობს. შეკრებილი ქალები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მოითხოვენ ცესკოს შენობაში დატოვონ განცხადება ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.