სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"15 ნოემბერს, აფხაზეთში დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა მოსალოდნელი" - რას ამბობს ჯემალ გამახარია
"15 ნოემბერს, აფხაზეთში დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა მოსალოდნელი" - რას ამბობს ჯემალ გამახარია

აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ჯე­მალ გა­მა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, 15 ნო­ემ­ბერს, "მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის მო­წეს­რი­გე­ბის" შე­სა­ხებ ე.წ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის რა­ტი­ფი­კა­ცი­ი­სას, აფხა­ზეთ­ში "დიდი შე­ტა­კე­ბა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა“ მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

  • რო­გორც ჯე­მალ გა­მა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია იმის თქმა, მოხ­დე­ბა თუ არა დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა, თუმ­ცა თუ ასე იქ­ნე­ბა, გა­მა­ხა­რი­ას აზ­რით, ამას მი­ნი­მუმ, დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის, ას­ლან ბჟა­ნი­ას მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­კარ­გვა მოჰ­ყვე­ბა.

"ასე­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იშ­ვი­ა­თად მახ­სენ­დე­ბა, კა­ნო­ნის გა­ტა­ნის წინა დღე­ებ­ში რომ იყო, იმა­ზე დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა ახლა. ვე­ლო­დე­ბი ძა­ლი­ან დიდ შე­ტა­კე­ბას, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ზეგ, 15 ნო­ემ­ბერს. ძნე­ლია იმის თქმა, ეს მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თუ არა, მაგ­რამ მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, ამას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტაპ­ზეც დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იქ­ნე­ბა. დე-ფაქ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის და ოპო­ზი­ცია ამას კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნებს. ოპო­ზი­ცია ბჟა­ნი­ას სთა­ვა­ზობს, არ­ჩევ­ნებს და­ე­ლო­დოს, რო­მე­ლიც მარ­ტში უნდა გა­ი­მარ­თოს და ამ პროგ­რა­მით გა­ვი­დეს არ­ჩევ­ნებ­ზე - კა­ნო­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო კა­ნო­ნი, აპარ­ტა­მენ­ტე­ბი. ამით გა­მო­ვი­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და თუ მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღებს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შე­წყდე­ბა. ამი­ტომ, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მი­ნი­მუმ მოხ­დე­ბა ის, რომ ბჟა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­კარ­გავს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ფონი ამ დო­კუ­მენ­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს. ჩვენ­თან რომ იდგა ახლა სა­კი­თხი - ევ­რო­პა თუ რუ­სე­თი, რაც ჩემი ღრმა რწმე­ნით მო­გო­ნი­ლი იყო და რე­ა­ლუ­რად არ იდგა, აქ, რე­ა­ლუ­რად დგას სა­კი­თხი ყოფ­ნა-არ ყოფ­ნის.

ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბა, კა­ნო­ნი, რა­საც რუ­სე­თის ზე­წო­ლით იღებს აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მი­მარ­თუ­ლია ანექ­სი­ის­კენ. ერთი დიდი ნა­ბი­ჯი უნდა გა­და­იდ­გას კი­დევ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გა­მა­ხა­რი­ამ.

  • გარ­და ამი­სა, ჯე­მალ გა­მა­ხა­რი­ას თქმით, რუ­სულ მე­დი­ა­ში გარ­კვე­ვით იკი­თხე­ბა ღია მუ­ქა­რე­ბი აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, რომ თუ ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, ის რუ­სე­თის მიერ იქ­ნე­ბა ჩახ­შო­ბი­ლი.

"აფხა­ზე­ბი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი კი არა, იმ პი­რო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი არი­ან, რა პი­რო­ბე­ბი­თაც ისი­ნი შე­მო­დის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვი­თომ ვი­ღაც დიდ სი­კე­თეს გი­კე­თებთ, თქვენ წი­ნა­აღ­მდე­გი ხართ და რად­გან წი­ნა­აღ­მდე­გი ხართ, გსჯი­ან. მუ­ქა­რე­ბია [რუ­სულ მე­დი­ა­ში] - რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, რომ რა­ღაც ზო­მე­ბი მი­ი­ღოს ამ აბუნ­ტე­ბუ­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ და ჩა­ა­ცხროს ეს ყვე­ლა­ფე­რი. გარ­კვე­ვით იკი­თხე­ბა ღია მუ­ქა­რე­ბი აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, რომ ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რუ­სე­თის მიერ იქ­ნე­ბა ჩახ­შო­ბი­ლი, თუ ეს ასე გაგ­რძელ­დე­ბა. კარ­გად ჩანს, ვის ინ­ტე­რე­სებ­შია ეს ე.წ. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში უნდა შე­მო­ვი­დეს და ამით ვი­თომ აშენ­დეს აფხა­ზე­თი, ცხოვ­რე­ბის დონე ამაღ­ლდე­ბა, ბი­უ­ჯე­ტი გა­იზ­რდე­ბა და ა.შ. ამას ია­რა­ღით და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­კე­თებს რუ­სე­თი - ამას­თან გვაქვს საქ­მე“,- გა­ნა­ცხა­და ჯე­მალ გა­მა­ხა­რი­ამ მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რა­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა სო­ხუმ­ში მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი "მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ე.წ. მთავ­რო­ბა­თა­შო­რი­სი შე­თან­ხმე­ბის ზო­გი­ერთ კონ­ცეფ­ცი­ას არე­გუ­ლი­რებს. ოპო­ზი­ცია ამ­ტკი­ცებს, რომ სა­უ­ბა­რია აფხა­ზეთ­ში ბი­ნე­ბის რუ­სე­თის­თვის მი­ყიდ­ვა­ზე და დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

ამას­თან, 11 ნო­ემ­ბერს სა­ღა­მოს ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის წევრთან შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ აფხა­ზე­თის "ოპო­ზი­ცი­ის“ ხუთი აქ­ტი­ვის­ტი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა გუ­შინ, ხუთი და­კა­ვე­ბუ­ლი­დან სა­მის საქ­მე და­ი­ხუ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"15 ნოემბერს, აფხაზეთში დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა მოსალოდნელი" - რას ამბობს ჯემალ გამახარია

"15 ნოემბერს, აფხაზეთში დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა მოსალოდნელი" - რას ამბობს ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, 15 ნოემბერს, "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ ე.წ. კანონპროექტის რატიფიკაციისას, აფხაზეთში "დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა“ მოსალოდნელი.

  • როგორც ჯემალ გამახარიამ განაცხადა, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, მოხდება თუ არა დოკუმენტის რატიფიცირება, თუმცა თუ ასე იქნება, გამახარიას აზრით, ამას მინიმუმ, დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ ხელისუფლებას დაკარგვა მოჰყვება.

"ასეთი წინააღმდეგობა იშვიათად მახსენდება, კანონის გატანის წინა დღეებში რომ იყო, იმაზე დიდი უკმაყოფილებაა ახლა. ველოდები ძალიან დიდ შეტაკებას, წინააღმდეგობას ზეგ, 15 ნოემბერს. ძნელია იმის თქმა, ეს მიღებული იქნება თუ არა, მაგრამ მიღების შემთხვევაშიც, ამას განხორციელება სჭირდება. განხორციელების ეტაპზეც დიდი წინააღმდეგობა იქნება. დე-ფაქტო არჩევნები მოდის და ოპოზიცია ამას კარგად გამოიყენებს. ოპოზიცია ბჟანიას სთავაზობს, არჩევნებს დაელოდოს, რომელიც მარტში უნდა გაიმართოს და ამ პროგრამით გავიდეს არჩევნებზე - კანონი ინვესტიციების შესახებ, საკონსტიტუციო კანონი, აპარტამენტები. ამით გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და თუ მხარდაჭერას მიიღებს, წინააღმდეგობა შეწყდება. ამიტომ, თუ ეს ყველაფერი მიღებული იქნება, მინიმუმ მოხდება ის, რომ ბჟანია ხელისუფლებას დაკარგავს. წინასაარჩევნო ფონი ამ დოკუმენტებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენთან რომ იდგა ახლა საკითხი - ევროპა თუ რუსეთი, რაც ჩემი ღრმა რწმენით მოგონილი იყო და რეალურად არ იდგა, აქ, რეალურად დგას საკითხი ყოფნა-არ ყოფნის.

ყველა შეთანხმება, კანონი, რასაც რუსეთის ზეწოლით იღებს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, მიმართულია ანექსიისკენ. ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადაიდგას კიდევ ამ მიმართულებით და ამას ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოება“,- განაცხადა გამახარიამ.

  • გარდა ამისა, ჯემალ გამახარიას თქმით, რუსულ მედიაში გარკვევით იკითხება ღია მუქარები აფხაზური საზოგადოების მიმართ, რომ თუ ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება, ის რუსეთის მიერ იქნება ჩახშობილი.

"აფხაზები ინვესტიციების წინააღმდეგები კი არა, იმ პირობების წინააღმდეგები არიან, რა პირობებითაც ისინი შემოდის. წარმოიდგინეთ, ვითომ ვიღაც დიდ სიკეთეს გიკეთებთ, თქვენ წინააღმდეგი ხართ და რადგან წინააღმდეგი ხართ, გსჯიან. მუქარებია [რუსულ მედიაში] - რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ რაღაც ზომები მიიღოს ამ აბუნტებული ხალხის წინააღმდეგ და ჩააცხროს ეს ყველაფერი. გარკვევით იკითხება ღია მუქარები აფხაზური საზოგადოების მიმართ, რომ ეს წინააღმდეგობა რუსეთის მიერ იქნება ჩახშობილი, თუ ეს ასე გაგრძელდება. კარგად ჩანს, ვის ინტერესებშია ეს ე.წ. ინვესტიციები, რომელიც აფხაზეთში უნდა შემოვიდეს და ამით ვითომ აშენდეს აფხაზეთი, ცხოვრების დონე ამაღლდება, ბიუჯეტი გაიზრდება და ა.შ. ამას იარაღით და ძალის გამოყენებით გააკეთებს რუსეთი - ამასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ "კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა სოხუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.

ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის "ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა გუშინ, ხუთი დაკავებულიდან სამის საქმე დაიხურა.