მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ცესკო-ს შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ (ვიდეო)
დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ცესკო-ს შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ  (ვიდეო)

ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­ნო­ბას­თან, სა­დაც ქა­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ სა­ხელ­წო­დე­ბით "და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი ხმა“, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა იყო.

  • აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ აღი­ა­რე­ბენ. ისი­ნი შე­ე­ცად­ნენ, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­ნო­ბა­ში შე­სუ­ლიყ­ვნენ, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მათ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არ მის­ცეს.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ წეს­რიგს იცავ­დნენ და სწო­რედ ამ მიზ­ნით გა­აძ­ლი­ე­რეს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე შე­ე­ცად­ნენ ჭიშ­კრის გა­ღე­ბას, რა­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გეგ­მა­ვენ, ცეს­კოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თონ და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მო­ი­თხო­ვონ.

  • გა­ნახ­ლე­ბა 14:50:

ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას­თან შეკ­რე­ბი­ლებ­მა ცეს­კო-ს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს და ისი­ნი ამ წუ­თებ­ში მსვლე­ლო­ბით და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ან.

ცეს­კო-ს ეზო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მას შემ­დეგ და­ტო­ვეს, რო­დე­საც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს აც­ნო­ბეს, რომ მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი უნდა შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ და ისე უნდა წა­რედ­გი­ნათ ცეს­კო-ში.

მსვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ქალი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც. ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა, რომ მსვლე­ლო­ბის დროს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი იყოს.

მსვლე­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე გაჟ­ღერ­და სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­კავ­ში­რის ჰიმ­ნი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ცესკო-ს შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ (ვიდეო)

დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ცესკო-ს შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ  (ვიდეო)

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ სახელწოდებით "დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“, სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო.

  • აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ისინი შეეცადნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შესულიყვნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა, აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ წესრიგს იცავდნენ და სწორედ ამ მიზნით გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები. აქციის მონაწილეები რამდენჯერმე შეეცადნენ ჭიშკრის გაღებას, რასაც სამართალდამცველებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, ცესკოს ინდივიდუალური განცხადებით მიმართონ და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვონ.

  • განახლება 14:50:

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და ისინი ამ წუთებში მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან.

ცესკო-ს ეზო აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც აქციის მონაწილეებს აცნობეს, რომ მათ ინდივიდუალური განცხადებები უნდა შეეგროვებინათ და ისე უნდა წარედგინათ ცესკო-ში.

მსვლელობაში მონაწილეობენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსებიც. ხატია დეკანოიძემ სამართალდამცველებს მიმართა, რომ მსვლელობის დროს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული იყოს.

მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.