მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის ახლა უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილია..." - რა მისწერა სააკაშვილმა "უკრაინსკაია პრავდას“ მთავარ რედაქტორს და რას წერს უკრაინული მედია ექსპრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე?
"ჩემთვის ახლა უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილია..." - რა მისწერა სააკაშვილმა "უკრაინსკაია პრავდას“ მთავარ რედაქტორს და რას წერს უკრაინული მედია ექსპრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე?

"ორი ვაჟი პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან და ორი უკა­ნო­ნო ქა­ლიშ­ვი­ლი: რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი“, - ამ სა­თა­უ­რით უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზესტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა“, - ასე იწყე­ბა სტა­ტი­ამ რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გვიყ­ვე­ბა.

mikheil_saakashvili

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ,მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მკი­თხველ­ში ყო­ველ­თვის დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და. და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი პა­ტიმ­რო­ბამ­დე ორი შვი­ლის მამა იყო, ახლა კი ოთხი ჰყავს.

უკ­რა­ი­ნულ­მა "ტე­ლეგ­რაფ­მა" გა­და­წყვი­ტა გა­ერ­კვია, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბი და რა არის ცნო­ბი­ლი მათ შე­სა­ხებ.

  • რა არის ცნო­ბი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ

1993 წელს ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სტრას­ბურ­გში სწავ­ლი­სას, ჰო­ლან­დი­ელ სან­დრა რუ­ლოვსს შეხ­ვდა. წყვილ­მა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

sandra_rulofs
სან­დრა რუ­ლოვ­სი

სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე წი­თე­ლი ჯვრის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და ქუ­თა­ისს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში სტუმ­რობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­თვის ის ნამ­დვი­ლი მხარ­დამ­ჭე­რი და კარ­გი მრჩე­ვე­ლი გახ­და, ის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ხში­რად ეხ­მა­რე­ბო­და. სან­დრამ ასე­ვე და­ა­არ­სა Soho Foundation, არა­სამ­თავ­რო­ბო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებს, დევ­ნი­ლებს, მარ­ტო­ხე­ლა პენ­სი­ო­ნე­რებს და მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს.

  • რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი

სან­დრას­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვილს ორი ვაჟი შე­ე­ძი­ნა: ედუ­არ­დი (და­ი­ბა­და 1995 წელს) და ნი­კო­ლო­ზი (2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი). "ფე­ის­ბუქ­ზე" რამ­დე­ნი­მე თვის წინ სან­დრა რუ­ლოვსმა ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ გა­ი­ზარ­დნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი.

ნი­კო­ლოზ­მა სკო­ლა თბი­ლის­ში წელს და­ამ­თავ­რა. მისი ნათ­ლია, სხვა­თა შო­რის, უკ­რა­ი­ნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კოა.

nikoloz_saakashvili

უფ­როს­მა ვაჟ­მა ედუ­არ­დმა ნი­დერ­ლან­დე­ბის უტ­რეხ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ხრით მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. გა­სულ წელს ედუ­არ­დმა ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მას აწუ­ხებ­და მა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­ვე ისა­უბ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ზე.

2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო უკ­რა­ი­ნელ დე­პუ­ტატ ელი­ზა­ვე­ტა იას­კოს­თან. მა­შინ ოფი­ცი­ა­ლურ­მა მე­უღ­ლემ სან­დრა რუ­ლოსვმა გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ფე­რი იცო­და ქმრის უკ­რა­ი­ნელ ქალ­თან რო­მა­ნის შე­სა­ხებ.

გა­სულ წელს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა წე­რი­ლი მის­წე­რა "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას“ მთა­ვარ რე­დაქ­ტორს სევ­გილ მუ­სა­ე­ვას, სა­დაც უკ­რა­ი­ნი­სად­მი მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა. პა­ტი­მარ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა მისი ცხოვ­რე­ბი­სა და ბრძო­ლის ნა­წი­ლია. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მას უკ­რა­ი­ნა­ში ჰყავს პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი, რომ­ლის ნახ­ვი­სა და მო­ფე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ ჰქო­ნია.

"...რა არის ჩემ­თვის უკ­რა­ი­ნა? ეს ჩემი ცხოვ­რე­ბი­სა და ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ჩემი ზრდას­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გა­ვა­ტა­რე. ახლა უკ­რა­ი­ნუ­ლად უფრო კარ­გად ვლა­პა­რა­კობ, ვიდ­რე რუ­სუ­ლად.

უკ­რა­ი­ნა ჩემი სახ­ლია კი­ევ­ში, პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თი მირ­გო­როდ­ში. უკ­რა­ი­ნა­ში ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია ქა­ლა­ქი ოდე­სა. უკრა­ი­ნა ჩემი მე­გობ­რე­ბია, ახლა უკ­რა­ი­ნა ჩემი პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლია, უკ­რა­ი­ნე­ლი ჟას­მი­ნი, რომ­ლის ნახ­ვი­სა და მო­ფე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ მქო­ნია“, - წერ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი.

liza_iasko, mikheil_saakashvili

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წე­რილ­ში ლა­პა­რა­კობ­და გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც ელი­ზა­ვე­ტა იას­კოს­თან შე­ე­ძი­ნა. დე­პუ­ტატ­მა 2023 წლის ივ­ნის­ში სა­ჯა­როდ და­წე­რა, რომ დედა გახ­და. ამ დრომ­დე სა­ჯა­როდ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა გო­გო­ნას ფო­ტო­ე­ბი.

სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის სოფო ნი­ჟა­რა­ძის­გან კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ელის მა­რია ჰყავს.

elis_maria_saakashvili

სოფო ნი­ჟა­რა­ძე 2010 წელს, ნორ­ვე­გი­ა­ში "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ჩემთვის ახლა უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილია..." - რა მისწერა სააკაშვილმა "უკრაინსკაია პრავდას“ მთავარ რედაქტორს და რას წერს უკრაინული მედია ექსპრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე?

"ჩემთვის ახლა უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილია..." - რა მისწერა სააკაშვილმა "უკრაინსკაია პრავდას“ მთავარ რედაქტორს და რას წერს უკრაინული მედია ექსპრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე?

"ორი ვაჟი პირველი ცოლისგან და ორი უკანონო ქალიშვილი: როგორ გამოიყურებიან მიხეილ სააკაშვილის შვილები“, - ამ სათაურით უკრაინული მედია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სტატიას აქვეყნებს.

"სააკაშვილი ამჟამად საქართველოს საავადმყოფოში იმყოფება“, - ასე იწყება სტატიამ რომელიც სააკაშვილის პირად ცხოვრებაზე გვიყვება.

mikheil_saakashvili

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინელი პოლიტიკოსის ,მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრება მკითხველში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. დაპატიმრებული პოლიტიკოსი პატიმრობამდე ორი შვილის მამა იყო, ახლა კი ოთხი ჰყავს.

უკრაინულმა "ტელეგრაფმა" გადაწყვიტა გაერკვია, როგორ გამოიყურებიან მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეები და რა არის ცნობილი მათ შესახებ.

  • რა არის ცნობილი მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ

1993 წელს ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში სწავლისას, ჰოლანდიელ სანდრა რულოვსს შეხვდა. წყვილმა რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო, რომელიც ქორწინებით დასრულდა.

sandra_rulofs
სანდრა რულოვსი

სააკაშვილის მეუღლე წითელი ჯვრის თანამშრომელი იყო და ქუთაისს ჰუმანიტარული ჯგუფის ფარგლებში სტუმრობდა. საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის ის ნამდვილი მხარდამჭერი და კარგი მრჩეველი გახდა, ის საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ეხმარებოდა. სანდრამ ასევე დააარსა Soho Foundation, არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ბავშვებს, დევნილებს, მარტოხელა პენსიონერებს და მრავალშვილიან ოჯახებს.

  • როგორ გამოიყურებიან მიხეილ სააკაშვილის შვილები

სანდრასთან ქორწინებაში სააკაშვილს ორი ვაჟი შეეძინა: ედუარდი (დაიბადა 1995 წელს) და ნიკოლოზი (2005 წელს დაბადებული). "ფეისბუქზე" რამდენიმე თვის წინ სანდრა რულოვსმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ გაიზარდნენ სააკაშვილის შვილები.

ნიკოლოზმა სკოლა თბილისში წელს დაამთავრა. მისი ნათლია, სხვათა შორის, უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოა.

nikoloz_saakashvili

უფროსმა ვაჟმა ედუარდმა ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის განხრით მაგისტრის ხარისხი მიიღო. გასულ წელს ედუარდმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მას აწუხებდა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე.

2021 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ქართველი პოლიტიკოსი რომანტიკულ ურთიერთობაში იყო უკრაინელ დეპუტატ ელიზავეტა იასკოსთან. მაშინ ოფიციალურმა მეუღლემ სანდრა რულოსვმა განაცხადა, რომ არაფერი იცოდა ქმრის უკრაინელ ქალთან რომანის შესახებ.

გასულ წელს, მიხეილ სააკაშვილმა წერილი მისწერა "უკრაინსკაია პრავდას“ მთავარ რედაქტორს სევგილ მუსაევას, სადაც უკრაინისადმი მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. პატიმარმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ უკრაინა მისი ცხოვრებისა და ბრძოლის ნაწილია. სააკაშვილის თქმით, მას უკრაინაში ჰყავს პატარა ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და მოფერების საშუალება ჯერ არ ჰქონია.

"...რა არის ჩემთვის უკრაინა? ეს ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი ზრდასრული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე. ახლა უკრაინულად უფრო კარგად ვლაპარაკობ, ვიდრე რუსულად.

უკრაინა ჩემი სახლია კიევში, პატარა მიწის ნაკვეთი მირგოროდში. უკრაინაში ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია ქალაქი ოდესა. უკრაინა ჩემი მეგობრებია, ახლა უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილია, უკრაინელი ჟასმინი, რომლის ნახვისა და მოფერების საშუალება ჯერ არ მქონია“, - წერდა სააკაშვილი.

liza_iasko, mikheil_saakashvili

მიხეილ სააკაშვილი წერილში ლაპარაკობდა გოგონაზე, რომელიც ელიზავეტა იასკოსთან შეეძინა. დეპუტატმა 2023 წლის ივნისში საჯაროდ დაწერა, რომ დედა გახდა. ამ დრომდე საჯაროდ არ გავრცელებულა გოგონას ფოტოები.

სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ მალევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ქართველი მომღერლის სოფო ნიჟარაძისგან კიდევ ერთი ქალიშვილი ელის მარია ჰყავს.

elis_maria_saakashvili

სოფო ნიჟარაძე 2010 წელს, ნორვეგიაში "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა.

წაიკითხეთ ასევე: