აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მისი თქმით, დეპარტამენტის მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა.
"მცირე მთავრობა, მეტი ეფექტურობითა და ნაკლები ბიუროკრატიით, იქნება შესანიშნავი საჩუქარი ამერიკისთვის დამოუკიდებლობის გამოცხადების 250 წლისთავზე. დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებას მიაღწევენ! ”- განაცხადა ტრამპმა.
ილონ მასკის თქმით კი ახალი დეპარტამენტი შოკისმომგვრელი იქნება იმათთვის, ვინც ჩართულია სამთავრობო რესურსების გაფლანგვაში.
"ეს შოკისმომგვრელ ტალღებს გადასცემს სისტემას და ნებისმიერს, ვინც მონაწილეობს სამთავრობო გაფლანგვაში, რაც უამრავი ადამიანია!“ - აღნიშნა მასკმა.
მილიარდერი მეწარმის, ილონ მასკის კომპანიების შემადგენლობა მოიცავს ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს, სოციალური მედიის პლატფორმა X-ს და სარაკეტო კომპანია SpaceX-ს.
რამასვამი ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც კენჭს იყრიდა "რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის, მაგრამ მოგვიანებით საარჩევნო რბოლას გამოეთიშა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა.