საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ მოატყუო ზამთარი - მოამზადე ავტომობილი "თეგეტა მოტორსის" რჩევებით
არ მოატყუო ზამთარი - მოამზადე ავტომობილი "თეგეტა მოტორსის" რჩევებით

გა­მარ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი უსაფრ­თხო მგზავ­რო­ბის გა­რან­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზამ­თარ­ში, რო­დე­საც ხილ­ვა­დო­ბა მცირ­დე­ბა და გზა­ზე დაბ­რკო­ლე­ბე­ბი იზ­რდე­ბა. „არ მო­ა­ტყუო ზამ­თა­რი“ – ამ გზავ­ნი­ლით „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ სა­კუ­თარ მომ­ხმა­რე­ბელს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს - ზამ­თრის­თვის სამ­ზა­დისს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დოს.

ხში­რად მძღო­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის სე­ზო­ნუ­რი გა­მარ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბას ვერ აღიქ­ვა­მენ, არა­და ცივ დღე­ებ­ში უსაფრ­თხოდ და კომ­ფორ­ტუ­ლად გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ძვე­ლი სა­ბუ­რა­ვი სე­ზო­ნის შე­სა­ბა­მი­სით ჩა­ა­ნაც­ვლო, შე­ა­მოწ­მო აკუ­მუ­ლა­ტო­რი, შეც­ვა­ლო ან­ტიფ­რი­ზი და ზეთი, გა­მარ­თო სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა, შე­ა­მოწ­მო მა­შუ­ქი ფა­რე­ბი.

ვახ­ტანგ მძი­ნა­რაშ­ვი­ლი, „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

„თე­გე­ტა მო­ტორ­სის­თვის“, მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, მომ­ხმა­რებ­ლამ­დე სხვა­დას­ხვა ხერ­ხით მი­ვი­ტა­ნოთ გზავ­ნი­ლი, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის მოვ­ლა ყვე­ლა სე­ზონ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. „არ მო­ა­ტყუო ზამ­თა­რი“ – ამ გზავ­ნი­ლის მი­ზა­ნიც სწო­რედ ისაა, რომ მომ­ხმა­რე­ბელს კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ, ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ბუ­რა­ვე­ბი, გა­მარ­თუ­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რი, სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა და შე­სა­ფე­რი­სი ზეთი არა მხო­ლოდ მათ კომ­ფორ­ტს, არა­მედ უსაფრ­თხო­ე­ბა­საც გა­ნა­პი­რო­ბებს.

გზებ­ზე მო­ცუ­რე­ბის რის­კი, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ხილ­ვა­დო­ბა და დატ­ვირ­თუ­ლი გზე­ბი - ეს არის დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, რა­მაც ზამ­თარ­ში შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნას. სწო­რედ ამი­ტომ ცივი ამინ­დე­ბის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­ზა­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, მომ­ხმა­რე­ბელს და­ვეხ­მა­როთ, შეხ­ვდნენ ზამ­თარს მშვი­დად და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად, რათა ყვე­ლა გზა უსაფრ­თხო და სა­ი­მე­დო გახ­დეს“.

ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ტემ­პე­რა­ტუ­რა იკ­ლებს. რა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის სე­ზო­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­სა­მარ­თად - რჩე­ვებს „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ გა­გი­ზი­ა­რებს.

ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბი

სა­ბუ­რა­ვი უშუ­ა­ლოდ გზის სა­ვალ ზე­და­პირს ეხე­ბა და ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბა დიდ­წი­ლად სწო­რედ მის ხა­რისხსა და სე­ზონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. როცა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 7 გრა­დუსს ჩა­მოს­ცდე­ბა, ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­იც­ვა­ლოს. და­უშ­ვე­ბე­ლია თოვ­ლი­ან გზებ­ზე არა­სე­ზო­ნუ­რი ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ბუ­რა­ვით გა­და­ად­გი­ლე­ბა, რად­გან ამით საფრ­თხეს რო­გორც სა­კუ­თარ, ისე საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა მძღო­ლებ­საც უქ­მნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რავს და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე სი­ხის­ტე ემა­ტე­ბა და მო­ჭი­დე­ბის უნა­რი ეკარ­გე­ბა. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციე სა­ბუ­რა­ვის წნე­ვას – და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა მას ამ­ცი­რებს.

სა­ბუ­რა­ვე­ბის სე­ზო­ნუ­რო­ბა დგინ­დე­ბა და კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა სა­ბუ­რა­ვე­ბის მწარ­მო­ებ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით. ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვის შერ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ციო, რომ გვერ­დი­თა კე­დელ­ზე და­ტა­ნი­ლი იყოს მთა­ში ჩა­ხა­ტუ­ლი ფიფ­ქის სიმ­ბო­ლო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ფიფ­ქის სიმ­ბო­ლოს­თან ერ­თად, მე­ო­რე სა­გუ­ლის­ხმო ფაქ­ტო­რია პრო­ტექ­ტო­რის სი­მაღ­ლე, რო­მე­ლიც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის უნდა იყოს არა­ნაკ­ლებ 3 მმ. ასე­ვე სა­ბუ­რავ­ზე უნდა იკი­თხე­ბო­დეს დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი, ხოლო დამ­ზა­დე­ბი­დან არ უნდა იყოს გა­სუ­ლი 10 წელ­ზე მეტი.

აკუ­მუ­ლა­ტო­რის შე­მოწ­მე­ბა

ცივ ამინ­დში აკუ­მუ­ლა­ტო­რის დატ­ვირ­თვა საგ­რძნობ­ლად იზ­რდე­ბა, ამი­ტომ ზამ­თრის დად­გო­მამ­დე მისი შე­მოწ­მე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ცივ სე­ზონ­ზე ხში­რია აკუ­მუ­ლა­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რაც და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით აიხ­სნე­ბა. ზამ­თარ­ში ძლი­ე­რი ყინ­ვა ელექტრო­ლი­ტე­ბის სიმ­კვრი­ვის და­ცე­მას იწ­ვევს, რა­მაც შე­საძ­ლოა, აკუ­მუ­ლა­ტო­რის გა­ყინ­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მისი რე­სურ­სი უკვე შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ყვე­ლა აკუ­მუ­ლა­ტორს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გან­სა­ზღვრუ­ლი ვადა აქვს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მათი მუ­შა­ო­ბის დი­ა­პა­ზო­ნი 3-იდან 7 წლამ­დე მერ­ყე­ობს. რე­სურ­სის ამო­წურ­ვის შემ­დეგ ის წყვეტს მუ­შა­ო­ბას. თუ ფა­რე­ბის ნა­თე­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იკ­ვე­თა, გახ­სოვ­დეს, რომ ის და­ქოქ­ვის დროს დე­ნის გარ­თუ­ლე­ბუ­ლად მი­წო­დე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა, ხან­გრძლი­ვი დგო­მის შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლი აღარც კი ამუ­შავ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ სა­ყუ­რა­დღე­ბოა მოგ­ზა­უ­რო­ბამ­დე მისი შე­მოწ­მე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა.

ან­ტიფ­რი­ზი

ზამ­თარ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ან­ტიფ­რი­ზის რე­სურ­სის შე­მოწ­მე­ბა. და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ბუ­ნებ­რი­ვია, სი­თხის გა­ყინ­ვას უწყობს ხელს. თუ ძრა­ვის გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მა­ში იქ­ნე­ბა მხო­ლოდ წყა­ლი ან რე­სურს ამო­წუ­რუ­ლი ან­ტიფ­რი­ზი, ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­ყი­ნე­ბა, რო­გორც კი ტემ­პე­რა­ტუ­რა 0 გრა­დუსს ჩა­მოს­ცდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­თხის გა­ყინ­ვა კი და­ა­ზი­ა­ნებს ძრა­ვას და მისი შე­კე­თე­ბა არ­ცთუ ისე მცი­რე ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მა­შუ­ქი ფა­რე­ბი და სა­ქა­რე მი­ნის საწ­მენ­დი

ზამ­თარ­ში დღე მოკ­ლეა, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა მა­შუ­ქი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­დეს. შუქმფე­ნი, მუხ­რუ­ჭე­ბი და ბრუნ­ვის ნა­თე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ღა­მის და ცუდი ხილ­ვა­დო­ბის პი­რო­ბებ­ში.

ზამ­თარ­ში, უხვი ნა­ლე­ქის დროს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქა­რე მი­ნის მწმენ­დე­ბის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბაც. სწო­რედ ამი­ტომ, გარ­და კარ­გი საწ­მენ­დი ჯაგ­რი­სე­ბი­სა, სა­ქა­რე მი­ნის საწ­მენ­დი სი­თხის რე­ზერ­ვუ­არ­შიც უნდა გვქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ყინ­ვა­გამ­ძლე კონ­ცენ­ტრა­ტი. სი­თხის არარ­სე­ბო­ბა ან გა­ყინ­ვა შე­გი­ზღუ­დავს ხედ­ვის არე­ალ­სა და ხა­რისხს. ასეთ პი­რო­ბებ­ში მოძ­რა­ო­ბა კი რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ზა­ფხუ­ლის საწ­მენ­დი სი­თხე ან მით უმე­ტეს წყა­ლი და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­ი­ყი­ნე­ბა.

სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა

თოვლსა და ყინ­ვა­ში უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლო­ბა გა­დამ­წყვე­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, სის­ტე­მის შე­მოწ­მე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­სურ­ვე­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლია, რომ ეს ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბის და­ყე­ნე­ბი­სას გა­კეთ­დეს, რად­გან სა­მუხ­რუ­ჭე დის­კე­ბი და ხუნ­დე­ბი კომ­პლექ­სუ­რად შე­მოწ­მდე­ბა.

და­ბო­ლოს, იქო­ნი­ეთ სა­გან­გე­ბო ნაკ­რე­ბი: სა­თა­და­რი­გო სა­ბუ­რა­ვი, პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბის ნაკ­რე­ბი, თოვ­ლის ია­რა­ღე­ბი, ფა­ნა­რი - ეს ნივ­თე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­ფერ­ხე­ბის დროს და­გეხ­მა­რე­ბათ. გახ­სოვ­დეთ, ზამ­თრის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლის მომ­ზა­დე­ბა თქვე­ნი უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი მგზავ­რო­ბის სა­წინ­და­რია.

ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სა­მარ­თად „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ მომ­ხმა­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობს. კომ­პა­ნი­ა­ში მოქ­მე­დებს „უსას­რუ­ლო გა­რან­ტია“ სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტებ­ზე, მათ შო­რის პრე­მი­უმ ხა­რის­ხის აკუ­მუ­ლა­ტო­რებ­სა და სა­ბუ­რა­ვებ­ზე. უსას­რუ­ლო გა­რან­ტია ვრცელ­დე­ბა აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის შემ­დეგ ბრენ­დებ­ზე: Varta, Exide, Fiamm, Optima, Bex, Autopower, Feon, Akom, Monbat, Macpower, Energizer. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბუ­რა­ვებს, „უსას­რუ­ლო გა­რან­ტი­ით“ მომ­ხმა­რე­ბე­ლი BRIDGESTONE, PIRELLI, CONTINENTAL, MICHELIN, YOKOHAMA, BF GOODRICH შე­ძე­ნი­სას ისარ­გებ­ლებს.

---

თე­გე­ტა მო­ტორ­სის შე­სა­ხებ: თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია თე­გე­ტა მო­ტორ­სი 1995 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რო­გორც მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ისე ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 28 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც 500 000-მდე სა­ცა­ლო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თე­გე­ტა მო­ტორ­სი 300-მდე მსოფ­ლიო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

არ მოატყუო ზამთარი - მოამზადე ავტომობილი "თეგეტა მოტორსის" რჩევებით

არ მოატყუო ზამთარი - მოამზადე ავტომობილი "თეგეტა მოტორსის" რჩევებით

გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თეგეტა მოტორსი“ საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთხელ მოუწოდებს - ზამთრისთვის სამზადისს პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

ხშირად მძღოლები ავტომობილის სეზონური გამართვის მნიშვნელობას ვერ აღიქვამენ, არადა ცივ დღეებში უსაფრთხოდ და კომფორტულად გადასაადგილებლად ავტომობილის შესაბამისად მომზადება აუცილებელია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ძველი საბურავი სეზონის შესაბამისით ჩაანაცვლო, შეამოწმო აკუმულატორი, შეცვალო ანტიფრიზი და ზეთი, გამართო სამუხრუჭე სისტემა, შეამოწმო მაშუქი ფარები.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი:

„თეგეტა მოტორსისთვის“, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლამდე სხვადასხვა ხერხით მივიტანოთ გზავნილი, რომ ავტომობილის მოვლა ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილის მიზანიც სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, ხარისხიანი საბურავები, გამართული აკუმულატორი, სამუხრუჭე სისტემა და შესაფერისი ზეთი არა მხოლოდ მათ კომფორტს, არამედ უსაფრთხოებასაც განაპირობებს.

გზებზე მოცურების რისკი, გართულებული ხილვადობა და დატვირთული გზები - ეს არის დაბრკოლებები, რამაც ზამთარში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. სწორედ ამიტომ ცივი ამინდებისთვის ავტომობილის განსაკუთრებული მომზადება აუცილებელია. ჩვენი სურვილია, მომხმარებელს დავეხმაროთ, შეხვდნენ ზამთარს მშვიდად და თავდაჯერებულად, რათა ყველა გზა უსაფრთხო და საიმედო გახდეს“.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ტემპერატურა იკლებს. რა არის აუცილებელი ავტომობილის სეზონის შესაბამისად გასამართად - რჩევებს „თეგეტა მოტორსი“ გაგიზიარებს.

ზამთრის საბურავები

საბურავი უშუალოდ გზის სავალ ზედაპირს ეხება და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. როცა ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ზაფხულის საბურავები აუცილებლად უნდა შეიცვალოს. დაუშვებელია თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით გადაადგილება, რადგან ამით საფრთხეს როგორც საკუთარ, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებსაც უქმნი.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის საბურავს დაბალ ტემპერატურაზე სიხისტე ემატება და მოჭიდების უნარი ეკარგება. ყურადღება მიაქციე საბურავის წნევას – დაბალი ტემპერატურა მას ამცირებს.

საბურავების სეზონურობა დგინდება და კლასიფიცირდება საბურავების მწარმოებლის რეკომენდაციებით. ზამთრის საბურავის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციო, რომ გვერდითა კედელზე დატანილი იყოს მთაში ჩახატული ფიფქის სიმბოლო. მნიშვნელოვანია, რომ, ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, მეორე საგულისხმო ფაქტორია პროტექტორის სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასევე საბურავზე უნდა იკითხებოდეს დამზადების თარიღი, ხოლო დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი.

აკუმულატორის შემოწმება

ცივ ამინდში აკუმულატორის დატვირთვა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი შემოწმება მნიშვნელოვანია. ცივ სეზონზე ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დაბალი ტემპერატურით აიხსნება. ზამთარში ძლიერი ყინვა ელექტროლიტების სიმკვრივის დაცემას იწვევს, რამაც შესაძლოა, აკუმულატორის გაყინვა გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე შემცირებულია. ყველა აკუმულატორს ექსპლუატაციის განსაზღვრული ვადა აქვს. ხშირ შემთხვევაში მათი მუშაობის დიაპაზონი 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის წყვეტს მუშაობას. თუ ფარების ნათების შემცირება გამოიკვეთა, გახსოვდეს, რომ ის დაქოქვის დროს დენის გართულებულად მიწოდებითაა განპირობებული. შესაძლოა, ხანგრძლივი დგომის შემდეგ ავტომობილი აღარც კი ამუშავდეს. სწორედ ამიტომ საყურადღებოა მოგზაურობამდე მისი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება.

ანტიფრიზი

ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიფრიზის რესურსის შემოწმება. დაბალი ტემპერატურა, ბუნებრივია, სითხის გაყინვას უწყობს ხელს. თუ ძრავის გაგრილების სისტემაში იქნება მხოლოდ წყალი ან რესურს ამოწურული ანტიფრიზი, ის აუცილებლად გაიყინება, როგორც კი ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება. აღნიშნული სითხის გაყინვა კი დააზიანებს ძრავას და მისი შეკეთება არცთუ ისე მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მაშუქი ფარები და საქარე მინის საწმენდი

ზამთარში დღე მოკლეა, ამიტომ აუცილებელია, ყველა მაშუქი გამართულად მუშაობდეს. შუქმფენი, მუხრუჭები და ბრუნვის ნათება განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ღამის და ცუდი ხილვადობის პირობებში.

ზამთარში, უხვი ნალექის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქარე მინის მწმენდების გამართული მუშაობაც. სწორედ ამიტომ, გარდა კარგი საწმენდი ჯაგრისებისა, საქარე მინის საწმენდი სითხის რეზერვუარშიც უნდა გვქონდეს სპეციალური ყინვაგამძლე კონცენტრატი. სითხის არარსებობა ან გაყინვა შეგიზღუდავს ხედვის არეალსა და ხარისხს. ასეთ პირობებში მოძრაობა კი რისკებთან არის დაკავშირებული.

საყურადღებოა, რომ ზაფხულის საწმენდი სითხე ან მით უმეტეს წყალი დაბალ ტემპერატურაზე გაიყინება.

სამუხრუჭე სისტემა

თოვლსა და ყინვაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის სამუხრუჭე სისტემის გამართულობა გადამწყვეტია. შესაბამისად, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სისტემის შემოწმება აუცილებელია. სასურველი და პრაქტიკულია, რომ ეს ზამთრის საბურავების დაყენებისას გაკეთდეს, რადგან სამუხრუჭე დისკები და ხუნდები კომპლექსურად შემოწმდება.

დაბოლოს, იქონიეთ საგანგებო ნაკრები: სათადარიგო საბურავი, პირველი დახმარების ნაკრები, თოვლის იარაღები, ფანარი - ეს ნივთები მოულოდნელი შეფერხების დროს დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, ზამთრისთვის ავტომობილის მომზადება თქვენი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის საწინდარია.

ავტომობილის გასამართად „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კომპანიაში მოქმედებს „უსასრულო გარანტია“ სხვადასხვა პროდუქტებზე, მათ შორის პრემიუმ ხარისხის აკუმულატორებსა და საბურავებზე. უსასრულო გარანტია ვრცელდება აკუმულატორების შემდეგ ბრენდებზე: Varta, Exide, Fiamm, Optima, Bex, Autopower, Feon, Akom, Monbat, Macpower, Energizer. რაც შეეხება საბურავებს, „უსასრულო გარანტიით“ მომხმარებელი BRIDGESTONE, PIRELLI, CONTINENTAL, MICHELIN, YOKOHAMA, BF GOODRICH შეძენისას ისარგებლებს.

---

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS