პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის მორიგი თავდასხმა ლიბანზე - ბეირუთში დაიბომბა მაღალსართულიან შენობა, რესტორანი და სამედიცინო კომპლექსი
ისრაელის მორიგი თავდასხმა ლიბანზე - ბეირუთში დაიბომბა მაღალსართულიან შენობა, რესტორანი და სამედიცინო კომპლექსი

ის­რა­ელ­მა ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუ­თის და­ჰი­ეს რა­ი­ონ­ზე ათზე მეტი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას The Guardian-ი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო WAFA-ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ეს ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი სა­ჰა­ე­რო და­ბომბვა იყო ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

WAFA-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ რა­კე­ტე­ბი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას ანად­გუ­რე­ბენ. The Guardian-ის ცნო­ბით, გა­ნად­გუ­რე­ბულ ად­გი­ლებს შო­რი­საა რეს­ტო­რა­ნი და სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პლექ­სი.

მა­ნამ­დე, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კერ­მა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა და­ჰი­ე­ში მდე­ბა­რე 11 შე­ნო­ბის რუკა და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს შე­ნო­ბე­ბი "ჰეზ­ბო­ლას“ ეკუთ­ვნო­და და მო­სახ­ლე­ო­ბას მათ­გან თა­ვის შორს და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ის­რა­ელ კაც­მა დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ ლი­ბან­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა ომის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვამ­დე არ იქ­ნე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად "ჰეზ­ბო­ლას” შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და­სუს­ტე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ისრაელის მორიგი თავდასხმა ლიბანზე - ბეირუთში დაიბომბა მაღალსართულიან შენობა, რესტორანი და სამედიცინო კომპლექსი

ისრაელის მორიგი თავდასხმა ლიბანზე - ბეირუთში დაიბომბა მაღალსართულიან შენობა, რესტორანი და სამედიცინო კომპლექსი

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაჰიეს რაიონზე ათზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა, - ინფორმაციას The Guardian-ი საინფორმაციო სააგენტო WAFA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ქალაქის ყველაზე ინტენსიური საჰაერო დაბომბვა იყო ბოლო კვირების განმავლობაში.

WAFA-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რაკეტები მაღალსართულიან შენობას ანადგურებენ. The Guardian-ის ცნობით, განადგურებულ ადგილებს შორისაა რესტორანი და სამედიცინო კომპლექსი.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა დაჰიეში მდებარე 11 შენობის რუკა და განაცხადა, რომ ეს შენობები "ჰეზბოლას“ ეკუთვნოდა და მოსახლეობას მათგან თავის შორს დაჭერისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დღეს განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ომის მიზნების მიღწევამდე არ იქნება.

მისივე თქმით, ისრაელის თავდასხმითი მოქმედებების შედეგად "ჰეზბოლას” შესაძლებლობების დასუსტება უნდა გაგრძელდეს.