ავტორი:

"როთი თუ ემხრობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის - სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ გაეკეთებინათ, გააპანღურებდნენ" - კახა კალაძე

"როთი თუ ემხრობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის -  სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ გაეკეთებინათ, გააპანღურებდნენ" - კახა კალაძე

"როთი თუ ემხრობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის - როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები წარსულია, გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო", - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის მიერ ტელეკომპანია "პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უვიზო რეჟიმის შეჩერებას, მაგრამ პოზიცია შეიცვალა.

  • კალაძის თქმით, უბინძურესი განცხადებები ვიხილეთ.

"როთი თუ ემხრობა ვიზალიბერალიზაციი სშეჩერებას, მაშინ დავღუპულვართ… როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები წარსულია, გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო. ვნახეთ, ეს ყველაფერი, უბინძურესი განცხადებები და ქმედება რასაც რამდენიმე ე.წ. პოლიტიკოსი აკეთებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედება რომ განეხორციელებინათ, გააპანღურებდნენ, პანღურებით გაყრიდნენ ქვეყნიდან.

მაგარია, რომ ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაცს ჭირდებოდა ამ ქვეყნის მიმავალს. ზურგის ტვინით გრძნობს ქართველი ხალხი მოცემულობას, გამოწვევას და საფრთხეს“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შეიცვალა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. როგორც როთი აღნიშნავს, არ შეიძლება საქართველომ ორ სამყაროში იცხოვროს.

"მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი, რომ შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა!" - განაცხადა როთმა.