სპეციალური შეთავაზება დეტექტივების მოყვარულთათვის - 11-დან 17 ნოემბრის ჩათვლით „ბიბლუსსა“ და პრესის ჯიხურებში ჟორჟ სიმენონის „მეგრე და მშვიდი მძარცველი“ მხოლოდ 8 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.
აქციით სარგებლობა ასევე შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ აპლიკაციასა და ვებგვერდზე. (ჩამოტვირთე აპლიკაცია IOS ANDROID).
სიმენონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ მწერლად ითვლება. მას შეეძლო დღეში 80-მდე გვერდზე ემუშავა. სიცოცხლის განმავლობაში მწერალს 450 რომანი და მცირე ზომის ნაწარმოებები აქვს გამოქვეყნებული. 10 აგვისტოდან „პალიტრა L-მა“ მისი ტომეულების გამოცემა დაიწყო სერიაში „ჩემი რჩეული მსოფლიო“. „მეგრე და მშვიდი მძარცველი“ სწორედ აღნიშნული პროექტის ნაწილია.
R