მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც აშშ-ის და პრეზიდენტის უსაფრთხოებას დაიცავს: დაკოტელი ფერმერის სკანდალური წარსული და შეხვედრა კიმ ჩენ ინთან - ვინ არის კრისტი ნოემი
ქალი, რომელიც აშშ-ის და პრეზიდენტის უსაფრთხოებას დაიცავს: დაკოტელი ფერმერის სკანდალური წარსული და შეხვედრა კიმ ჩენ ინთან - ვინ არის კრისტი ნოემი

დო­ნალდ ტრამ­პი შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კრის­ტი ნო­ემს წა­რად­გენს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს. ის იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­ზღვრის, კი­ბერ უსაფრ­თხო­ე­ბის, ტე­რო­რიზ­მი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე. უწყე­ბა, რო­მელ­საც კრის­ტი ნო­ემს ჩა­ა­ბა­რე­ბენ, აკონ­ტრო­ლებს აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურს - სწო­რედ ამ სამ­სა­ხურს ევა­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვა.


  • “რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის” წევ­რი კრის­ტი ნო­ე­მი 2019 წლი­დან სამ­ხრეთ და­კო­ტას გუ­ბერ­ნა­ტო­რია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხულ­ზე, როცა სა­კი­თხი ეხე­ბო­და იმას, თუ ვის და­ა­სა­ხე­ლებ­და ტრამ­პი ვიცე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად, სწო­რედ კრის­ტი ნო­ე­მი სა­ხელ­დე­ბო­და, თუმ­ცა მა­შინ დო­ნალდმა ჯეი დი ვენ­სის კა­დი­და­ტუ­რა არ­ჩია.


ამე­რი­კუ­ლი მე­დია წერს, რომ ნო­ე­მი ფერ­მე­რია და სა­კუ­თარ მცი­რე ბიზ­ნეს­საც ფლობს. ის აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში 2010 წელს აირ­ჩი­ეს, ხოლო 2018 წელს სამ­ხრეთ და­კო­ტას პირ­ვე­ლი ქალი გუ­ბერ­ნა­ტო­რი გახ­და.


Noem, Kristi_Noem


  • 52 წლის კრის­ტი ნო­ე­მის ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს ერთი სკან­და­ლუ­რი ეპი­ზო­დი. რო­გორც The Guardian წერს, ნო­ემ­მა მოკ­ლა თა­ვი­სი ძაღ­ლი და ეს იმით ახ­სნა, რომ ძაღ­ლი არ იყო კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი და აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. "გარ­დი­ა­ნის" ცნო­ბით, ქალ­მა ამის შე­სა­ხებ თა­ვის წიგნ­ში და­წე­რა.აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო კრის­ტი ნო­ე­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს ამ­ბა­ვი 20 წლის წინ მოხ­და. კრი­ტი­კას მან ასე­თი პოს­ტით უპა­სუ­ხა.

"მე მეს­მის, რა­ტომ აწუ­ხებს ზოგს კრი­კე­ტის (ძაღ­ლის სა­ხე­ლი) ის­ტო­რია, რო­მე­ლიც 20 წლის წინ, ჩვენს რან­ჩო­ში მოხ­და. წიგ­ნი სავ­სეა ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან მრა­ვა­ლი გულ­წრფე­ლი ის­ტო­რი­ით, გა­მოწ­ვე­ვე­ბით, გაკ­ვე­თი­ლე­ბით, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში მი­მი­ღია", - წერ­და ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე.


Kristi_Noem


ის ასე­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ სამ­ხრეთ და­კო­ტას კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ნე­ბა­დარ­თუ­ლია, მოკ­ლან ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს ეს­ხმი­ან და კლა­ვენ პი­რუ­ტყვს.


"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კრი­კეტ­მა აჩ­ვე­ნა აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, კბენ­და მათ, გა­დავ­წყვი­ტე, რომ მო­მეკ­ლა", - წერ­და პო­ლი­ტი­კო­სი.


Noem


  • ნო­ემს ამის გარ­და კი­დევ არა­ერ­თი სა­კა­მა­თო სა­კი­თხი უკავ­შირ­დე­ბა:

მა­გა­ლი­თად, 2024 წელს აეკ­რძა­ლა სამ­ხრეთ და­კო­ტა­ში არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ტო­მე­ბის მი­წებ­ზე მის­ვლა და მო­ნა­ხუ­ლე­ბა. ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ნო­ე­მი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ამ ად­გი­ლებ­ში ნარ­კო­კარ­ტე­ლე­ბი იყო.



  • ნო­ე­მი და კიმი

სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მო­ი­პო­ვეს ნო­ე­მის წიგ­ნის ის ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც არ გა­მო­ცე­მუ­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, წიგ­ნის თავ­და­პირ­ველ ვერ­სი­ა­ში, ნო­ე­მი წერ­და, რომ ის კიმ ჩენ ინს შეხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნო­ე­მის წიგნ­ში, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ცა, ეს ნა­წი­ლი ამო­ღე­ბუ­ლი იყო.


"მახ­სოვს ის დღე, შევ­ხვდი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დიქ­ტა­ტორს, კიმ ჩენ ინს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მან სა­თა­ნა­დოდ შე­მა­ფა­სა", - წერ­და ნო­ე­მი.

CBS News-მა გუ­ბერ­ნა­ტორს 2024 წლის მა­ის­ში ჰკი­თხა, მარ­თლა შეხ­ვდა თუ არა კიმ ჩენ ინს. კიტხვას მან ასე უპა­სუ­ხა: "არ ვა­პი­რებ, ვი­სა­უბ­რო ჩემს კონ­კრე­ტულ შეხ­ვედ­რებ­ზე მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­თან, უბ­რა­ლოდ არ ვა­პი­რებ ამის გა­კე­თე­ბას".


ნო­ე­მის წარ­სუ­ლი მდი­და­რია ის­ტო­რი­ე­ბით, რომ­ლის გა­მოც ის არა­ერ­თხელ აღ­მო­ჩე­ნი­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი.


კრის­ტი 1992 წელს ბრა­ი­ან ნო­ემ­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს.


კრის­ტი ნო­ე­მი ოჯახ­თან ერ­თად

ნა­ხეთ ასე­ვე:






მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
28

ეჰ ტრამპ,ტრამპ,ჯერ პრეზიდენტი არ გამხდარა და უკვე ღალატობს ტრადიციულ "ამერიკულ" ფასეულობებას,მაგ ქალის ნაცვლად ვინმე შავკანიანი ტრანსი უნდა ყოფილიყო ,ან ლესბი მაინც,თუ არ გჯერათ დემენციანი ბიდონის სასტავს კითხეთ, ან გათხოვილი კაცი რომ ჩამოგვივიდა დამრიგებლად ევროპიდან იმას მაინც. :))

ისა და
24

 ნაცების და მიხოს ამბავი გასაგებია მაგრამ ბორიას პირველს ჯობია ?ვინ იცის იქნებ გაგვაგებინოს ვინმემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ქალი, რომელიც აშშ-ის და პრეზიდენტის უსაფრთხოებას დაიცავს: დაკოტელი ფერმერის სკანდალური წარსული და შეხვედრა კიმ ჩენ ინთან - ვინ არის კრისტი ნოემი

ქალი, რომელიც აშშ-ის და პრეზიდენტის უსაფრთხოებას დაიცავს: დაკოტელი ფერმერის სკანდალური წარსული და შეხვედრა კიმ ჩენ ინთან - ვინ არის კრისტი ნოემი

დონალდ ტრამპი შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე კრისტი ნოემს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ის იქნება პასუხისმგებელი საზღვრის, კიბერ უსაფრთხოების, ტერორიზმისა და საგანგებო სიტუაციების საკითხებზე. უწყება, რომელსაც კრისტი ნოემს ჩააბარებენ, აკონტროლებს აშშ-ის საიდუმლო სამსახურს - სწორედ ამ სამსახურს ევალება პრეზიდენტის დაცვა.


  • “რესპუბლიკური პარტიის” წევრი კრისტი ნოემი 2019 წლიდან სამხრეთ დაკოტას გუბერნატორია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როცა საკითხი ეხებოდა იმას, თუ ვის დაასახელებდა ტრამპი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად, სწორედ კრისტი ნოემი სახელდებოდა, თუმცა მაშინ დონალდმა ჯეი დი ვენსის კადიდატურა არჩია.


ამერიკული მედია წერს, რომ ნოემი ფერმერია და საკუთარ მცირე ბიზნესსაც ფლობს. ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 2010 წელს აირჩიეს, ხოლო 2018 წელს სამხრეთ დაკოტას პირველი ქალი გუბერნატორი გახდა.


Noem, Kristi_Noem


  • 52 წლის კრისტი ნოემის ცხოვრებაში არსებობს ერთი სკანდალური ეპიზოდი. როგორც The Guardian წერს, ნოემმა მოკლა თავისი ძაღლი და ეს იმით ახსნა, რომ ძაღლი არ იყო კარგად გაწვრთნილი და აგრესიულობით გამოირჩეოდა. "გარდიანის" ცნობით, ქალმა ამის შესახებ თავის წიგნში დაწერა.აღნიშნულის გამო კრისტი ნოემი საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. როგორც ირკვევა, ეს ამბავი 20 წლის წინ მოხდა. კრიტიკას მან ასეთი პოსტით უპასუხა.

"მე მესმის, რატომ აწუხებს ზოგს კრიკეტის (ძაღლის სახელი) ისტორია, რომელიც 20 წლის წინ, ჩვენს რანჩოში მოხდა. წიგნი სავსეა ჩემი ცხოვრებიდან მრავალი გულწრფელი ისტორიით, გამოწვევებით, გაკვეთილებით, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია", - წერდა ის სოციალურ ქსელ X-ზე.


Kristi_Noem


ის ასევე აღნიშნავდა, რომ სამხრეთ დაკოტას კანონმდებლობის მიხედვით, ნებადართულია, მოკლან ძაღლები, რომლებიც თავს ესხმიან და კლავენ პირუტყვს.


"იმის გათვალისწინებით, რომ კრიკეტმა აჩვენა აგრესიული ქცევა ადამიანების მიმართ, კბენდა მათ, გადავწყვიტე, რომ მომეკლა", - წერდა პოლიტიკოსი.


Noem


  • ნოემს ამის გარდა კიდევ არაერთი საკამათო საკითხი უკავშირდება:

მაგალითად, 2024 წელს აეკრძალა სამხრეთ დაკოტაში არსებული ადგილობრივი ტომების მიწებზე მისვლა და მონახულება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნოემი ამტკიცებდა, რომ ამ ადგილებში ნარკოკარტელები იყო.



  • ნოემი და კიმი

სხვადასხვა მედიაორგანიზაციებმა მოიპოვეს ნოემის წიგნის ის ვარიანტი, რომელიც არ გამოცემულა. როგორც ირკვევა, წიგნის თავდაპირველ ვერსიაში, ნოემი წერდა, რომ ის კიმ ჩენ ინს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ნოემის წიგნში, რომელიც ოფიციალურად გამოიცა, ეს ნაწილი ამოღებული იყო.


"მახსოვს ის დღე, შევხვდი ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს, კიმ ჩენ ინს. დარწმუნებული ვარ, მან სათანადოდ შემაფასა", - წერდა ნოემი.

CBS News-მა გუბერნატორს 2024 წლის მაისში ჰკითხა, მართლა შეხვდა თუ არა კიმ ჩენ ინს. კიტხვას მან ასე უპასუხა: "არ ვაპირებ, ვისაუბრო ჩემს კონკრეტულ შეხვედრებზე მსოფლიო ლიდერებთან, უბრალოდ არ ვაპირებ ამის გაკეთებას".


ნოემის წარსული მდიდარია ისტორიებით, რომლის გამოც ის არაერთხელ აღმოჩენილა საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი.


კრისტი 1992 წელს ბრაიან ნოემზე დაქორწინდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს.


კრისტი ნოემი ოჯახთან ერთად

ნახეთ ასევე: